ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური: იდეალური ტური "რეალისთვის" [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის მეორე წრე ძალიან საინტერესოდ დაიწყო. ჩემპიონატის ორმა ლიდერმა ქულები დაკარგა, რითაც კარგად ისარგებლა მადრიდის "რეალმა" და კონკურენტებთან სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა...

"სევილიას" სერია გრძელდება
ტურის ცენტრალური შეხვედრა "ვისენტე კალდერონზე" გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. მატჩის წინ, ბუკმეკერთა აზრით, "ატლეტიკო" აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ "სევილია" რომ იოლი მეტოქე არ იქნებოდა, ამაზე ტურის წინაც ვისაუბრეთ. საბოლოოდ, "როხიბლანკომ" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, უნაი ემერის კრებულმა კი წაუგებელი სერია 8 მატჩამდე გაზარდა.

ანგარიში მასპინძლებმა უკვე მე-18 წუთზე გახსნეს - დავიდ ვილიამ თითქმის ორთვიანი უგოლო
სვლა დაასრულა და ჩემპიონატში თავისი მე-9 გოლი გაიტანა. დიეგო სიმეონეს შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ბეტუს კარის მეორედ აღება მათ ვერ შეძლეს, შეხვედრის დამთავრებამდე 17 წუთით ადრე კი მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ივან რაკიტიჩმა უზადოდ შეასრულა - 1:1.

მატჩის ბოლოს მოედანზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. არბიტრმა ალბერტო მორენოს წითელი ბარათი უჩვენა, ფედერიკო ფასიო და დიეგო კოშტა კი ერთმანეთს ბოლო სიტყვებით ლანძღავდნენ. არგენტინელი ამითაც არ დაკმაყოფილდა და ერთ ეპიზოდში "ატლეტიკოს" ფორვარდს მუშტიც ჩაარტყა. მისდა საბედნიეროდ, ეს მსაჯმა ვერ შეამჩნია, თორემ პენალტი და წითელი ბარათი გარდაუვალი იქნებოდა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ დასრულდა და "ატლეტიკომ" ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერების შანსი დაკარგა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გარიდოს კარისკენ მიუთითეს
მადრიდის "რეალმა" "ბეტისს" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რისი წყალობითაც, დროებით, ჩემპიონატის ორ ლიდერს გაუტოლდა. საინტერესოა, რომ თავის გამოჩენა ხუთმა ფეხბურთელმა შეძლო, ანხელ დი მარიამ და კრიშტიანო რონალდომ კი გოლებს თითო საგოლე პასიც დაუმატეს.

პორტუგალიელმა ანგარიში უკვე მე-10 წუთზე ულამაზესი გოლით გახსნა, 25-ეზე კი ბურთი გარეთ ბეილმა გაიტანა. სწორედ ამ დროს "ბენიტო ვილიამაინზე" შეკრებილმა პუბლიკამ სევილიელთა მწვრთნელ ხუან კარლოს გარიდოს გუნდიდან წასვლისკენ მოუწოდა და ამჟამად უკვე "ვესტ ბრომვიჩის" და "ბეტისის" ყოფილი დამრიგებლის, პეპე მელის სახელის სკანდირება დაიწყო.

სტადიონზე არსებული ასეთი გარემოს გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ მასპინძლებმა ბრძოლის ყველანაირი სურვილი დაკარგეს, "რეალის" ფეხბურთელებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ. ქარიმ ბენზემამ სევილიელთა კარი პირველივე ტაიმში დალაშქრა და სეზონში თავისი მე-10 გოლი გაიტანა, დი მარიამ კი ანდერსენს ბურთი კარიდან 62-ე წუთზე გამოატანინა. სულ ბოლოს კი ტაბლოზე საკუთარი გვარი ალვარო მორატამაც აანთო - 0:5.

ტურის წინ მოგახსენეთ, რომ "ბეტისის" ხელმძღვანელებმა გარიდოს ულტიმატუმი წაუყენეს: კიდევ ერთი წარუმატებლობა და კარისკენ მიგითითებთო. ვერ გეტყვით, რა მოხდებოდა, "ვერდიბლანკოსს" მინიმალური ანგარიშით რომ წაეგო, მაგრამ ფაქტია, 0:5 წარუმატებლობაზე მეტიც კია. შედეგად, 51 წლის სპეციალისტი უმუშევარი დარჩა, "ბეტისი" კი გადამრჩენელ, მე-17 პოზიციაზე მყოფ "ალმერიას" უკვე 8 ქულით ჩამორჩება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსას" ფეხი დაუცდა
"ბარსელონამ" "ლევანტეს" პირველ წრეში 7:0 მოუგო და საერთოდ, სევილიურ გუნდს "ბარსა" პრიმერაში არასდროს დაუმარცხებია. გამარჯვება "ბაყაყებმა" ვერც ამჯერად მოიპოვეს, თუმცა ფრე მათთვის გამარჯვების ტოლფასი შედეგი კი იყო. რევანშზე საუბარი, რა თქმა უნდა, უხერხულია, მაგრამ ვალენსიელმა ქომაგებმა მიღწეული შედეგით უზომოდ გაიხარეს, კატალონიელებმა კი ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.

სტუმრებს ანდრეს ინიესტას და ნეიმარის სახით სერიოზული დანაკლისი კი ჰქონდათ, სამაგიეროდ, მოედანზე თავიდანვე გამოჩნდა ლიონელ მესი, რომელმაც თასზე "ხეტაფეს" ორი გოლი გაუტანა. ხოაკინ კაპაროსმა კი, "ატლეტიკოსთან" მატჩის მსგავსად, რომელიც "ლევანტემ" 2:3 წააგო, ხუთი მცველით ითამაშა და მისმა გუნდმა კვლავ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ორივე გოლი პირველ 19 წუთში გავიდა და თავის გამოჩენა მცველებმა შეძლეს - ჯერ ანდრეას ივანშიტცის კუთხურის შემდეგ ლუკას ვინტრამ გაიტანა, რამდენიმე წუთში კი ჩავის ჩაწოდებულს ჟერარ პიკე გამოეხმაურა - 1:1. ორივე მცველისთვის ეს სეზონში პირველი გოლი იყო.

სათამაშო უპირატესობა, რა თქმა უნდა, "ბარსელონას" მხარეს იყო, მაგრამ კატალონიელებს მომენტების შექმნა უჭირდათ, "ლევანტე" კი ხანდახან სწრაფი კონტრშეტევების განხორციელებასაც ცდილობდა და ეპიზოდურად გამოსდიოდა კიდეც. რამდენიმე მომენტში, მასპინძელთა შემტევებს უფრო გონივრულად რომ ემოქმედათ, კაპაროსის შეგირდებს მრისხანე მეტოქის დამარცხების შანსიც ექნებოდათ.

ხერარდო მარტინომ შეხვედრის ბოლოსკენ ბრძოლაში ახალგაზრდები ჩართო, რომელთაგანაც ყველაზე კარგი შანსი კრისტიან ტელიოს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა კეილორ ნავასმა ლამაზ ნახტომში მოიგერია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დაჩაგრული "სოსიედადი"
იმანოლ აგირეჩეს დუბლის წყალობით, "სოსიედადი" მადრიდში ორბურთიანი სხვაობით იგებდა, როდესაც კარლოს ველამ, წესების დაცვით, მასპინძელთა კარში მესამე გოლიც გაიტანა, მაგრამ შეხვედრის არბიტრებმა შეცდომა დაუშვეს და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მსაჯების ეს შეცდომა ბასკებისთვის საბედისწერო გამოდგა - "ხეტაფემ" ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

სხვაობა ჩიპრიან მარიკამ შეამცირა და ლა ლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა, წონასწორობა კი პედრო ლეონმა აღადგინა. შეხვედრის ბოლო ნახევარი საათი მასპინძლებმა 10 კაცით ჩაატარეს, მაგრამ მოიამ და კომპანიამ არასატეს შეგირდების შემოტევებს გაუძლეს და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს. მართალია, "ხეტაფეს" უკვე 5 ტურია არ მოუგია, მაგრამ ზედიზედ 4 წაგების შემდეგ ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, თანაც 0:2-დან, მოპოვებული ქულა ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.

შე-უჩე-რებელი
იკეჩუკვუ უჩე შესანიშნავ ფორმაშია - ნიგერიელმა ფორვარდმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, თუმცა კლების ტენდენციაც აშკარაა: მე-18 ტურში უჩემ ჰეთ თრიქი შეასრულა, მე-19 ტურში დუბლი, ამჯერად კი ერთი გოლით დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს ერთი ბურთიც მისი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გამოდგა.

სეზონში თავისი მე-12 გოლი უჩემ მატჩის დაწყებიდან სამ წუთში, ჯოვანი დოს სანტოსის გადაცემით გაიტანა, საბოლოო შედეგი კი "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ფეხბურთელებმა საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე დააფიქსირეს - 2:0. მარსელინიოს შეგირდებმა "სოსიედადის" ფეხის დაცდენით ისარგებლეს და ერთ-ერთ კონკურენტს უკვე 4 ქულით გაასწრეს. ამ მომენტისთვის "ვილიარეალი" მეოთხე ადგილზე კი არის, მაგრამ 20 იანვარს მისი გადასწრების შანსი ბილბაოს "ატლეტიკს" ექნება, რომელიც "ვალიადოლიდს" ეთამაშება.

აქვე ერთი საინტერესო სტატისტიკაც: ტურის წინ მოგახსენეთ, რომ "ელჩე" "რაიო ვალეკანოს" ლამის ყოველთვის უგებს. მართლაც, ამ გუნდებს შორის სეგუნდაში გამართული 10 მატჩიდან "ელჩეს" 8 ჰქონდა მოგებული, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

მადრიდელებმა მეტოქის დამარცხება პრიმერას პირველ ტურში შეძლეს, მაგრამ ფრან ესკრიბას შეგირდებმა რევანშის აღება შეძლეს. ამ გამარჯვების წყალობით, ურთიერთშეხვედრებში უკვე ასეთი ბალანსია: 12 მატჩიდან 9 (!) "ელჩემ"მოიგო, 2 ფრედ დასრულდა, ხოლო "რაიომ" სულ ერთხელ იმარჯვა.

ლა ლიგა. XX ტური

მალაგა-ვალენსია 0:0
მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ფლავიო, ანტუნეში - ტისონე, ი. კამაჩო - დუდა (82. პორტილიო), სამუ (65. პ. პერესი), ელიზეუ (79. ხუანმი) - სანტა კრუსი
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, რ. კოშტა, მატიო, გუარდადო - ორიოლ რომეუ, დანი პარეხო (64. ფეგული) - პ. პიატი, ბანეგა, ჟონასი (81. ელდერ პოშტიგა) - პაკო ალკასერი
გაფრთხილება: ელიზეუ, სერხიო სანჩესი - მატიო, ორიოლ რომეუ, პ. პიატი, პაკო ალკასერი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 17-11 (6-4); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 15 102

ბეტისი-რეალი 0:5
გოლები: 0:1 კრიშტიანო რონალდო (10), 0:2 ბეილი (25), 0:3 ბენზემა (45), 0:4 დი მარია (62), 0:5 მორატა (90)
ბეტისი (4-3-2-1-): ანდერსენი - ჩიკა, პაულაო, ამაია, დიდაკ ვილა - მატილია, ლ. რეიესი (78. ხოსე კარო), სალვა სევილია (63. ხუანფრანი) - ლეო ბაპტიშტაო, რუბენ კასტრო (56. ვადილიო) - ხორხე მოლინა
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანიელ კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი (73. ნაჩო), მარსელო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი - ბეილი, დი მარია (69. ილიარამენდი), კრიშტიანო რონალდო - ბენზემა (77. მორატა)
გაფრთხილება: სალვა სევილია, ვადილიო, ჩიკა - სერხიო რამოსი
კუთხური: 0-7; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 1-10; კარში დარტყმა: 7-21 (1-11); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 42 421

ელჩე-ვალეკანო 2:0
გოლები: 1:0 ედუ ალბაკარი (19-პენ), 2:0 ხავი მარკესი (79)
ელჩე (4-2-3-1): ტონიო - დ. სუარესი, ბოტია, ლომბანი, ედუ ალბაკარი - რუბენ პერესი (82. კ. სანჩესი), ხავი მარკესი - კარლეს ხილი, კორომინასი, აარონ ნიგესი (69. მანუ დელ მორალი) - კრისტიან ერერა (76. ბოაკი)
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, საულ ნიგესი, ნაჩო მარტინესი (30. ადრიანი) - რაულ ბაენა, ტრაშორასი - ლ. ბანგურა, ნ. კასტილიო (69. ლარივეი), ხ. ვიერა (77. ადრი ემბარბა) - ა. ბუენო
გაფრთხილება: ედუ ალბაკარი, ხავი მარკესი - რუბენი, ადრიანო
გაძევება: რაულ ბაენა (18. რაიო ვალეკანო)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 13-7; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 15-7 (10-1); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 21 115

გრანადა-ოსასუნა 0:0
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ნიომი, მურილიო, მაინსი, ანგულო - იტურა, ფრან რიკო, რესიო - ბრაჰიმი, პიტი - ელ-არაბი (69. რიკი)
ოსასუნა (4-2-3-1): რიესგო - მარკ ბერტრანი, ლოტიე, არიბასი, დამია - ლოლო, ფ. სილვა - სეხუდო (66. რობერტო ტორესი), ე. არმენტეროსი, დე ლას კუევასი (82. ხ. აკუნია) - ორიოლ რიერა (88. ოიერი)
გაფრთხილება: ფრან რიკო - მარკ ბერტრანი, ლოლო, არიბასი
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 17-8 (3-0); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 11 536

ესპანიოლი-სელტა 1:0
გოლი: 1:0 სერხიო გარსია (88)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - აბრაჰამი, ვიქტორ სანჩესი - სტუანი (64. პიცი), სერხიო სანჩესი, სიმაო (90. რაულ როდრიგესი) - ჯ. კორდობა (46. ალექსი)
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, კაბრალი, ფონტასი, ჯონი კასტრო - ა. ფერნანდესი (74. ალექს ლოპესი), ბორხა ოუბინია, კრონ-დელი - რაფაელ ალკანტარა, ფ. ორელიანა (68. ნოლიტო) - სანტი მინა (83. ბერმეხო)
გაფრთხილება: ვიქტორ სანჩესი - ა. ფერნანდესი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 8-12 (3-2); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 13 710

ხეტაფე-სოსიედადი 2:2
გოლები: 0:1 აგირეჩე (4), 0:2 აგირეჩე (16), 1:2 მარიკა (28), 2:2 პედრო ლეონი (52)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ა. აროიო, ლისანდრო ლოპესი, რაფა, ს. ესკუდერო (46. რ. ლაგო) - ბორხა, მიჩელი - პედრო ლეონი, პ. სარაბია (71. მოსკერა), დიეგო კასტრო - მარიკა (88. ა. კოლუნგა)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, მიკელ გონსალესი, ხოსე ანხელი - ბერგარა (75. ელუსტონდო), რუბენ პარდო - ველა, სურუტუსა (71. გ. კასტრო), გრიზმანი (59. ჩაბი პრიეტო) - აგირეჩე
გაფრთხილება: მიჩელი, ბორხა, რაფა, დიეგო კასტრო - ხოსე ანხელი, ველა
გაძევება: ბორხა (61. ხეტაფე)
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 21-12; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 16-9 (5-6); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 5 000

ვილიარეალი-ალმერია 2:0
გოლები: 1:0 ი. უჩე (3), 2:0 ბრუნო (87-პენ)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, დორადო, ხაუმე კოსტა - ხ. აკინო (72. ე. პერესი), ტრიგეროსი (60. პინა), ბრუნო, მოისესი - ჯოვანი დოს სანტოსი (79. ხ. პერეირა), ი. უჩე
ალმერია (4-3-2-1): ესტებანი - რაფიტა, ტრუხილიო, ტორსილიერი, დუბარბიერი - ვერსა, ტებარი (77. სორიანო), აზიზი - ალექს ვიდალი (84. ოსკარ დიასი), ელდერ ბარბოსა (46. სუსო) - ზონგო
გაფრთხილება: ი. უჩე, ხაუმე კოსტა - დუბარბიერი
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-13 (2-4); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 18 000

ლევანტე-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 ვინტრა (10), 1:1 პიკე (19)
ლევანტე (5-4-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, კარაბელასი, ხუანფრანი - ელ ჟარი (56. ანხელი), პ. დიოპი, სიმაო ჟუნიორი, ივანშიტცი (87. სერჟიუ პინტუ) - რუბენ გარსია (72. ელ ადუა)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი (84. დონგუ), ბუსკეტსი, ფაბრეგასი (73. სერხი რობერტო) - ა. სანჩესი, მესი, პედრო (77. ტელიო)
გაფრთხილება: ივანშიტცი, ხუანფრანი - მასკერანო
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 4-7; კარში დარტყმა: 7-16 (4-5); ბურთის ფლობა: 26%-74%
მაყურებელი: 24 063

ატლეტიკო-სევილია 1:1
გოლები: 1:0 ვილია (18), 1:1 რაკიტიჩი (73-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (88. ხ. სოსა), გაბი, რაულ გარსია, არდა თურანი - დიეგო კოშტა, ვილია (81. კ. როდრიგესი)
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - კოკე, ფასიო, პარეხა (46. გამეირო), ფ. ნავარო - იბორა, კარისო - ვიტოლო (64. მარინი), რაკიტიჩი, ა. მორენო - ბაკა (84. ხ. რეიესი)
გაფრთხილება: ხუანფრანი, გაბი, რაულ გარსია - პარეხა, გამეირო
გაძევება: ა. მორენო (90. სევილია)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16-10 (2-3); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 50 000

20 იანვარი
ბილბაო-ვალიადოლიდი 01:00

ბომბარდირები: 21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 12 - იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), პედრო (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა)

მომდევნო ტური
24 იანვარი:
სელტა-ბეტისი
25 იანვარი:
რეალი-გრანადა, ვალიადოლიდი-ვილიარეალი, ვალენსია-ესპანიოლი, სევილია-ლევანტე
26 იანვარი:
ალმერია-ხეტაფე, ოსასუნა-ბილბაო, რაიო ვალეკანო-ატლეტიკო, ბარსელონა-მალაგა
27 იანვარი:
სოსიედადი-ელჩე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული