ეს იყო მატჩი, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა და ეს აღმოჩნდა შეხვედრა, რომელშიც კაცებმა ბავშვებს გადაურბინეს. ყველა კითხვას პასუხი "კამპ ნოუზე" გაეცა: 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც კი არ ყოფილა მომენტი, როცა "რეალი" ფეხბურთს თამაშობდა, სტუმრებს წუხელ ეს ფეხბურთის ყველა წესების დაცვით აუკრძალეს...
კაცები და ბავშვები ვახსენეთ და.. წუხანდელი 5:0-ის მთავარი (ერთერთი მაინც) გმირი "ელ გუახე" (ანუ ბავშვი ასტურიულად) დავიდ ვილია იყო, რომლის ანგარიშზე 2 გოლი და საგოლე პასი, პლუს ბევრი ქუსლური პასი და აბსოლუტურად გამასხარავებული ვიზავი სერხიო რამოსი, რომელიც ბოლოს
"ბარსელონამ" 99 ათას გულშემატკივარს და კიდევ მილიონობით ტელემაყურებელს განსაკუთრებული საღამო აჩუქა, ასეთი სათამაშო უპირატესობა კატალონიურ გუნდს არ ჰქონია თუნდაც "ალმერიასთან", რომელსაც 8:0 მოუგო! ესპანური დერბი და "კლასიკური" არ შედგა, სამაგალითოდ სამაგალითოდ კლასიკური რბევა მივიღეთ ჟოზე მოურინიოს გუნდისა.
ჩავი-ინიესტას დუეტმა მოურინიოს ძაფით ნაკერი დაცვის ხაზი გახსნა და ჩვენ ისევ ის შარშანდელი "რეალის" დაცვა მივიღეთ, არასაიმედო, ნელი და დაბნეული. ამ ორი გენიოსის საქმე კი დიდებულად განაგრძო კიდევ ერთმა სუპერდუეტმა, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება - ლეო მესისა და დავიდ ვილიას ტანდემზე მოგახსენებთ. ძირითადად ამ ოთხეულის წყალობით, "ბარსამ" გამჭოლი პასებით "რეალის" საყრდენებს საყრდენი გამოაცალა, დაცვა ნაწილებად დაშალა, იოზილი უბრალოდ "ჩაყლაპა", რონალდო გააჩერა და შეატოვა იკერ კასილიასს 11 გაშმაგებული კატალონიელი პირისპირ...
1994 წლის შემდეგ "ელ კლასიკო" ასეთი უპირატესობით "ბარსელონას" არ მოუგია, 16 წლის წინათაც ზუსტად 5:0 დაფიქსირდა.
გუშინ ჟოზე მოურინიომ, "განსაკუთრებულმა" ადამიანმა "რეალის" თავკაცის მანტიით პირველი მარცხი იგემა, მართლაც რომ განსაკუთრებულად მწარე მარცხი...
ხოსეპ გვარდიოლა: "ძალიან გახარებული ვარ, განსაკუთრებით თამაშის შინაარსის გამო, მაგრამ ამ თამაშის მოგებით ლიგა არ მოგვიგია".
ჟოზე მოურინიო: "ერთმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, ერთმა კი - ძალიან ცუდად. ორივემ დაიმსახურა ის, რაც მიიღო. გაგვანადგურეს? არა, უბრალოდ გვაჯობეს".
ბარსელონა-რეალი 5:0
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი (86. კეიტა), ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო (86. ჟეფრენი), მესი, ვილია (75. კრკიჩი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო (59. არბელოა) - ხედირა, ჩ. ალონსო - დი მარია, იოზილი (46. ლ. დიარა), რონალდო - ბენზემა.
გოლები: 1:0 ჩავი (9), 2:0 პედრო (17), 3:0 ვილია (54), 4:0 ვილია (56), 5:0 ჟეფრენი (90)
გაფრთხილება: ვალდესი, ვილია, მესი, პუიოლი, ჩავი - რონალდო, პეპე, ჩ. ალონსო, კასილიასი, რ. კარვალიო, ს. რამოსი, ხედირა.
გაძევება: ს. რამოსი (90)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 15-5 (6-2); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 98 772
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 13 11 1 1 38-8 34
2. რეალი 13 10 2 1 33-11 32
3. ვილიარეალი 13 8 3 2 26-12 27
4. ესპანიოლი 13 8 1 4 15-15 25
5. ვალენსია 13 7 3 3 19-13 24
6. მალიორკა 13 6 3 4 15-13 21
7. სევილია 13 6 2 5 20-22 20
8. ატლეტიკო 13 6 2 5 22-17 20
9. სოსიედადი 13 6 1 6 19-19 19
10. ბილბაო 13 6 1 6 21-23 19
11.ხეტაფე 13 5 2 6 19-20 17
12. ოსასუნა 13 4 3 6 12-14 15
13. ერკულესი 13 4 3 6 14-20 15
14. რასინგი 13 4 2 7 11-19 14
15. დეპორტივო 13 3 5 5 11-16 14
16. ლევანტე 13 3 2 8 14-23 11
17. სპორტინგი 13 2 4 7 11-21 10
18. მალაგა 13 3 1 9 15-27 10
19. ალმერია 13 1 6 6 9-20 9
20. სარაგოსა 13 1 5 7 12-23 8