ხვალ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის კომიტეტი პრიმერადივიზიონის13-ე ტურის მატჩში "ატლეტიკოსა" და "ესპანიოლს" შორის მომხდარ ინციდენტს განიხილავს. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი კატალონიური კლუბის ფეხბურთელებთან ხავი ლოპესთან და ლუის გარსიასთან შეხლაშემოხლაში ჩაება, რის გამოც სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს. დედაქალაქური გუნდის თავკაცს ორიდან ოთხ მატჩამდე ხანგრძლივობის დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ამასთან, იმ ეპიზოდსაც განსჯიან, როდესაც სერხიო აგუერომ ამ შეხლაშემოხლის დროს ლუის გარსიას ფეხი დაარტყა." ასე არასდროს მოვქცეულვარ. ეს ყველაფერი სათამაშო დაძაბულობის ბრალია, როცა ათასჯერ უფრო მეტად ფიცხი ხდები, ვიდრე ხარ", - დაწერა აგუერომ თავის
ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ეს გაძევება ფლორესისთვის უკვე მესამეა "ატლეტიკოს" მწვრთნელად ყოფნის განმავლობაში. მანამდე წითელი ბარათი სულ ერთხელ მიიღო, როცა "ხეტაფეს" ხელმძღვანელობდა.