"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ გოლის გატანა შევძელი. გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო. კარგი სამუშაო ჩავატარეთ და გამარჯვებულთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც არ დაგვიტოვებია.
"რეალს" ყველა ტურნირში გამარჯვება სურს, ამიტომ ნებისმიერი მოგება მნიშვნელოვანია. ახლა "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი გველოდება. დარწმუნებული ვარ, მოგება შეგვიძლია", - თქვა ბეილმა.