ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური: ბეილისიმო [VIDEO]

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს არყოფნაში, მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში გარეთ ბეილმა გაიბრწყინა და საკუთარ გუნდს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოუტანა; მეორე ადგილზე მყოფმა "ატლეტიკომ" კი "ელჩე" დაამარცხა და წნეხში მოაქცია "ბარსელონა", რომელმაც "სან მამეს ბარიაზე" ითამაშა.

სატრანსფერო ფასის შესაბამისი თამაში
"რეალმა" "ვალიადოლიდს" განსაკუთრებული პრობლემის გარეშე მოუგო, შეხვედრის გმირი კი გარეთ ბეილი გახდა, რომელმაც გარდა იმისა, რომ სამი გოლი გაიტანა, აქტივში საგოლე პასიც ჩაიწერა. პრიმერას ბოლო 5 შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" 24 გოლი გაიტანა და აქედან 12-ში უელსელმა უშუალო მონაწილეობა მიიღო - მის ანგარიშზე 6 გოლი
და 6 საგოლე გადაცემაა.

სტუმრებმა მეტოქის შემოტევებს პირველი ნახევარი საათის განმავლობაში გაუძლეს, მაგრამ 33-ე წუთზე ანხელ დი მარიას შესანიშნავი პასის შემდეგ ბეილმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორა და ანგარიშიც გაიხსნა. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა "ვალიადოლიდს" გონზე მოსვლის საშუალება არ მისცეს და რამდენიმე წუთში მეორეც გაუტანეს.

ამჯერად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის პასით ქარიმ ბენზემამ იხეირა, რომელმაც თავის გამოჩენა ლა ლიგის ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში შეძლო. ფრანგმა კიდევ ერთი ბურთი მეორე ტაიმშიც გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.

სამაგიეროდ, რამდენიმე წუთში ყველაფერი წესების დაცვით მოხდა და ბეილმა დუბლი გაიფორმა, ხოლო შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე მადრიდელთა მე-11 ნომერმა მარსელოს გადაცემა მიიღო და ესპანეთში თავისი პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.

მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ, ბეილის გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შეაქო და განსაკუთრებით ანხელ დი მარია გამოარჩია:

"ბეილის ადაპტაციის პერიოდი დასრულებულია. ის საკუთარ თავში ბოლომდეა დარწმუნებული და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. აუცილებლად უნდა შევაქო ანხელ დი მარიაც, რომელიც არა მხოლოდ მატჩების დროს, არამედ ნებისმიერი ვარჯიშის დროსაც ძალიან ბევრს შრომობს. მან დღეს გადამწყვეტ ეპიზოდში თამაში საკუთარ თავზე აიღო და გუნდის გამარჯვება განაპირობა. არგენტინელს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და ის "რეალს" ძალიან სჭირდება".


იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკოს" რთული სამი ქულა
თანაქალაქელს არ ჩამორჩა "ატლეტიკოც", რომელმაც გასვლაზე "ელჩეს" სძლია. დიეგო სიმეონეს შეგირდებს საკმაოდ გაუჭირდათ და "როხიბლანკოს" გულშემატკივრებმაც ბევრი ინერვიულეს. სტუმართა რიგებში კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო ახალგაზრდა კოკე, რომელიც ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტია, თუმცა ამჯერად 21 წლის ნახევარმცველმა თავად გაიტანა და "ატლეტიკო" დააწინაურა.

ეს ყველაფერი 63-ე წუთზე მოხდა, იქამდე კი სტუმრებს სულ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, ისიც პირველ ტაიმში.

აი, შეხვედრის მეორე ნახევარში კი დედაქალაქელები მანუ ერერას, პრაქტიკულად, ვერ აწუხებდნენ. ამის გამო სიმეონემ ინერტული დავიდ ვილია რაულ გარსიათი შეცვალა და ამ ცვლილებამ მომენტალურად გაამართლა - ნავარელმა ფეხბურთელმა ბურთი მიიღო თუ არა, პირდაპირ კარისკენ გაგზავნა.

მართალია, "ელჩეს" კარის დარაჯმა ბურთი მოიგერია, მაგრამ ყველას კოკემ აჯობა და შეხვედრის პირველი გოლიც გაიტანა. მასპინძელთა პროტესტის მიუხედავად, არბიტრებმა თამაშგარე არ დააფიქსირეს და ბურთი ჩაითვალა.

გაშვებული გოლის შემდეგ "ელჩე" იძულებული გახდა, წინ წასულიყო, რამაც სტუმრებს კონტრშეტევების ორგანიზების საშუალება მისცა. ამ კომპონენტში კი "ატლეტიკო" ერთ-ერთი საუკეთესოა. შედეგად, მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე თავისი მორიგი გოლი გაიტანა დიეგო კოშტამ და წერტილიც დასვა - 0:2.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სელტას" პირველი საშინაო
ვიგოს "სელტამ" პირველი საშინაო გამარჯვების მოპოვება მხოლოდ მე-8 ცდაზე შეძლო. ლუის ენრიკეს შეგირდებს "ბალაიდოსზე" გამართულ 7 მატჩში 3 ფრე და 4 წაგება ჰქონდათ, შაბათს კი გალისიას "ალმერია" ესტუმრა, რომელიც მე-9 წუთზე სუსოს გოლით დაწინაურდა კიდეც.

მიუხედავად სწრაფი გოლის გაშვებისა, მასპინძლები არ დაბნეულან - წონასწორობა პირველივე ტაიმში ფაბიან ორელიანამ აღადგინა, მეორე ნახევრის სტარტზე კი ვიგოელებმა ესტებანს ბურთი კარიდან კიდევ ორჯერ გამოატანინეს - ბორხა ოუბინიას აურტენეჩემ გაატანინა, შარლესს კი უგო მალიომ.

ისევ ვერ იმარჯვა "ბეტისმა", რომლის მოუგებელი სერიაც უკვე 8 შეხვედრაა გრძელდება. სევილიელები "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობდნენ და ორჯერ უგებდნენ, თუმცა ალბერტო ბუენომ დუბლი შეასრულა და მადრიდელებს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

ამ ერთი ქულის წყალობით "ფუტკრებმა" გასავარდნი ზონა დატოვეს. არადა, წაგების შემთხვევაში, ბოლო პოზიციაზე გადავიდოდნენ.

მეორე სევილიურმა გუნდმა კი ანდალუსიურ დერბიში "გრანადას" სტუმრად მოუგო და წარმატებული სერია სამამდე გაზარდა. "სევილიას" რიგებში თავი ფორვარდებმა - კარლოს ბაკამ და კევინ გამეირომ გამოიჩინეს. კოლუმბიელმა ანგარიში 23-ე წუთზე გახსნა და ჩემპიონატში თავისი მეშვიდე გოლი გაიტანა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კი ბაკამ საგოლე პასი მიითვალა, რომლითაც ცვლილებაზე გამოსულმა გამეირომ იხეირა.

ჟონასის ბრწყინვალე თამაშის და "პაჩი" პუნიალის ნაადრევი გაძევების ხარჯზე 3 ქულა აიღო "ვალენსიამ", რომელსაც შინ (ჩემპიონატში) ბოლოს 28 სექტემბერს ჰქონდა მოგებული. "სუონსისთან" და "ოსასუნასთან" მოპოვებული ზედიზედ ორი გამარჯვებით მიროსლავ ჯუკიჩის მდგომარეობა ძველებურად კრიტიკული აღარ არის, მაგრამ სერბ სპეციალისტს მოდუნების უფლება არ აქვს, რადგან "ღამურები" მაინც მათთვის უჩვეულოდ დაბალ, მეცხრე პოზიციაზე არიან.

ლა ლიგა. XV ტური

ხეტაფე-ლევანტე 1:0
გოლი: 1:0 პედრო ლეონი (79)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ა. აროიო, ალექსისი, რაფა, ს. ესკუდერო - ბორხა, მოსკერა (75. გავილანი) - პედრო ლეონი (88. ხუან როდრიგესი), პ. სარაბია, დიეგო კასტრო - ა. კოლუნგა (60. მარიკა)
ლევანტე (4-2-3-1): ხ. ხიმენესი - პედრო ლოპესი, კარაბელასი, ვინტრა, ხუანფრანი - პ. დიოპი, სიმაო ჟუნიორი (83. ანხელი) - სუმეტრა, ელ ჟარი (75. სერჟიო პინტუ), რუბენ გარსია - ბარალი (83. ნონგი)
გაფრთხილება: ს. ესკუდერო, ბორხა, პედრო ლეონი - სერჟიო პინტუ
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9-8 (3-2); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 4 000

ვილიარეალი-მალაგა 1:1
გოლები: 1:0 ბრუნო (32), 1:1 ველიგტონი (90)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, გაბრიელ პაულისტა, მუსაჩიო, ხაუმე კოსტა - ხ. აკინო, ტრიგეროსი (75. პინა), ბრუნო, კანი - ი. უჩე (82. ე. პერესი), ხ. პერეირა (62. ჯოვანი დოს სანტოსი)
მალაგა (4-3-2-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ველიგტონი, ანტუნეში - ი. კამაჩო, ტისონე (62. პ. მორალესი), დარდერი (76. ბ. ანდერსონი) - სამუ (20. ოლინგა), ელიზეუ - ხუანმი
გაფრთხილება: ბრუნო - ი. კამაჩო, ხუანმი, ელიზეუ, ბ. ანდერსონი
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 8-4 (3-3); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 13 793

ელჩე-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 კოკე (63), 0:2 დიეგო კოშტა (74)
ელჩე (4-2-3-1): მანუ ერერა - დ. სუარესი, ლომბანი, ბოტია, ედუ ალბაკარი - კ. სანჩესი (75. ხავი მარკესი), რუბენ პერესი - კარლეს ხილი, კორომინასი, ფიდელი (66. აარონ ნიგესი) - ბოაკი (72. კრისტიან ერერა)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, ტიაგო, გაბი, არდა თურანი (70. ადრიანი) - ვილია(62. რაულ გარსია), დიეგო კოშტა
გაფრთხილება: ბოტია, დ. სუარესი - ტიაგო, ვილია, ფილიპე ლუიში, კოკე
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-9 (2-4); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 29 115

სელტა-ალმერია 3:1
გოლები: 0:1 სუსო (9), 1:1 ორელიანა (26), 2:1 ბორხა ოუბინია (49), 3:1 შარლესი (59)
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, დავიდ კოსტასი, აურტენეჩე, ტონი (60. ჯ. კასტრო) - ბორხა ოუბინია, რ. ალკანტარა (66. ა. ფერნანდესი), ალექს ლოპესი - კრონ-დელი (77. ნოლიტო), ორელიანა - შარლესი
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - ნელსონი, ტორსილიერი, ტრუხილიო, დუბარბიერი (76. რაულ გარსია) - ვერსა, აზიზი - სუსო, სორიანო (66. ელდერ ბარბოსა), ალექს ვიდალი - ოსკარ დიასი (71. დანი რომერა)
გაფრთხილება: კრონ-დელი - დუბარბიერი, სუსო
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-4 (6-3); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 18 947

რეალი-ვალიადოლიდი 4:0
გოლები: 1:0 ბეილი (33), 2:0 ბენზემა (36), 3:0 ბეილი (64), 4:0 ბეილი (89)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანი კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი - ბეილი, ისკო, დი მარია (74. ხესე როდრიგესი) - ბენზემა (74. მორატა)
ვალიადოლიდი (4-3-2-1): დიეგო მარინიო - გ. გარსია, ხესუს რუედა, მარკ ვალიენტე, პენია - სასტრე (85. ოსორიო), ა. რუბიო, ფ. როსი - დ. ლარსონი (46. ომარ რამოსი), ბერგდიხი - ხავი გერა (74. მანუჩო)
გაფრთხილება: პეპე - სასტრე
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 6-8; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 25-9 (12-3); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 68 655

ესპანიოლი-სოსიედადი 1:2
გოლები: 1:0 ჯ. კორდობა (31), 1:1 გრიზმანი (69), 1:2 სტუანი (88-საკ. კარში)
ესპანიოლი (4-2-2-2): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - რაულ როდრიგესი, დავიდ ლოპესი - სტუანი, ვ. ალვარესი (60. სიმაო) - სერხიო გარსია (84. პიცი), ჯ. კორდობა (48. ტორიე)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი (62. ანსოტეგი), დე ლა ბელია - ბერგარა, ხავი როსი (65. რუბენ პარდო) - ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - აგირეჩე (78. სეფეროვიჩი)
გაფრთხილება: ჯ. კორდობა, სტუანი, ხუან ფუენტესი, ხავი ლოპესი - ი. მარტინესი, მ. გონსალესი, სეფეროვიჩი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-12 (4-6); ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 14 575

ბეტისი-ვალეკანო 2:2
გოლები: 1:0 ამაია (27), 1:1 ა. ბუენო (51), 2:1 ვერდუ (81), 2:2 ა. ბუენო (90)
ბეტისი (4-2-3-1): სარა - ხუანფრანი, ამაია, ხორდი ფიგერასი, ნაჩო - ნონო, ლ. რეიესი - ვადილიო (66. ჩული), სალვა სევილია (59. ხუან კარლოსი), რუბენ კასტრო - ხორხე მოლინა (55. ვერდუ)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო, გალეანო, საულ ნიგესი, ნაჩო მარტინესი - რაულ ბაენა, ტრაშორასი (64. ადრიანი) - ლ. ბანგურა, ხ. ვიერა, იაგო ფალკე (23. ა. ბუენო) - ლარივეი (70. ნ. კასტილიო)
გაფრთხილება: სალვა სევილია, ნონო, ჩული - საულ ნიგესი, რაულ ბაენა, ლარივეი, ხ. ვიერა, ტიტო
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9-7 (4-5); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 32 355

გრანადა-სევილია 1:2
გოლები: 0:1 ბაკა (23), 1:1 ბრაჰიმი (61-პენ), 1:2 გამეირო (87)
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ფულკიე, დიახატე (88. იგალო), მურილიო, ანგულო - რესიო (83. ბუონანოტე), იებდა, ფრან რიკო - პიტი, ბრაჰიმი - ელ-არაბი (68. რიკი)
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - დიეგო ფიგეირაში, ფასიო, კარიკო, ფ. ნავარო - იბორა (80. გამეირო), მბია - ხ. რეიესი (56. კოკე), რაკიტიჩი, ხაირო სამპერიო (63. ა. მორენო) - ბაკა
გაფრთხილება: ფრან რიკო, იებდა, ბუონანოტე, იგალო - კარიკო, მბია, რაკიტიჩი, ხაირო სამპერიო, იბორა, დიეგო ფიგეირაში
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-12 (8-7); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 18 000

ვალენსია-ოსასუნა 3:0
გოლი: 1:0 ჟონასი (45), 2:0 ჟონასი (48), 3:0 ჟონასი (53)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, ვიქტორ რუისი, მატიო, ხუან ბერნატი - ორიოლ რომეუ, დანი პარეხო - ფეგული, კანალესი (58. ბანეგა), გუარდადო (74. კარტაბია) - ჟონასი (68. ელდერ პოშტიგა)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, არიბასი, ლოტიე, დამია - ლოლო (72. ოიერი), პუნიალი - სეხუდო (52. ფ. სილვა), დე ლას კუევასი (62. რ. ტორესი), ე. არმენტეროსი - ორიოლ რიერა
გაფრთხილება: გუარდადო - დამია
გაძევება: პუნიალი (17. ოსასუნა)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 19-4 (11-1); ბურთის ფლობა: 75%-25%
მაყურებელი: 35 000

ბილბაო-ბარსელონა 1:0
გოლი: 1:0 მუნიაინი (70)
ბილბაო (4-3-2-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა (82. ალბისუა) - ანდერ ერერა, იტურასპე, მიკელ რიკო (88. სან ხოსე) - სუსაეტა, მუნიაინი (86. იბაი გომესი) - ტოკერო
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ბუსკეტსი, ჩავი (78. სერხი რობერტო), ინიესტა (84. პედრო) - ა. სანჩესი, ფაბრეგასი, ნეიმარი
გაფრთხილება: მიკელ რიკო, იტურასპე, ტოკერო - ნეიმარი, ბუსკეტსი, მასკერანო, ადრიანო
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 14-7 (6-2); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 36 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 9 - გრიზმანი (სოსიედადი); 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ქარიმ ბენზემა (რეალი), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), დავიდ ვილია (ატლეტიკო)

მომდევნო ტური:
13 დეკემბერი:
ლევანტე-ელჩე

14 დეკემბერი:
ოსასუნა-რეალი, რაიო ვალეკანო-გრანადა, ბარსელონა-ვილიარეალი, მალაგა-ხეტაფე

15 დეკემბერი:
ალმერია-ესპანიოლი, სოსიედადი-ბეტისი, სევილია-ბილბაო, ატლეტიკო-ვალენსია

16 დეკემბერი:
ვალიადოლიდი-სელტა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული