ევრო 2008-ის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის არაგონესი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის არაგონესი, რომელმაც ევროპის 2008 წლის ჩემპიონატი მოიგო,75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი 1-ელ თებერვალს, მადრიდში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები ამ დროისთვის არ სახელდება.

ფეხბურთელობისას ლუის არაგონესმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად სამი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა (1966, 1970 და 1973 წლებში) და 1973-74 წლების სეზონის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა.

მწვრთნელის რანგში არაგონესმა "ატლეტიკოს" ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები 1977 წელს მოიპოვებინა. ამასთან, სპეციალისტის ანგარიშზე ესპანეთის თასზე ოთხი გამარჯვება, ერთი სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასია.

ლუის არაგონესმა
ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2008 წელს ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

ბოლოს არაგონესი თურქულ "ფენერბაჰჩეს" წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვახ. რა კაცი.. არაგონესი.
ზვიად
05:55 03-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული