ხესე: კრიშტიანო რონალდო რეგულარულად მაძლევს რჩევებს [VIDEO]

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ხესემ ესპანეთის თასის 1/8-ფინალში "ოსასუნასთან" პირველი მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან კომფორტული იყო შეტევაში პარტნიორებთან თამაში.

9 იანვარს გამართულ მატჩში, რომელიც მადრიდელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს, ჰავბეკი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში წარსდგა, ითამაშა 70 წუთი და მადრიდელთა მეორე გოლის ავტორი გახდა. პირველი გოლი ქარიმ ბენზემამ უკვე მე-19 წუთზე შეაგდო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მომწონს ამ ფეხბურთელებთან ერთად თამაში და ამ შემთხვევაში პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. მომწონს ისიც, რასაც ვაკეთებ. ამავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ და ვიმუშაოთ ყოველდღიურად.

თანაგუნდელების მხარდაჭერისთვის ყოველთვის მადლობელი
ვარ, განსაკუთრებით კი, კრიშტიანო რონალდოსი, რომელიც არასდროს იშურებს ჩემთვის სასარგებლო რჩევებს.

ძალიან გვჭირდებოდა გოლი, რათა პამპლონაში, საპასუხო მატჩის გასამართად მშვიდად წავსულიყავით. ამჟამინდელი ანგარიში ძალიან სახიფათოა"
, - აქვეყნებს ფეხბურთელის ნათქვამს Marca.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული