ზიზუს მისია: ჰაზარდი რეალში

AutoSharing Option

უკვე ყველამ იცის, თუ როგორ აფასებს ზინედინ ზიდანი ბელგიელ ტალანტ ედენ ჰაზარდს. ზიზუ უბრალოდ შეყვარებულია "ლილის" 19 წლის შემტევი ნახევარმცველის ფეხბურთზე. ახლა კი ფრანგი, რომელიც ოფიციალურად გახდა "რეალში" ფლორენტინო პერესის მრჩეველი, განიხილავს ბელგიელი თინეიჯერის შესაძლო შეძენის ვარიანტებს.

ფრანგული ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დიდწილად განაპირობებს კიდეც "ლილის" წარმატებას. ჰაზარდმა სეზონი უფრო ცუდად დაიწყო, ვიდრე შარშან, მაგრამ ახლა ჩვეულ სტილში ათამაშდა და ევროპის დიდი კლუბებიც ისევ დაინტერესდნენ მისი შეძენით. "ის, რასაც ედენი თავისი კლუბისთვის აკეთებს არაჩვეულებრივია. მის შესახებ უკვე ველაპარაკე

"რეალში" ხალხს, მაგრამ ჯერ არ დავლაპარაკებივარ ჟოზე მოურინიოს", - განუცხადა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ "კანალ პლუსს". ფრანგი ჟურნალისტები ეგრევე დაეკითხნენ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჰაზარდს "სამეფო კლუბში" თამაშის პერსპექტივა გაუჩნდა. რაზეც ზიზუმ მიუგო - არ გამოვრიცხავო. 

ჰაზარდს, რომელსაც სულ უფრო ხშირად ადარებენ ლეო მესის, ურჩიეს, რომ ეს სეზონი მაინც "ლილში" ჩაამთავროს, თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილია, რომ რომელიმე გრანდში გადავიდეს. ასაკის მიუხედავად, ჰაზარდმა უკვე 17-ჯერ მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა. ჰაზარდი 2005 წლიდან ირიცხება "ლილში", 2007-ში კი მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული