ტოპ-11: რეალის ფეხბურთელთა მიღწევები ბარსელონასთან

AutoSharing Option

Goal.com-ის მიხაელ იოხინმა ირონიული სვეტი მიუძღვნა ორშაბათის "ელ კლასიკოს". მაშ ასე, თქვენ წინაშეა "ტოპ-11: რეალის" ფეხბურთელთა მიღწევები "ბარსელონასთან" მატჩში".

მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ წუხელ მადრიდის "რეალს" ქარიშხალივით გადაუარეს "კამპ ნოუზე"? მოდი, დაფიქრდით ჯერ, სანამ ასეთ დასკვნას გამოიტანთ. ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა თავიანთი კვალი დატოვეს "ელ კლასიკოზე" და ეს მათ არ უნდა დავუვიწყოთ. მოდი, ვნახოთ რა გააკეთეს მათ... მათი ღვაწლი უბრალოდ ფანტასტიკურია!

იკერ კასილიასი
: საოცრად ფოტოგენიურია, როცა თავს უკან ხელებს შემოიწყობს და თანაგუნდელებს გასცქერის. ეჭვსგარეშეა, სარა კარბონერომ, მისმა გერლფრენდმა ურჩია ეს იკერს.

შემდეგ კი ოჯახთან ერთად (რომელიც სრული შემადგენლობით "ატლეტიკოს" გიჟი ფანია) "ბარსელონას" წარმატება იზეიმა.

სერხიო რამოსი
: "ბლანკოს" პირველი ფეხბურთელი, რომელიც ერთ კვირაში ორჯერ გააძევეს მატჩისთვის დამატებულ დროში. ამჯერად, სერხიოს არ დასჭირვებია დუდეკის დახმარება, თავადაც კარგად უწყოდა, თუ რა მიმართულებით უნდა წასულიყო... ისტორიაში ჩასაწერად.

რიკარდო კარვალიო
: დიდებულად მიაღებინა ლეო მესის ყვითელი ბარათი. იდაყვი ისე ოსტატურად გამოსდო მესის, რომ თავად არც დაზარალებულა და არც დასჯილა, სამაგიეროდ არგენტინელი წაიქცა, მერე კი დაისაჯა. ზოგი იტყვის, რომ კარვალიოს სიმაღლე დაეხმარა ამ დიდებული დარტყმის განხორციელებაში, შურიან ხალხს რა გამოლევს...

პეპე
: ყველაზე საუკეთესო პორტუგალიელი შოუში, სათადარიგოთა სკამის ჩათვლით. შარშან ის იყო დამნაშავე ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამარჯვების გოლში, მაგრამ პეპემ ჭკუა ისწავლა - ახლოს არ გაჰკარებია მასპინძელთა ფორვარდებს. თან შვედიც არსად ჩანდა ამ ჯერზე...

მარსელო
: "რეალის" ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა... აბა, ჩავის პასი ვინ მისცა? ის ახლოს იყო გოლის გატანასთანაც, მაგრამ პედრომ დაასწრო.

სამი ხედირა
: მეორე ტაიმში "ადიდასის" დიზაინერებს ახალი იდეა ჩააწოდა, სანახევროდ წითელი ფორმით ითამაშა. ეჭვიც არაა, ისინი გერმანელის ნოუჰაუს გაითვალისწინებენ.

ჩაბი ალონსო
: საუკეთესო მე-14 ნომერი მოედანზე, აჯობა  ყოფილ თანაგუნდელს "ლივერპულში" ხავიერ მასკერანოს. და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს "კამპ ნოუზე" 14 ნომრიანი მაისურით თამაში.

მესუთ იოზილი
: ძალიან კარგად აკვირდებოდა ჩავის და ინიესტას თამაშს, იმდენად მოწადინებული იყო, რომ მოურინიომ მეორე ტაიმში სკამზე დასვა, რათა უკეთ ეცქირა, თან თავისი ნოუთბუქი ათხოვა. 

ანხელ დი მარია
: რა კარგი ბიჭია ანხელი! მისმა ყოფილმა კლუბმა "ბენფიკამ" პორტუგალიურ "კლასიკოში" 0:5 წააგო "პორტუსთან" და სოლიდარობის ნიშნად, მანაც ამავე ანგარიშით წააგო - ძველი მეგობრები გასაჭირში არ მიატოვა.

კრიშტიანო რონალდო
: როცა გვარდიოლას ხელი ჰკრა, მისი საფეხბურთო გენია სრულად წარმოჩინდა. მისმა მოქმედებამ წამში შეცვალა თამაში. მეტოქე დააბნია, გააცოფა, ყველა მუშტებზე იყურებოდა და კარგა ხანი ვერ გააკეთა ზუსტი პასი.

ქარიმ ბენზემა
: იმდენად კარგად ითამაშა, რომ მოურინიომ სეზონში პირველად ათამაშა 90 წუთი. ის კი არადა, ორჯერ ტელეეკრანზეც გამოჩნდა (თითოჯერ ტაიმში). საფრანგეთის ნაკრებმა მუნდიალზე დიდი ძალა დაკარგა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წაგებაცაა და წაგებაც რა, არაკაცულად თამაში ხო საერთოდ რა,მართლაც რომ უღირსად წააგეს. ბარსა კი ძალიან მაგარია რა, აწყობილი გუნდი ყველამ იცის თავისი საქმე და რაც მთავარია თამაშებენ და არა მარიაჟობენ, რონალდო პიჟონივით. ბარსააააააააააააააააააააააააააა
irakli
10:56 01-12-2010
0
არც ჩვენი კომენტატორები ჩამოუვარდებოდნენ იოხინს ირონიულობაში. "ბურთიანად გადავიდა აუტში" "რელის გულშემატკივრები გაშორდით ეკრანებს" :DD
0

სიახლეები პოპულარული