31 წლის მარკესს "ბარსასთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს დარჩენილი, მაგრამ კლუბის შეცვლა თავადაც სურს და არც კატალონიელები აფარხებენ. "იუვენტუსის" გარდა, მისი შეძენა "ვილიარეალს", "ჯენოასა" და "გალათასარაის" სურთ.
მარკესმა "ბარსელონაში" შვიდი სეზონი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში მან კატალონიელთა მაისურით 237 მატჩი გამართა და 23 გოლი გაიტანა.