"წავაგეთ, მაგრამ ეს დამცირება არაა, უბრალოდ დამარცხებაა. ჩემს კარიერაში ეს ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია, მაგრამ ადვილი გადასატანია, რადგან ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა შანსი. ხანდახან, თამაშის შემდეგ განიცდი ძელს მოხვედრილი ბურთის გამო, ცალკეულ ეპიზოდებზე, არბიტრის სადავო გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა", - თქვა პორტუგალიელმა.
მოურინიო არ თვლის, რომ "კამპ ნოუზე" განადგურება შეიძლება ესპანეთის ჩემპიონატში გარდამტეხი მომენტი გახდეს. "ერთმა გუნდმა საუკეთესო
"რეალის" თავკაცმა თავის ფეხბურთელებს სთხოვა, გონს რაც შეიძლება მალე მოვიდნენ: "იმედი მაქვს ისინი არ გატყდებიან. თამაშის შემდეგ მათ ვუთხარი, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა და ხასიათის სიმტკიცის გამოვლენაა საჭირო. როცა იგებ, შეიძლება სიხარულისგან იტირო კიდეც, მაგრამ როცა აგებ და ხუთ გოლს უშვებ, საჭიროა ძალები მოიკრიბო და შემდეგ თამაშზე მოგების სურვილით გახვიდე. მეც ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ამ მატჩისგან სულ სხვას ველოდი და ყველა მოთამაშე ასეა, მათ ყველას სულ დამძიმებული აქვთ. მაგრამ ეს შეხვედრა უკვე წარსულია, წინ უნდა წავიდეთ. ამჟამად ლიდერისგან 2 ქულა გვაშორებს", - დაამატა მოურინიომ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
კი აბა უბრალოდ გაუმართლა ბარსას.