იგუაენის ტრავმა შესაძლოა გრძელვადიანი აღმოჩნდეს

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელი გონსალო იგუაენი, რომელიც "ბარსელონასთან" მატჩის განაცხადში იყო შეყვანილი, გუშინ "კამპ ნოუზე" არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, ფორვარდის ტრავმა ბევრად უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ. წელის ტკივილი, რომელსაც იგუაენი განიცდის, ხერხემლის მალების თიაქარის შედეგი უნდა იყოს.

დღეს ფეხბურთელი საფუძვლიან გამოკვლევას გაივლის. ანალიზის შემდეგ გაირკვევა, რამდენად სერიოზულია თავდამსხმელის ჯანმრთელობის პრობლემები. შესაძლებელია, რომ არგენტინელს "სამეფო კლუბის" ლაზარეთში ყოფნა დიდი ხნით მოუხდეს.

ასე რომ, პრიმერადივიზიონის შემდეგ მატჩში "ვალენსიასთან" "რეალის" შემადგენლობაში მოედანზე გამოსვლას დანადვილებით ვერ შეძლებენ იგუაენი, სერხიო რამოსი, რომელმაც "კლასიკოში" წითელი ბარათი
მიიღო და რიკარდუ კარვალიო. მცველისთვის "ბარსელონასთან" მატჩის მეორე ტაიმში მიღებული ყვითელი ბარათი მიმდინარე სეზონში მეხუთე აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელს შემდეგი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.


მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კ .რონალდო მაგარი უნამ,უსო დ ათAვში ავარსდნილი,,.,.,ხო დაადედისღარა ბარსამ..ასე ეკUთვნის თAვში ავარდნილებს..
lasha
17:00 30-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული