რეალს გაგო სჭირდება

AutoSharing Option
თითქოს ფერნანდო გაგოს მადრიდიდან წასვლა გარდაუვალი იყო, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, "რეალს" არგენტინელი ნახევარმცველის შენარჩუნება უნდა. სამეფო კლუბის სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო 24 წლის ფეხბურთელსა და მის აგენტ მარსელო ლომბილიოს შეხვდა და აუწყა, რომ გაგო "რეალის" უახლოესი გეგმების შემადგენელი ნაწილია. ცხადია, ვალდანომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პოზიცია გაახმოვანა.

გაგო "რეალში" 2006-07 წლების სეზონის მსვლელობისას გადავიდა და თუკი თავიდან ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა არ უჭირდა, გასულ სეზონში მანუელ პელეგრინი მას იშვიათად ენდობოდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადრიდისტა ვარ
alexandro
18:42 16-07-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული