ითამაშებს თუ არა რონალდო ვალენსიასთან გაურკვეველია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდო, რომელმაც "ბარსელონასთან" მატჩში ფეხი იტკინა, ვარჯიშს ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს.

"სამეფო კლუბის" დილის ვარჯიში პრესისთვის დაკეტილ ბაზაზე ვალდებებასში, პორტუგალიელმა ფორვარდმა სატრენაჟორო დარბაზში გაატარა. მოსალოდნელია, რომ რონალდო გუნდთან ერთად ვარჯიშს მხოლოდ ხვალიდან განაახლებს, მაგრამ თავდამსხმელის მონაწილეობის საკითხი შემდეგი ტურის მატჩში "ვალენსიასთან" მოგვიანებით გადაწყდება. თუმცა, სავარაუდოდ პორტუგალიელი "ღამურების" წინააღმდეგ სათამაშოდ გამოსვლას შეძლებს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული