"ბო­დე­გა ინი­ეს­ტა" - მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

AutoSharing Option
ყო­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა­ში დგე­ბა ჟა­მი, რო­ცა ის უნ­და და­ფიქ­რ­დეს, რა აკე­თოს ბუ­ცე­ბის ლურ­ს­მან­ზე და­კი­დე­ბის შემ­დეგ. ევ­რო­პი­სა (ორ­გ­ზის) და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ ან­დ­რეს ინი­ეს­ტა ლუ­ხანს ეს თა­ვის­ტ­კი­ვი­ლი არ ემუქ­რე­ბა, რად­გან 29 წლის ფეხ­ბურ­თელს ერ­თი წუ­თი­თაც არ შე­უწყ­ვეტია სა­ო­ჯა­ხო საქ­მე - მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა.

დღე­ი­სათ­ვის ან­დ­რე­სი მთელ იბე­რი­ა­ში გან­თ­ქ­მუ­ლი მეღ­ვი­ნეა, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოც კი. ხო­ლო, რო­ცა ბრწყინ­ვა­ლე სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რას და­ას­რუ­ლებს, საყ­ვა­რე­ლი საქ­მის­თ­ვის კი­დევ უფ­რო მო­იც­ლის - იმ საქ­მის­თ­ვის, რო­მე­ლიც მას ისე­ვე აქვს სის­ხ­ლ­ში, რო­გორც ბურ­თის გო­რე­ბა...

ეს­პა­ნე­თის პრო­ვინ­ცია კას­ტი­ლია ლა მან­ჩა მი­გელ დე სერ­ვან­ტე­სის უკ­ვ­და­ვი ნა­წარ­მო­ე­ბის
წყა­ლო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლას გა­უ­გია. სწო­რედ იქ, სო­ფელ ფუ­ენ­ტე­ალ­ბი­ლი­ა­ში და­ი­ბა­და მო­მა­ვა­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი. სო­ფელს ორი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა გა­მო­არ­ჩევს: რო­მა­უ­ლი აბა­ნო­ე­ბი და ინი­ეს­ტა.

2010 წე­ლი ყო­ველ­მ­ხ­რივ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ან­დ­რე­სის ცხოვ­რე­ბა­ში. სწო­რედ მა­შინ მის­მა გა­დამ­წყ­ვეტ­მა გოლ­მა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებს აქამ­დე არ­ნა­ხუ­ლი დი­დე­ბა მო­უ­ტა­ნა - ინი­ეს­ტამ "ფუ­რია რო­ხა" ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად გა­ხა­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი!

მაგ­რამ კარ­გი ამ­ბე­ბი ამით არ ამო­წუ­რუ­ლა, ან­დ­რეს­მა და მის­მა მა­მამ, ხო­სე ან­ტო­ნი­ომ დი­დი ხნის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლეს და ფუ­ენ­ტე­ალ­ბი­ლი­ა­ში ღვი­ნის ქარ­ხა­ნა "ბო­დე­გა ინი­ეს­ტა" (ჩვე­ნე­ბუ­რად, "მა­რა­ნი ინი­ეს­ტა") და­აარ­სეს. მე­­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბას ინი­ეს­ტე­ბის ოჯა­ხი, რო­გორც ვთქვით, ოდით­გან­ვე ეწე­ო­და, თუმ­ცა ახ­ლა მათ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ სულ სხვა მას­შ­ტა­ბე­ბი მი­ი­ღო.

Sportall.Ge

ეს ამ­ბა­ვი ერ­თ­ბა­შად არ მომხდარა, ხო­სე ან­ტო­ნიო და ან­დ­რე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავ­დ­ნენ, არ­ჩევ­დ­ნენ ზვრებს და აი, პრო­ექ­ტი რე­ა­ლო­ბად იქ­ცა.

მა­მა-შვილ­მა ინი­ეს­ტებმა სა­უ­კე­თე­სო ტე­რი­ტო­რია, 110 ჰექ­ტა­რი ფარ­თო­ბი შე­ი­ძი­ნეს, სა­დაც ყვე­ლა პი­რო­ბაა იმის­თ­ვის, რომ კარ­გი ღვი­ნო დად­გეს. ალ­ბა­სე­ტეს მხა­რე­ში ზო­მი­ე­რად მშრა­ლი ჰა­ვაა, ნი­ა­და­გიც ოდ­ნავ ქვი­ა­ნია. აქ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად, წი­თელ და ვარ­დის­ფერ ღვი­ნო­ებს აყე­ნე­ბენ. "ბო­დე­გა ინი­ეს­ტა" არ ღა­ლა­ტობს ტრა­დი­ცი­ებს, თუმ­ცა არც ინო­ვა­ცი­ებს ერი­დე­ბა.

ამ­ბო­ბენ, ვე­ნა­ხე­ბის შე­სა­ძე­ნად ან­დ­რეს­მა 9 მი­ლი­ო­ნი ევ­რო და­ხარ­ჯაო...

ჰო, ალ­ბა­სე­ტე ვახ­სე­ნეთ და ბა­რემ იმა­საც ვიტყ­ვით, რო­გორ უფ­რ­თხილ­დე­ბა ან­დ­რე­სი ბავ­შ­ვო­ბის გუნდს: მან "ალ­ბა­სე­ტე" უკ­ვე ორ­ჯერ გა­და­არ­ჩი­ნა გა­კოტ­რე­ბა­სა და დაშ­ლას.

სა­ნამ ან­დ­რე­სი თა­ვი­სი ვე­ნა­ხე­ბი­დან 430 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ბარ­სე­ლო­ნა­ში ბურთს დას­დევს, მთელ მე­ურ­ნე­ო­ბას მა­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. თუმ­ცა ისე არ გა­ი­გოთ, რომ ფეხ­ბურ­თელ­მა ფუ­ლი ჩა­დო და ყვე­ლა­ფე­რი ოჯახს მი­ან­დო. ან­დ­რე­სი პირ­ვე­ლი დე­გუს­ტა­ტო­რი ყო­ფი­ლა და საკ­მა­ოდ მკაც­რიც. მი­სი მარ­ნის ვერც ერ­თი კას­რი ვერ მოხ­ვ­დე­ბა დახ­ლებ­ზე, თუ­კი მის ტესტს არ გა­ივ­ლის.

Sportall.Ge

"ბო­დე­გა ინი­ეს­ტამ" უკ­ვე გა­მო­უშ­ვა ორი ბრენ­დი: "კო­რა­სონ ლო­კო" ("შლე­გი გუ­ლი"): მსუ­ბუ­ქი ღვი­ნო: თეთ­რი, ვარ­დის­ფე­რი და წი­თე­ლი.

და მე­ო­რე უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი "ფინ­კა ელ კა­რი­ლი": თეთ­რი შარ­დო­ნე, რო­მე­ლიც ან­დ­რეს­მა 2011 წელს და­ბა­დე­ბულ შვილს, ვა­ლე­რი­ას უძღ­ვ­ნა და წი­თე­ლი.

სხვა­თა შო­რის, ინი­ეს­ტას ღვი­ნო­ე­ბი არ ღირს ძვი­რი: "კო­რა­სონ ლო­კოს" ეს­პა­ნე­თის მა­ღა­ზი­ე­ბის დახ­ლებ­ზე 5-6 ევ­როდ შე­ი­ძენთ, "ფინ­კა ელ კა­რილს" - 7 ევ­როდ, ხო­ლო "ფინ­კა ელ კა­რილ ვა­ლე­რია" 8-9 ევ­რო და­გიჯ­დე­ბათ.

ოჯა­ხი თა­ვი­დან­ვე არ უყუ­რებ­და ამ საქ­მეს, რო­გორც ჰო­ბის. ან­დ­რესს სურ­და, რომ "ბო­დე­გა ინი­ეს­ტა" მომ­გე­ბი­ა­ნი სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი ყო­ფი­ლი­ყო და ასეც მოხ­და. 2012 წელს ინი­ეს­ტებ­მა და­მა­ტე­ბით 10 ჰექ­ტა­რი ვე­ნა­ხი შე­ი­ძი­ნეს, უკ­ვე ან­და­ლუ­სი­ის მხა­რე­ში. ხო­სე ან­ტო­ნიო კი უფ­რო შორს მი­დის, "ბო­დე­გა ინი­ეს­ტამ" მა­ლე შე­იძ­ლე­ბა ფრან­გუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის ჩა­მოს­ხ­მაც და­იწყოს.

ფრანგ და გერ­მა­ნელ მე­ვე­ნა­ხე­ებ­თან ამის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხო­სე ან­ტო­ნი­ომ ბურ­გუნ­დი­ის ზვრებს, იქა­ურ მშრალ პი­ნო რე­ნუ­არს და­ად­გა თვა­ლი.

წლე­ბი გა­დის და ინი­ეს­ტე­ბის მე­ურ­ნე­ო­ბა არა მხო­ლოდ იზ­რ­დე­ბა, არა­მედ იხ­ვე­წე­ბა კი­დე­ვაც. ფუ­ენ­ტე­ალ­ბი­ლი­ა­ში ახ­ლა მხო­ლოდ ღვი­ნის ქარ­ხა­ნა არ არის, იქ­ვე არის კომ­ფორ­ტუ­ლი რეს­ტო­რა­ნი "ბო­დე­გა ინი­ეს­ტა", რო­მე­ლიც ღვი­ნის ტუ­რიზ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სტუმ­რებს მას­პინ­ძ­ლობს.

ღვი­ნის ტუ­რიზ­მი კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ისე­დაც ძალ­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ახ­ლა, სტუმ­რად მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ­თან, მის­სა­ვე მა­რან­ში, რო­გო­რია ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა და კას­ტი­ლი­უ­რი კერ­ძე­ბის მირ­თ­მე­ვა.

Sportall.Ge

ან­დ­რესს კლი­ენ­ტე­ბის მი­ზიდ­ვის მრა­ვა­ლი ხერ­ხი აქვს გა­მოც­დი­ლი. თუნ­დაც უახ­ლე­სი ავი­ღოთ: 28 დე­კემ­ბერს ფეხ­ბურ­თე­ლი კლი­ენ­ტებს სა­კუ­თარ მა­რან­ში, სა­შო­ბაო ფი­ეს­ტა­ზე ეპა­ტი­ჟე­ბა, რა თქმა უნ­და, ყვე­ლას ვე­რა - საკ­მა­რი­სია, ონ­ლა­ინ შე­ი­ძი­ნოთ თუნ­დაც ერ­თი ბოთ­ლი ღვი­ნო და ავ­ტო­მა­ტუ­რად იღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­თა­მა­შე­ბა­ში, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი კი ფი­ეს­ტა­ზე მოხ­ვ­დე­ბი­ან.

რო­გორც ვთქვით, ან­დ­რე­სის­თ­ვის მეღ­ვი­ნე­ო­ბა გა­ტა­ცე­ბა არაა, ის ბიზ­ნე­სია. რაც შე­ე­ხე­ბა ჰო­ბის... ან­დ­რე­სი არა მარ­ტო მო­ე­დან­ზე "ხა­ტავს" თა­ვი­სი უზა­დო ფინ­ტე­ბით და პა­სე­ბით, მხატ­ვ­რო­ბა­შიც საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რია, ოღონდ მარ­თ­ლა სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე.

Sportall.Ge

"ფეხ­ბურ­თ­მა იმ­დე­ნი მომ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში, რომ შან­სი გა­მი­ჩი­ნა, მცი­რე­დი და­ვუბ­რუ­ნო იმ მხა­რეს, სა­დაც და­ვი­ბა­დე. ჩე­მი და ჩე­მი ოჯა­ხის ოც­ნე­ბა იყო, გვქო­ნო­და სა­კუ­თა­რი მა­რა­ნი.

მეღ­ვი­ნე­ო­ბა ის საქ­მეა, რომ­ლი­თაც სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე დავ­კავ­დე­ბი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ", - ამ­ბობს ან­დ­რე­სი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი ფეხბურთელი და დიდი პიროვნებაა ინიესტა, ჩემი აზრით ის იმსახურებს მსოფლიოში ნომერ პირველი ფეხბურთელის ტიტულს.
jemal dzagnidze
16:12 21-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული