მარკესს იუვეს უწინასწარმეტყველებენ

AutoSharing Option
ესპანური "ა ბოლას" ცნობით, დიდია იმის ალბათობა, რომ რაფაელ მარკესმა მომავალი სეზონი "იუვენტუსში" დაიწყოს. გასულ სეზონში მექსიკელი უნივერსალი "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. სეზონის დასრულების შემდეგ მარკესი პეპ გვარდიოლას ესაუბრა, რომლისგანაც ინტენსიური სათამაშო პრაქტიკის გარანტიები ვერ მიიღო.

31 წლის მარკესს "ბარსასთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს დარჩენილი, მაგრამ კლუბის შეცვლა თავადაც სურს და არც კატალონიელები აფარხებენ. "იუვენტუსის" გარდა, მისი შეძენა "ვილიარეალს", "ჯენოასა" და "გალათასარაის" სურთ.

მარკესმა "ბარსელონაში" შვიდი სეზონი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში მან კატალონიელთა მაისურით 237 მატჩი გამართა და 23 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული