30-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში მას მერე გახსნეს, რაც მცველმა ხელით ითამაშა, პენალტი უზადოდ შეასრულა ნეიმარმა.
48-ე წუთზე "ვილიარეალის" კაპიტანმა მატეო მუსაჩიომ ანგარიში კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაათანაბრა.
68-ე წუთზე სესკ ფაბრეგასმა საჯარიმოში ჩააწოდა, ალექსის სანჩესმა ბურთი ნეიმარს დაუგდო და ბრაზილიელმა ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, ნეიმარმა ბოლო 4 დღეში 5 გოლის გატანა შეძლო.
ხერადრო მარტინო (ბარსელონა): "თუ არ ჩავთვლით თამაშს სუპერთასზე "ატლეტიკოსთან", რომელმაც ტიტული მოგვიტანა, ყველაზე მეტად ამ მატჩმა