ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტური: პირველზე ისევ "ბარსაა" [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის მორიგი ტური ძალიან საინტერესოდ წარიმართა. "რეალმა" და "ბარსელონამ" ძლიერ მეტოქეებს სძლიეს, "ატლეტიკომ" კი ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან წააგო და გრანდებს დაწევის საშუალება მისცა.

ისევ ხესე
ხესე როდრიგესი შეუჩერებელია - "რეალის" 20 წლის ფორვარდმა მორიგი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში კვლავ დიდი წვლილი შეიტანა. კანარის კუნძულებზე დაბადებულმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში შეძლო (ყველა ტურნირზე). ჩემპიონატში კი მის ანგარიშზე 4 გოლია და ოთხივე ბურთი მან სახელიან კლუბებს ("ვალენსია", "ბილბაო", "ბ
არსელონა", "ვილიარეალი") გაუტანა.

"სამეფო კლუბმა", რომელსაც დისკვალიფიცირებული კრიშტიანო რონალდო არ ჰყავდა, დიდი დანაკლისის მქონე "ვილიარეალი" უხვგოლიან მატჩში დაამარცხა. პირველი ტაიმის გამორჩეული ფიგურა გარეთ ბეილი გახდა, რომელმაც ჯერ ანგარიში გახსნა, მოგვიანებით კი ქარიმ ბენზემას საგოლე პასი გაუკეთა. კარგი მატჩი ჩაატარა ფრანგმაც, ვინც მეორე ტაიმში სტუმართა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია და დუბლი მიითვალა.

რაც შეეხება ხესეს: ახალგაზრდა მოთამაშემ ბეილის მიღწევა შეხვედრის მეორე ნახევარში გაიმეორა - ჯერ საკუთარ გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა, ბოლოს კი ბენზემას გაატანინა.

სტუმრებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. მარიომ და ჯოვანი დოს სანტოსმა შეხვედრას ინტრიგა ორჯერ დაუბრუნეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. "ყვითელ წყალქვეშა ნავს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" არასდროს უმარჯვია და "ვილიარეალის" ფეხბურთელებმა ამის გაკეთება ვერც ამჯერად შეძლეს.

ამ გამარჯვების წყალობით, კარლო ანჩელოტის გუნდი დროებით პირველ პოზიციაზე გადავიდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი "სამეფო კლუბს" სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეწყვეტილი სერია
მადრიდის "ატლეტიკომ" სეზონში მეორე მარცხი განიცადა და ლიდერობა დათმო. დიეგო სიმეონეს სამწყსოს დაუმარცხებელი სერია (ჩემპიონატში) 13 შეხვედრის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პერიოდში "როხიბლანკომ" "ბილბაოსთან", "ვალენსიასთან", "ბარსელონასთან", "ვილიარეალთან" და "სოსიედადთან" არ წააგო, მაგრამ შაბათს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ალმერიასთან" ვერაფერს გახდა.

მადრიდელებს თამაში თავიდანვე არ წაუვიდათ. ამაზე თუნდაც სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს - "ატლეტიკომ" 90 წუთის განმავლობაში ესტებანი მხოლოდ ერთხელ შეაწუხა და ამდენივე კუთხური მოაწოდა. "ალმერია" თავს დამაჯერებლად იცავდა და ხანდახან კონტრშეტევებსაც ბედავდა.

მე-80 წუთზე, ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევის დროს მასპინძლებმა კუთხურის მოწოდების უფლება მიიღეს (ეს იყო თამაშის პირველი კუთხური!), რომლის გათამაშების შემდეგაც ვერსამ საჯარიმოში ჩააწოდა, მაგრამ ძლიერი ქარის გამო ბურთმა მიმართულება იცვალა და არანსუბიას ზურგს უკან, კარში ჩაეშვა. ასეთი უიღბლობის შემდეგ გაბრაზებული მადრიდელები მთელი გუნდით წინ წავიდნენ, მაგრამ ესტებანის კართან რეალური საფრთხე ვერ შექმნეს.

86-ე წუთზე კი გამოცდილმა არანსუბიამ ბავშვური შეცდომა დაუშვა - ბურთი ცარიელ კართან ზონგოს ჩააბარა, მაგრამ სანამ ეს უკანასკნელი დარტყმას მოახერხებდა, იქამდე ბასკმა მეკარემ მასპინძელთა შემტევი წესების დარღვევით შეაჩერა. არბიტრს სხვა გზა არ ჰქონდა - პენალტი და წითელი ბარათი. იმის გამო, რომ სიმეონეს სამივე ცვლილება უკვე განხორციელებული ჰქონდა, კარში გაბი ჩადგა და რა გასაკვირია, რომ "ატლეტიკოს" კაპიტანმა ვერსას დარტყმულის მოგერიება ვერ მოახერხა - 2:0.

"პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ შექმნილი მომენტებით ვერ ვისარგებლეთ. გასამართლებელ საბუთს ნამდვილად არ ვეძებ. ჩვენი მარცხი არც ქარის ბრალია და არც არბიტრის - მთავარი მიზეზი მეტოქის კარგი თამაში იყო, რასაც მათ ვულოცავ კიდეც,
" - განაცხადა თამაშის შემდეგ დიეგო სიმეონემ.

ბრწყინვალე "ვალენსია"
"ბარსელონასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "ვალენსიამ" საკუთარი ქომაგები კიდევ ერთხელ გაახარა და "მესტალიაზე" სტუმრად ჩასულ "ბეტისს" კუდით ქვა ასროლინა. შეხვედრის გმირი პაკო ალკასერი გახდა, რომელიც გუნდში ხუან ანტონიო პიცის მოსვლის შემდეგ ძალიან კარგად ათამაშდა. ახალგაზრდა ფორვარდმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. "ღამურების" ძირითადში პირველად მოხვდა ედუარდო ვარგასი, ვინც შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 5:0.

ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვა "რაიო ვალეკანომ" და ანდალუსიურ გუნდებთან ("ალმერია", "გრანადა", "მალაგა") სხვაობა შეამცირა. პაკო ხემესის კრებულის მსხვერპლი სწორედ "მალაგა" გახდა, რომელმაც სტუმრად ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. მადრიდელთა რიგებში გამორჩეულები იაგო ფალკე და ხოაკინ ლარივეი იყვნენ - "ბარსელონას" აღზრდილმა და ერთ დროს ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეულმა ფალკემ ორი გოლი გაიტანა, ლარივეიმ კი პენალტი გამოიყენა და აქტივში ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსამ" ლიდერობა დაიბრუნა
"ბარსელონამ" "სევილიას" ზედიზედ მეხუთედ მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში არბიტრმა ხუან კალას წესების სრული დაცვით გატანილი არ ჩათვალა, რასაც სკანდალი მოჰყვა. ეს ფაქტი "ლელოს" პარასკევის ნომერშიც გავიხსენეთ.

მსაჯის შეცდომას ადგილი "სანჩეს პისხუანზე" გამართულ შეხვედრაშიც ჰქონდა და დაჩაგრული ისევ ანდალუსიური კლუბი გამოვიდა - პედრომ გამათანაბრებელი გოლი აშკარად თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. გაშვებულ ბურთამდე "სევილია" ძალიან კარგად თამაშობდა და გარდა იმისა, რომ ალბერტო მორენოს გოლით იგებდა, მეტოქეს შეტევაში ბევრს არაფერს აბედვინებდა, მაგრამ პედროს შედეგიანმა დარტყმამ მასპინძლებზე დამთრგუნველად იმოქმედა და შედეგად, "ბარსა" წინ პირველივე ტაიმში გავიდა - ლეო მესიმ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

მეორე ნახევარში უნაი ემერის შეგირდები ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ გოლები მხოლოდ ბეტუს კარში გადიოდა - ჯერ მესიმ შეასრულა დუბლი, საბოლოო შედეგი კი ცვლილებაზე შემოსულმა სესკ ფაბრეგასმა დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. XXIII ტური

ესპანიოლი-გრანადა 1:0
გოლი: 1:0 ე. მორენო (79)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, ვიქტორ ალვარესი - ვიქტორ სანჩესი, დავიდ ლოპესი - სტუანი, სერხიო გარსია (90. აბრაჰამი), სიმაო (35. ხუან ფუენტესი) - ჯ. კორდობა (64. ალექსი)
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ნიომი (81. მ. პერეირა), ტიაგო ილორი, მურილიო, ანგულო - იტურა, ფრან რიკო (54. პიტი), რესიო - ბუონანოტე (70. რიკი), ბრაჰიმი - ელ-არაბი
გაფრთხილება: კასილია, სერხიო გარსია, კოლოტო, სტუანი - ფრან რიკო, ნიომი, იტურა, ტიაგო ილორი, ელ-არაბი
გაძევება: ვიქტორ ალვარესი (30. ესპანიოლი)
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13-13 (5-1); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 14 011

ვალენსია-ბეტისი 5:0
გოლები: 1:0 მატიო (41), 2:0 პაკო ალკასერი (44), 3:0 ფეგული (62), 4:0 პაკო ალკასერი (68), 5:0 ე. ვარგასი (79)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, სენდეროსი (82. რუბენ ვესო), მატიო, ბერნატი - ხავი ფუეგო, დანი პარეხო - ფეგული, ე. ვარგასი, პ. პიატი (65. მიჩელი) - პაკო ალკასერი (75. ჟონასი)
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - ხუანფრანი, ამაია, ხ. ფიგერასი, დიდაკ ვილა (67. იგიებორი) - ა. ნდიაიე, ლ. რეიესი - ლეო ბაპტიშტაო (58. მატილია), ვერდუ, მაბვატი (46. ხორხე მოლინა) - რუბენ კასტრო
გაფრთხილება: - ლ. რეიესი, ხ. ფიგერასი
კუთხური: 9-9; ჯარიმა: 7-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-9 (9-2); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 40 000

ვალეკანო-მალაგა 4:1
გოლები: 1:0 იაგო ფალკე (26), 2:0 არბილია (28), 3:0 ლარივეი (45-პენ), 4:0 იაგო ფალკე (63), 4:1 იაკოვენკო (72)
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - არბილია, ზე კასტრო, საულ ნიგესი, ნაჩო მარტინესი - ტრაშორასი (57. ადრიანი), რაულ ბაენა - იაგო ფალკე, ბუენო, რუბენ როჩინა (57. ლ. ბანგურა) - ლარივეი (74. ლონგო)
მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ანხელერი, სერხიო სანჩესი, ფლავიო, ანტუნეში - ი. კამაჩო, პ. პერესი (46. სერხი დარდერი) - ამრაბატი, პ. მორალესი (46. კასადო), სამუ - ხუანმი (66. იაკოვენკო)
გაფრთხილება: საულ ნიგესი, ნაჩო მარტინესი, არბილია - სერხიო სანჩესი, ანტუნეში, პ. პერესი, ი. კამაჩო
გაძევება: სერხიო სანჩესი (45. მალაგა)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 11-15 (6-5); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 9 500

რეალი-ვილიარეალი 4:2
გოლები: 1:0 ბეილი (7), 2:0 ბენზემა (25), 2:1 მარიო (43), 3:1 ხესე როდრიგესი (64), 3:2 ჯოვანი დოს სანტოსი (69), 4:2 ბენზემა (76)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანიელ კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო (18. ფ. კოენტრაო - 46. არბელოა) - მოდრიჩი, ილიარამენდი - ხესე როდრიგესი, ბეილი, დი მარია (68. ჩაბი ალონსო) - ბენზემა
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, დორადო, მუსაჩიო, ხაუმე კოსტა - ხ. აკინო, ბრუნო, ედუ რამოსი (58. ტრიგეროსი), მოისესი (63. ჟოან რომანი) - ჯოვანი დოს სანტოსი, ხ. პერეირა (68. პერბე)
გაფრთხილება: - ხაუმე კოსტა, მარიო
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 10-7; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-10 (6-3); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 75 624

ალმერია-ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 ვერსა (80), 2:0 ვერსა (86-პენ)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - რაფიტა, ტორსილიერი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა, აზიზი - სუსო (89. კორონა), სორიანო (58. ელდერ ბარბოსა), ალექს ვიდალი - ზონგო (90. ოსკარ დიასი)
ატლეტიკო (4-2-3-1): არანსუბია - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, მანკილიო - ტიაგო (67. მარიო სუარესი), გაბი - რაულ გარსია (77. ადრიანი), დიეგო (67. ხ. სოსა), არდა თურანი - დიეგო კოშტა
გაფრთხილება: სორიანო, სუსო - დიეგო, რაულ გარსია
გაძევება: არანსუბია (84. ატლეტიკო)
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 21-8; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 7-12 (3-1); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 10 958

ოსასუნა-ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 ორიოლ რიერა (6), 2:0 რობერტო ტორესი (88)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, არიბასი, ლოტიე, დამია - პუნიალი (41. ლოლო), ფ. სილვა - სეხუდო (76. ოიერი), დე ლას კუევასი (45. რობერტო ტორესი), ე. არმენტეროსი - ორიოლ რიერა
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ა. აროიო, ლისანდრო ლოპესი, რაფა (43. ალექსისი), რ. ლაგო - მიჩელი (73. გავილანი), ბორხა - პედრო ლეონი, დიეგო კასტრო, ლაფიტა - მარიკა (41. ა. კოლუნგა)
გაფრთხილება: ე. არმენტეროსი - რ. ლაგო, ალექსისი, ა. აროიო, ბორხა
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-18 (7-4); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 14 184

ვალიადოლიდი-ელჩე 2:2
გოლები: 0:1 კორომინასი (34), 0:2 მანუ დელ მორალი (66), 1:2 ოსორიო (71), 2:2 ოსორიო (78)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, ხესუს რუედა, ს. მიტროვიჩი, პენია - ა. რუბიო, ფ. როსი - დ. ლარსონი (69. ოსორიო), ვიქტორ პერესი (46. ჟეფრენი), ომარ რამოსი (78. რამა) - მანუჩო
ელჩე (4-2-3-1): ტონიო - საპუნარუ, ბოტია, ს. პელეგრინი, სისმა - რუბენ პერესი, ხავი მარკესი (86. მანტეკონი) - კარლეს ხილი (15. ფიდელი), კორომინასი, მანუ დელ მორალი - კრისტიან ერერა (63. რივერა)
გაფრთხილება: ფ. როსი, ხესუს რუედა - ხავი მარკესი, ბოტია
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13-9 (3-4); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 12 750

სოსიედადი-ლევანტე 0:0
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ბერგარა (77. კანალესი), რუბენ პარდო - გ. კასტრო (66. ველა), ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - აგირეჩე (77. სეფეროვიჩი)
ლევანტე (5-2-1-2): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი, კარაბელასი (25. ნაგორე) - სიმაო ჟუნიორი, პ. დიოპი - ივანშიტცი - ვიქტორი (61. რუბენ გარსია), ბარალი (74. ბ. დიავარა)
გაფრთხილება: ი. მარტინესი, კ. მარტინესი - ვინტრა, ნაგორე, ივანშიტცი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 18-6 (6-0); ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 23 768

სევილია-ბარსელონა 1:4
გოლები: 1:0 ა. მორენო (15), 1:1 ა. სანჩესი (34), 1:2 მესი (44), 1:3 მესი (56), 1:4 ფაბრეგასი (88)
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - დ. ფიგეირაში, ფასიო, პარეხა, ა. მორენო - კარისო, იბორა (64. ტროხოვსკი) - ვიტოლო (77. ხაირო სამპერიო), რაკიტიჩი, გამეირო (64. ჩერიშევი) - ბაკა
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, პიკე, ბარტრა, ადრიანო - ჩავი (83. ბუსკეტსი), ა. სონგი, ინიესტა - ა. სანჩესი (89. სერხი რობერტო), მესი, პედრო (73. ფაბრეგასი)
გაფრთხილება: კარისო. დ. ფიგეირაში, ჩერიშევი - ა. სონგი, პედრო, ვალდესი
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 22-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 15-9 (4-5); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 46 000

10 თებერვალი
სელტა-ბილბაო 01:00

ბომბარდირები: 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 20 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 14 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ალექსის სანჩესი (ბარსელონა); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - პედრო (ბარსელონა), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი)

მომდევნო ტური
14 თებერვალი:
ელჩე-ოსასუნა
15 თებერვალი:
ატლეტიკო-ვალიადოლიდი, ლევანტე-ალმერია, ბარსელონა-ვალეკანო, ვილიარეალი-სელტა
16 თებერვალი:
გრანადა-ბეტისი, ხეტაფე-რეალი, ბილბაო-ესპანიოლი, სევილია-ვალენსია
17 თებერვალი:
მალაგა-სოსიედადი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სანამ ორივე თამაშს არ ჩაატარებენ გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ ურთიერთშეხვედრებით არ იზომება პოზიცია. გოლების შეფარდება წყვეტს. როცა ორივე თამაში აქვთ ჩატარებული მაშინ წყდება თამაშებით
gukk
15:37 10-02-2014
0
არ მესმის რატო დასვეს ცხრილში რეალი პირველ ადგილზე, სანამ ბარსა ტურის მატჩს ჩაატარებდა? ატლეტიკოს რეალთან თანაბარი ქულები ქონდა,ლა ლიგაში კი ასეთ შემთხვევაში ურთიერთშეხვედრებს ითვალისწინებენ(ამიტომაც არის ბარსა ლიდერი)ატლეტიკომ პირველ წრეში რეალი დაამარცხა,და შესაბამისად რეალზე წინ უნდა მდგარიყო.
giorgi
15:06 10-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული