გვარდიოლა: მსოფლიოში საუკეთესო გუნდი არ ვართ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "რეალის" განადგურების შემდეგ აღნიშნა, რომ ეს წარმატება გულშემატკივრებს სამუდამოდ დაამახსოვრდებათ. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ასეთი გამანადგურებელი ანგარიშის მიუხედავად, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება.

- რა მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენი გუნდის ამ დიდ გამარჯვებას?
- ადვილი არაა კარგად ითამაშო ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. სულ სამი ქულა ავიღეთ, მათთან სხვაობა კი 2 ქულაა, მაგრამ რაც მოედანზე გავაკეთეთ, სამუდამოდ მემახსოვრება. "ბარსას" ყველა გულშემატკივარს და საერთოდ ფეხბურთის მოყვარულებს დიდი სიამოვნება მივანიჭეთ. კრუიფმა 15 თუ 20 წლის წინ ჩვენი გუნდი სწორ გზაზე
დააყენა, ასე რომ დღევანდელი შედეგი იმ დროიდან მოყოლებული ყველა ბარსელონელის დამსახურებაა.

- მატჩს შემადგენლობაში კლუბის აღზრდილი 9 ფეხბურთელი ასრულებდით...
- ძალიან რთულია იპოვო გუნდი, რომელიც საშინაო მატჩებში ასე დარწმუნებულია საკუთარ ძალებში. ეს გვარდიოლას წარმატება კი არა, კლუბის წარმატებაა. ეს ყველაფერი სიამაყით გვავსებს. ბოლომდე კმაყოფილები ვართ.

- რომელია უკეთესი ანგარიში - 5:0 თუ 2:6?
- იმ 2:6-ით პრიმერა მოვიგეთ. დღევანდელი ანგარიში არც ისე გადამწყვეტია. მსოფლიომ ჩვენი გამარჯვება დაინახა. სატურნირო ცხრილში საბოლოო მდგომარეობა კი ჩემპიონატის ბოლოს გადაწყდება. რთული ბრძოლა გველის.

- რა გახარებთ ყველა მეტად ამ გამარჯვებაში?
- გულშემატკივრებმა შესანიშნავი საღამო გაატარეს, ეს კი იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ვმუშაობდით.

- კლუბებს შორის კლასში მართლა ამხელა განსხვავებაა?
- არა, ასე არაა. "რეალი" ჩემპიონთა ლიგაში და პრიმერაში შესანიშნავად გამოდის. განსხვავება მინიმალურია.

- თვლით, რომ "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია?
- არა, საუკეთესოები არ ვართ. მხოლოდ დრო აჩვენებს, რას მივაღწიეთ და შევძელით მიმდინარე პერიოდში.

- თქვენი სათამაშო სტილი "რეალის" სტილზე უკეთესია?
- ახლა არ ღირს განსჯა, როგორი ტიპის ფეხბურთი სჯობს, ეს თუ ის... დიდი ხანია ამ სტილს მივდევთ და ის ფეხბურთელები მოგვყავს კლუბში, რომელთაც ასეთი ფეხბურთის სწამთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძან ტავმდაბლობა ხომ არ მოგდის გვარდი?ისე შენ ვერ გაგამართლებ იმ საქციელით
intereli
16:53 30-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული