როგორ მივიდა ალმერია ოლტრამდე

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ალმერია" შინ 0:8 გაანადგურდა "ბარსელონასთან", კლუბის ხელმძღვანელობა ხუან მანუელ ლილიოს შემცვლელის ძიებაში იყო. ეს, ერთი შეხედვით იოლი საქმე, ასეთი სულაც არ ყოფილა. პრიმერა დივიზიონში თავის გამოჩენა ბევრი სპეციალისტვის სულაც არ ყოფილა მიმზიდველი სამუშაო, ან კი "ალმერიას" პერსპექტივას უწუნებდნენ.  

ლილიოს გაშვების შემდეგ გუნდში "რასინგის" ყოფილი ბოსი მარსელინო გარსია ტორალი დაიბარეს. მაგრამ მხარეებმა ხელი ხელზე ვერ დაჰკრეს, სპეციალისტი იმაზე მეტს ითხოვდა, ვიდრე მას ანდალუსიური კლუბი სთავაზობდა. ასე გაჩნდა პრესაში არგენტინელი ნესტორ გოროსიტოს სახელი. ის "ალმერიას" ხელმძღვანელობის ახალი კანდიდატი
გახდა. გოროსიტო სპეციალურად ჩაფრინდა სამხრეთ ამერიკიდან ესპანეთში, მაგრამ მოლაპარაკება მაინც ისევ ისე დასრულდა, როგორც გარსია ტორალის შემთხვევაში.

ამასობაში ტურის მატჩებიც მოახლოვდა, "ალმერია" "მესტალიაზე" "ვალენსიას" სტუმრობდა და დიდი შანსი იყო, ის იქ უმწვრთნელოდ გასულიყო. 

ასე გამოჩნდა ახალი კანდიდატურა - "ტენერიფეს" ექს-თავკაცი, 41 წლის ხოსე ლუის ოლტრა. ოლტრამ კი ითავა "ალმერიას" ამოყვანა წუმპედან - გუნდს 13 მატჩში 1 მოგება აქვს სულ. სხვათა შორის, "მესტალიაზე" ოლტრა კი იჯდა სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ "ალმერია" მისი მომზადებული არ იყო. ასე რომ, მხოლოდ 1:2 მარცხი უკვე კარგია.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული