"ვალენსია" ვალების გამო შეიძლება 250 მილიონად გაიყიდოს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" პრეზიდენტმა ამადეო სალვომ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უახლოეს ხანებში კლუბის გაყიდვას ვალების გამო.

თუმცა სალვო პოტენციურ მყიდველს თავის მოთხოვნებს უწესებს: ინვესტორმა აუცილებლად უნდა დაისახოს მიზნად "ვალენსიას" ძლიერ კლუბად ხელახლა ქცევა, ვალების გასტუმრება, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება:

"ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა ჩვენთან შესაძლო მყიდველი 250-მილიონიანი ევროს ჩეკით მოვა, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა, რომელმაც დასძინა, რომ კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილებას ვერც საბანკო კონგლომერატი Bankia მიიღებს და ვერც ადგილობრივი ხელისუფლება, ეს მისი კომპეტენციაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული