კაპდევილა ლივერპულში?

AutoSharing Option

მას მერე, რაც ჩაიშალა მოლაპარაკებები "ვილიარეალსა" და მის მცველ ხოან კაპდევილას შორის, მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირებით "ლივერპული" დაინტერესდა. "მირორი" იუწყება, რომ 32 წლის კაპდევილა კლუბისგან ორწლიან ხელშეკრულებას ითხოვდა, მაშინ როცა "ელ სუბმარინოს" ხელმძღვანელობა მხოლოდ ერთწლიანზე იყო ყაბულს.

კაპდევილას ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება, "ლივერპულს" კი არსად ეჩქარება, ალბიონური კლუბი მცველს ბოსმანის წესით, უსასყიდლოდ ჩაიგდებს.

ამბობენ, რომ სავარაუდო ტრანსფერში "ლივერპულის" მეკარე პეპე რეინას ხელი ურევია, რომელიც კაპდევილას ახლო მეგობარია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული