ესპანეთის სამეფო თასი. 1/16-ფინალი. I მატჩები: "რეალმა" მესამე დივიზიონის გუნდს ვერ მოუგო

AutoSharing Option
ესპანეთში ჩემპიონატის მატჩები არ გამართულა, სამაგიეროდ, სამეფო თასის 1/16-ფინალის პირველი შეხვედრები შედგა და რამდენიმე საინტერესო შედეგიც დაფიქსირდა.

"ბარსელონა" მესამე დივიზიონის (სეგუნდა B) ბინადარ "კარტახენას" ესტუმრა და არც ისე იოლი გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და 36-ე წუთამდე წინაც იყვნენ, მაგრამ ჯერ პედრომ, შემდეგ კი სესკ ფაბრეგასმა ტაიმი კატალონიელებს მოაგებინეს.

მეორე ნახევარში პედრომ დუბლი შეასრულა, მატჩის უკანასკნელ წუთზე კი თავი ცვლილებაზე შემოსულმა ჟან მარი დონგუმ გამოიჩინა - 18 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონას" ძირითად გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლიც გაიტანა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ქალაქ შატივაში, სადაც "ოლიმპიკ დე შატივამ" მადრიდის "რეალის" შემოტევებს გაუძლო და ნულოვან ფრეს მიაღწია.

"სამეფო კლუბმა" მესამე ლიგის ბინადართან თითქმის ძირითადი შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ მასპინძელთა კარის აღება ვერც ახალგაზრდა (ხესე, მორატა, კაზემირო) და ვერც გამოცდილმა (ბენზემა, მოდრიჩი, დი მარია) ფეხბურთელებმა შეძლეს.

დიდი ანგარიშით მოიგო მადრიდის "ატლეტიკომ", რომლის მეტოქეც ბარსელონას "სანტ ანდრეუ" იყო. "როხიბლანკოს" რიგებში დუბლი არდა თურანმა შეასრულა, თითო გოლი კი რაულ გარსიამ და დავიდ ვილიამ გაიტანეს.

პრიმერა დივიზიონის ბინადართა დაპირისპირებებში კი ისეთი შედეგები დაფიქსირდა, რომ ყველაფერი საპასუხო შეხვედრებში უნდა გადაწყდეს.

"ვილიარეალმა" და "ელჩემ" სანახაობრივ მატჩში ერთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს, "ვალიადოლიდის" და "რაიო ვალეკანოს" შეხვედრა კი ნულოვანი ფრით დასრულდა.

დამარცხდა ბილბაოს "ატლეტიკი", რომელსაც "სელტასთან" საკმაოდ რთული საპასუხო მატჩი ელის. ვიგოში გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი სანტი მინამ გაიტანა. მიუხედავად სტუმართა უამრავი მცდელობისა, მასპინძლებმა კარი მშრალად შეინახეს და წყვილის ფავორიტად იქცნენ.

ესპანეთის სამეფო თასი. 1/16-ფინალი
ლეიდა-ბეტისი 1:2
გოლები: 0:1 ვერდუ (27-პენ), 0:2 ხორხე მოლინა (43), 1:2 პერე მილია (57)
ბეტისი (4-2-3-1): ანდერსენი - ხ. ფიგერასი, პაულაო, ჩიკა, ნაჩო - ნონო (88. ხავი ტორესი), ლ. რეიესი - ხუან კარლოსი (65. ჩული), ვერდუ (79. სალვა სევილია), ხუანფრანი - ხორხე მოლინა
გაძევება: პაუ ტორესი (5. ლეიდა)

ვილიარეალი-ელჩე 2:2
გოლები: 1:0 ჯოვანი დოს სანტოსი (23), 1:1 სერხიო პელეგრინი (61), 1:2 ბოაკი (66), 2:2 ხ. აკინო (90)
ვილიარეალი (4-4-2): ხუან კარლოსი - პანტიჩი, მუსაჩიო, დორადო (67. პაბლო ინიგესი), იოკიჩი - ტრიგეროსი, პინა, ხ. აკინო, კანი (58. ედუ რამოსი) - პერბე, ჯოვანი დოს სანტოსი (73. ი. უჩე)
ელჩე (4-2-3-1): ტონიო - დ. სუარესი, ბოტია (69. ედუ ალბაკარი), სერხიო პელეგრინი, სისმა - კ. სანჩესი, რივერა - კარლეს ხილი (84. რუბენ პერესი), კორომინასი, ფიდელი - ბოაკი (80. მანტეკონი)

ალგესირასი-სოსიედადი 1:1
გოლები: 0:1 გრიზმანი (59), 1:1 ალფარო (64)
სოსიედადი (4-2-3-1): სუბიკარაი - სალდუა, ანსოტეგი, კადამურო, დე ლა ბელია (73. მ. გონსალესი) - ელუსტონდო, ხავი როსი - სანგალი (68. ველა), ჩაბი პრიეტო, გრიზმანი (68. აგირეჩე) - სეფეროვიჩი

რასინგი-სევილია 0:1
გოლები: 0:1 ხაირო სამპერიო (5)
სევილია (4-4-2): ხავი ვარასი - კოკე, კალა, ფასიო, ა. მორენო - ხაირო სამპერიო, კრისტოფორო (64. მბია), იბორა, ბ. რაბელიო (81. ხ. რეიესი) - გამეირო, რუსესკუ (55. ფ. ნავარო)
გაძევება: კოკე (52. სევილია)

კარტახენა-ბარსელონა 1:4
გოლები: 1:0 ფერნანდო (16), 1:1 პედრო (36), 1:2 ფაბრეგასი (43), 1:3 პედრო (76), 1:4 დონგუ (90)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - ადრიანო, პუიოლი, ბარტრა, ალბა (80. მონტოია) - ბუსკეტსი, ა. სონგი, სერხი რობერტო - ა. სანჩესი (77. დონგუ), ფაბრეგასი, პედრო

ვალიადოლიდი-ვალეკანო 0:0
ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - რუკავინა, რუედა, პენია, ბერგდიხი (84. ა. რუბიო) - ბარახა, ფ. როსი - ებერტი, ოსორიო (69. ხავი გერა), ო. რამოსი (79. დ. ლარსონი) - მანუჩო
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - არბილია, გალეანო, გალვესი, მოხიკა - საულ ნიგესი, ადრიანი - ლ. ბანგურა (75. ხ. ვიერა), ა. ბუენო, ა. პერეა (79. კუევა) - ნ. კასტილიო (68. ლარივეი)

სანტ ანდრეუ-ატლეტიკო 0:4
გოლები: 0:1 რაულ გარსია (13), 0:2 არდა თურანი (21), 0:3 არდა თურანი (56), 0:4 ვილია (84)
ატლეტიკო (4-4-2): არანსუბია - მანკილიო, ალდერვეირელდი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, ტიაგო, რაულ გარსია (71. დიეგო კოშტა), არდა თურანი (79. გილავოგი) - ოლივერ ტორესი (63. ვილია), ადრიანი

ჟირონა-ხეტაფე 1:1
გოლები: 1:0 ტიმორი (16), 1:1 მარიკა (36)
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - ვალერა, ლოპო, ალექსისი, რ. ლაგო - ხუან როდრიგესი, ლასენი - ლაფირა, პ. სარაბია (70. დიეგო კასტრო), გავილანი (81. პედრო ლეონი) - მარიკა (76. ა. კოლუნგა)

სელტა-ბილბაო 1:0
გოლი: 1:0 სანტი მინა (71)
სელტა (4-3-3): სერხიო ალვარესი - უგო მალიო, დავიდ კოსტასი (64. ხ. ვილა), კაბრალი, ჯ. კასტრო - ალექს ლოპესი, რაფაელ ალკანტარა (69. მადინდა), კრონ-დელი - ფ. ორელიანა (78. ბერმეხო), სანტი მინა, ნოლიტო
ბილბაო (4-2-3-1): იაგო - ირაოლა, სან ხოსე, გურპეგი, ბალენსიაგა - იტურასპე, მიკელ რიკო - სუსაეტა (66. იბაი გომესი), ანდერ ერერა (78. დე მარკოსი), მუნიაინი - ტოკერო (77. ადურისი)

უელვა-ლევანტე 1:0
გოლი: 1:0 რუიმანი (90)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პ. ლოპესი, ვინტრა, კარაბელასი, ხუანფრანი - სიმაო ჟუნიორი, კამარასა - სუმეტრა (66. ბარალი), სერჟიუ პინტუ (88. პ. დიოპი), ელ ჟარი (55. პედრო რიოსი) - ნონგი

ოლიმპიკ დე შატივა-რეალი 0:0
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - დანი კარვახალი, სერხიო რამოსი, ნაჩო, არბელოა (46. მარსელო) - ილიარამენდი, კაზემირო - დი მარია (58. ბენზემა), ისკო (74. მოდრიჩი), ხესე როდრიგესი - მორატა

ალკორკონი-გრანადა 0:2
გოლები: 0:1 იგალო (30), 0:2 იგალო (81)
გრანადა (4-3-2-1): კარნეზისი - ნიომი, მაინსი, მურილიო, ანგულო - იებდა, იტურა (46. რესიო), ფრან რიკო - პიტი (79. ფულკიე), ბრაჰიმი (72. მ. პერეირა) - იგალო

ხიმნასტიკი-ვალენსია 0:0
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რიკარდო კოშტა, მატიო, გუარდადო - დანი პარეხო (71. ბანეგა), ორიოლ რომეუ - ფეგული (77. პაკო ალკასერი), კანალესი, ბერნატი (67. პაბონი) - ჟონასი
გაძევება: ჟონასი (87. ვალენსია)

ლას პალმასი-ალმერია 1:3
გოლები: 0:1 ოსკარ დიასი (15), 0:2 ალექს ვიდალი (21), 0:3 ოსკარ დიასი (25-პენ), 1:3 ნაუსეტი (73)
ალმერია (4-2-3-1): უსტარი - რაფიტა, მ. სილვა, პელერანო, კრისტიან ფერნანდესი - ტებარი, აზიზი - ალექს ვიდალი (57. იუნგ გიუ კიმი), ელდერ ბარბოსა (82. ტრუხილიო), რაულ გარსია (62. დუბარბიერი) - ოსკარ დიასი
გაძევება: კრისტიან ფერნანდესი (61. ალმერია), ნაუსეტი (84. ლას პალმასი)

ხაენი-ესპანიოლი 2:2
გოლები: 0:1 დ. ლოპესი (45), 1:1 სიდნეი (67-საკ. კარში), 2:1 ხოსაბედ სანჩესი (70), 2:2 სტუანი (88)
ესპანიოლი (4-2-3-1): ხერმანი - მატიონი (75. რაულ როდრიგესი), სიდნეი, კოლოტო, კაპდევილა - ვ. სანჩესი, დ. ლოპესი - სტუანი, პიცი (64. ტორიე), ლანსაროტე (78. აბრაამი) - ტიევი

მალაგა-ოსასუნა 3:3

საპასუო მატჩები გაიმართება 17, 18 და 19 დეკემბერს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული