ფორლანი ატლეტიკოს ერთგულია

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" თავდასხმელმა დიეგო ფორლანმა გუნდის დატოვების შესახებ გავრცელებული ხმები უარყო. ცოტა ხნის წინ პრესაში გაჩნდა ცნობები, რომელთა თანახმად 31 წლის ფორვარდი ნისლიან ალბიონზე გადასვლაზე ოცნებობს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კლუბის ხელმძღვანელობა 15 მილიონ ევროდ მის "რეალში" გაყიდვას აპირებდა.

"მსურს კარიერის ბოლომდე "ატლეტიკოში" ვითამაშო. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, გუნდი ყველაფრით კმაყოფილია და მეც ბედნიერი ვარ. ყოველთვის, როცა ვრცელდება ხმები ჩემი წასვლის შესახებ, ერთი და იგივე პასუხი მაქვს: მე ეს არ მითქვამს.

რა თქმა უნ
და, თუ შემოთავაზება იქნება, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად დავჯდები და განვიხილავ, როგორ იქნება უკეთესი. მომავლის მკაფიო გეგმა მაქვს ჩამოყალიბებული, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხანდახან ცხოვრება სიურპრიზებს გვთავაზობს და ზოგჯერ გეგმებში ცვლილებების შეტანა ხდება ხოლმე საჭირო", - განაცხადა ფორლანმა.


მომზადებულია Marca -ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული