ბარსას ფანებმა რეალის ავტობუსი ქვებით დაცხრილეს

AutoSharing Option
გუშინ საღამოს ”რეალი” ბარსელონაში კატალონიურ კლუბთან პრიმერადივიზიონის 13-ე ტურის შეხვედრის გასამართად ჩაფრინდა. კატალონიის დედაქალაქის აეროპორტში ”სამეფო კლუბს” გუნდის სიმბოლიკით აღჭურვილი 2 ათასამდე გულშემატკივარი დახვდა.

სასტუმროსკენ მიმავალ გუნდს გზაში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. დაახლოებით ასამდე ”ბარსელონას” აგრესიულად განწყობილმა ფანმა ”რეალის” ავტობუსს ქვები დაუშინა და ერთერთი ფანჯარა ჩაუმტვრია, რომლის გვერდითაც მცველი რაულ ალბიოლა და ალვარო არბელოა ისხდნენ. ვარაუდობენ, რომ თავდასხმელთა შორის იყვნენ დაჯგუფება  ”ბოიშოს ნოისის” წევრები, რომელიც საფეხბურთო ”ულტრასების” ერთერთი ყველაზე სახიფათო დაჯგუფებაა ევროპაში.


მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული