იგუაენს მინიმუმ ორი თვე გაუცდება

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა გონსალო იგუენმა საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რამაც წინასწარი დიაგნოზი დაადასტურა. არგენტინელს ხერხემლის მალების თიაქარი აქვს. იგუაენს გამოსაჯანმრთელებლად მინიმუმ ორი თვე დასჭირდება. თუ მკურნალობის პირველ კვირებში თავდამსხმელის მდგომარეობა არ გამოსწორდა, მაშინ მას ოპერაციას გაუკეთებენ.

ფეხბურთელის მამის თქმით, გონსალო არგენტინაში ჩავა, სადაც სხვა სპეციალისტებსაც გაესინჯება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული