”რეალის” თავდამსხმელს გონსალო იგაუენს, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და ”ბარსელონასთან” მატჩის განაცხადშიც შეყვანილია, როგორც ჩანს, ჯანმრთელობასთან ჯერ კიდევ პრობლემები აქვს.
კატალონიის დედაქალაქში ჩასული იგაუენი გუნდის ავტობუსამდე შესამჩნევი კოჭლობით მივიდა და დროდადრო ბარძაყზე იკიდებდა ხელს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ”რეალის” ლაზარეთში ზურგის ტრავმის გამო იწვა. მომზადებულია Marca-ს მიხედვით