კარლო ანჩელოტი: ცუდი თამაში არ იყო, კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ოლიმპიკ დე ხატივასთან" (0:0) ესპანეთის თასის 1/16-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იტალიელმა სპეციალისტმა არ გააკრიტიკა ფეხბურთელები იმის გამო, რომ "სამეფო კლუბმა" სტუმრად მატჩის მოგება ვერ მოახერხა.

"ოლიმპიკ დე ხატივა" ესპანეთის ჩემპიონატის მესამე დივიზიონს წარმოადგენს.

"ჩვენთვის რთული იყო ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში. ეს თამაში კარგი არ იყო, მაგრამ არც ცუდი. კმაყოფილი ვარ.

ვცდილობდით ფეხბურთი მეორე ტაიმში გვეთამაშა, მაგრამ ეს იოლი არ იყო. შეხვედრაში გოლები არ გასულა, თუმცა ეს სანერვიულო არაა. ჩვენს გუნდ შედეგიანობის მხრივ პრობლემები არ
აქვს.

რაც შეეხება დაცვას, კარგად ვმოქმდებებდით. შევეცდებით საპასუხო შეხვედრაში გავიტანოთ",
- თქვა ანჩელოტიმ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული