ესპანეთი. ლა ლიგა. XXVI ტური: ვნებიანი ზავი "ვისენტე კალდერონზე" [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდული რეალობა
მადრიდულმა დერბიმ მოლოდინი ბოლომდე გაგვიმართლა - ბევრი გოლი, სანახაობა, დრამა, დაძაბულობა, შეხლა-შემოხლა...

ქარიმ ბენზემამ "რეალი" დებიუტშივე დააწინაურა, როდესაც "ატლეტიკოს" დაცვა თამაშგარის შექმნისას ჩავარდა - მშვენიერი პასი გააკეთა ანხელ დი მარიამ. "ათლეტები" სწრაფად გაშვებულმა არ გატეხა და დიეგო სიმეონეს გუნდი შეტევებში გაიჭრა, რაც 30-ე წუთზე დაუფასდა, როდესაც კოკემ ეფექტური დარტყმით გაათანაბრა.

"როხიბლანკო" წინ პირველი ტაიმის ბოლო წამებზე გავიდა, როდესაც გაბიმ ძალიან შორიდან დაარტყა. დისკვალიფიკაციამოხდილი კრიშტიანო რონალდო ბურთს თავით თუ საერთოდ შეეხო, სულ ოდნავ, ისე, რომ ტრაექტორიაზე ამას ფაქტობრივად არ
უმოქმედია, გაბიმ "ვისენტე კალდერონი" სიხარულისგან ააფეთქა. ეს გასაგებიც გახლდათ, რადგან "ატლეტიკოს" "რეალთან" 1999 წლის მერე არ ჰქონდა მოგებული.

15-წლიანი მოუგებელი სერია "ათლეტებმა" პირველ წრეში შეწყვიტეს "სანტიაგო ბერნაბეუზეც" და ახლა საკუთარ კედლებშიც სურდათ ნავსის გატეხვა. სიმეონეს გუნდს სხვაობის გაზრდის რამდენიმე შანსი ჰქონდა კიდეც, მაგრამ მერე უპირატესობა "რეალის" მხარეს გადავიდა და საბოლოოდ, ყველაფერი რონალდოს გოლით დასრულდა - გარეთ ბეილი ბურთს ხეირიანად ვერ მისწვდა და პორტუგალიელზე პასი გამოუვიდა, რომელმაც შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და "რეალი" წაგებას გადაარჩინა, "ვისენტე კალდერონზე" ამჯერადაც წაუგებელი დატოვა და პირველი ადგილიც შეუნარჩუნა თავის გუნდს.

ძალიან რთული სამსაჯო მატჩი იყო კარლოს დელგადოსთვის, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე დღე მეოთხე არბიტრის, კარლოს ლოპესისთვის გამოვიდა, რომელიც სიმეონეს ასისტენტსა და ყოფილ მეკარეს, ხერმან ბურგოსს ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან, თორემ ეს ამბავი კარგით არაფრით დასრულდებოდა - ბურგოსის ფეთქებადი ხასიათის შესახებ მოგეხსენებათ და იგი ამ შეხვედრისას განსაკუთრებით აგრესიული გახლდათ.

რასაკვირველია, იყო სხვა გაწევ-გამოწევებიც, საკამათო მომენტები, სიმულაციისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათები. ასევე უნდა ვთქვათ, რომ 0:1-ზე სერხიო რამოსმა დიეგო კოშტა წააქცია და პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ… მეორე ნახევარში "ატლეტიკოს" კარშიც შეიძლებოდა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა ხელით თამაშისთვის.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსელონა" და სხვა
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონამ" მოიგო. პირველი ტაიმი ალექსის სანჩესისა და ლიონელ მესის მორიგი გოლების წყალობით "ბარსას" სასარგებლოდ დასრულდა - 2:1. თუმცა ჯამში კატალონიელებმა გულშემატკივრები ცოტა ანერვიულეს, რადგან 83-ე წუთზე სხვაობა მხოლოდ ერთბურთიანი იყო.

დისკვალიფიცირებული ტატა მარტინო გუნდს ტრიბუნიდან ხელმძღვანელობდა. "კამპ ნოუს" ბინადრებს აკლდათ ჟერარდ პიკეც, რომელსაც დაცვის ცენტრში ხავიერ მასკერანო ცვლიდა. "ბარსელონამ" ორი ქულით გადაასწრო "ატლეტიკოს" და ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა "რეალთან".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტური არის ადურისის ბენეფისით გაიხსნა. ერთი თვეც არ არის გასული, რაც ეს თავდამსხმელი 33 წლის გახდა და იგი ამ ასაკშიც მშვენიერ ფორმაშია. სანსებასტიანელმა ფორვარდმა "გრანადა" დაბომბა, არადა, მას აქამდე გამართულ 21 შეხვედრაში სულ 6 გოლი ჰქონდა გატანილი. მე-18 წუთისთვის ადურისს უკვე ორი გაეტანა და ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მოგვიანებით მან პენალტით მესამეც შეაგდო და თან სტუმრები ათი კაცით დარჩნენ. ხოლო წერტილი გურპეგიმ დასვა და "ბილბაომ" მეოთხე ადგილზე კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები.

ბასკების თავკაცი ერნესტო ვალვერდე ძალიან კმაყოფილი იყო და მატჩის შემდგომ კომპლიმენტებს არ იშურებდა თავისი ფეხბურთელებისადმი.

"ბილბაოს" წისქვილზე დაასხა წყალი მისმა ერთ-ერთმა კონკურენტმა "ვილიარეალმა". "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ცხრილის ფსკერზე მყოფ და თითქმის ჩაძირულ "ბეტისს" მასპინძლობდა, მაგრამ ვერ იმარჯვა. ეს შედეგი კიდევ უფრო უცნაურია იმის გამო, რომ სევილიელებს უამრავი ფეხბურთელი აკლდათ.

თუმცა, როგორც ჩანს, მათზე ძალიან კარგად იმოქმედა "რუბინის" ძლევამ და ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლამ, სადაც თანაქალაქელ "სევილიასთან" დერბი ელით. მოკლედ, ბევრი წვალების მერე "ვილიარეალი" 71-ე წუთზე ბრუნოს პენალტით დაწინაურდა, მაგრამ მერე... გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა იკეჩუკვუ უჩემ, რომელიც შეცვლაზე იყო შესული და სხვათა შორის, პენალტიც მან მოინადირა, ორი ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო და მე-80 წუთზე თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა.

აქედან 4 წუთში კი, დიდაკ ვილას ბრწყინვალე ჩაწოდებულის შემდეგ, რუბენ კასტრომ თავით ადვილად გაიტანა, არადა, ეს სერხიო ასენხოს კარში სულ რაღაც მეორე ზუსტი დარტყმა იყო მთელი 83 წუთის მანძილზე. ასეა თუ ისე, "ელ მადრიგალის" ბინადრებმა უძვირფასესი 2 ქულა დაკარგეს და უკვე 6-ით ჩამორჩებიან "ბილბაოსა" და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურს.

"ბილბაოს" საქმე გააკეთა "სევილიამაც", რომელმაც მეორე ბასკურ გუნდს, "სოსიედადს" სძლია საკუთარ "სანჩეს პისხუანზე". შეხვედრის ერთადერთი გოლი შეცვლაზე 4 წუთის შესულმა კევინ გამეირომ გაიტანა.

მართლაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო "ლა როსალედაზე". თუ რატომ, ცხრილს შეგვიძლია ჩავხედოთ და ყველაფერი ნათელი გახდება - ფრე, რომელიც დიდად არცერთს აწყობდა. "მალაგამ" ძალიან აქტიურად დაიწყო, ბერნდ შუსტერს აქცენტი აშკარად სწრაფ გოლზე ჰქონდა გაკეთებული. ალექსანდრ იაკოვენკოს, ნორდინ ამრაბატს, როკე სანტა კრუსს... გატანა შეეძლოთ, მაგრამ არ გაუმართლათ და "ვალიადოლიდმა" თითქოს გაძლო.

თუმცა მე-13 წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა, დუდას პასით, სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით, თავი პარაგვაელმა სანტა კრუსმა გამოიჩინა.

ანდალუსიელები ცოტა დამშვიდდნენ და 30-ე წუთზე ამისთვის დაისაჯნენ კიდეც - მანუჩო გონსალვეშმა დანიელ ლარსონს გაატანინა. საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა მეორე ტაიმიც. იმავე სანტა კრუსს ისევ თავით შეეძლო გატანა, თუმცა უფრო რეალური შანსები სტუმრებმა გაანიავეს. ლარსონის ნაცვლად ცვლილებაზე გამოსულმა ოსკარმა ხარიხა შეაზანზარა, ხოლო შემდეგ მისი კარგი პასი ვერ შეირგო ხავი გერამ, რომელიც ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ ვილი კაბალიერომ "მკვდარი ბურთი" აიღო.

ლა ლიგა. XXVI ტური

ბილბაო-გრანადა 4:0
გოლები: 1:0 ადურისი (7), 2:0 ადურისი (18), 3:0 ადურისი (74-პენ.), 4:0 გურპეგი (80)
ბილბაო (4-3-2-1): ირაისოსი - ირაოლა, ლაპორტე, გურპეგი, ბალენსიაგა (82. საბორიტი) - იტურასპე, ანდერ ერარა (79. დე მარკოსი), მიკელ რიკო - სუსაეტა, მუნიაინი - ადურისი (85. გილერმო)
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ნიომი (51. რიკი), კოეფი, მაინსი, ანგულო - რესიო, იტურა, ფატაუ (25. ფულკიე), პერეირა (76. რ. ბოატენგი) - პიტი, ბრაჰიმი - ელ-არაბი
გაფრთხილება: - ბრაჰიმი, ფატაუ
გაძევება: მაინსი (73. გრანადა)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 27-6 (10-1); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 33 000

მალაგა-ვალიადოლიდი 1:1
გოლები: 1:0 სანტა კრუსი (13), 1:1 დ. ლარსონი (30)
მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი (81. ფლავიო), სერხიო სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში - ი. კამაჩო, ტისონე (60. პ. პერესი) - იაკოვენკო (60. სამუ), დუდა, ამრაბატი - სანტა კრუსი
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, ხესუს რუედა, ს. მიტროვიჩი, პენია - ა. რუბიო (82. ვალიენტე), ფ. როსი - დ. ლარსონი (62. ოსკარი), მანუჩო (76. ომარ რამოსი), რამა - ხავი გერა
გაფრთხილება: - მიტროვიჩი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 17-8 (5-3); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 21 591

ლევანტე-ოსასუნა 2:0
გოლები: 1:0 პ. დიოპი (4), 2:0 რუბენ გარსია (42)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - კარაბელასი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - პ. დიოპი, სიმაო ჟუნიორი - ივანშიტცი (75. პედრო ლოპესი), ვიქტორი, რუბენ გარსია (82. მ. სისოკო) - ბარალი (90+2. ბ. დიავარა)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - ოიერი, ლოტიე, არიბასი, დამია (65. აკუნია) - ლოლო (48. ლობატო), ფ. სილვა - სეხუდო, რობერტო ტორესი (80. ნინო), ე. არმენტეროსი - ორიოლ რიერა
გაფრთხილება: პ. დიოპი, სიმაო ჟუნიორი, რუბენ გარსია, ბარალი - ოიერი, დამია, ფ. სილვა
გაძევება: ვიქტორი (60. ლევანტე)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 22-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 7-15 (3-4); ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 11 323

ხეტაფე-ესპანიოლი 0:0
ხეტაფე (4-2-3-1): მოია (60. კოდინა) - ხუან ვალერა, ალექსისი, რაფა, რ. ლაგო - ხუან როდრიგესი, ბორხა (72. ადრიან კოლუნგა) - პედრო ლეონი, ლაფიტა, დიეგო კასტრო (64. სამირი) - მარიკა
ესპანიოლი (4-2-3-1): კიკო კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, სიდნეი, ფუენტესი - დ. ლოპესი, ვ. სანჩესი - ტორიე (68. პიცი), ს. გარსია, სიმაო - კორდობა (56. ალექსი)
გაფრთხილება: ალექსისი, ლაფიტა, მოია, ხუან ვალერა - კოლოტო, ს. გარსია, კორდობა
კუთხური: 10-11; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-17 (7-3); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 6 500

ელჩე-სელტა 1:0
გოლი: 1:0 კარლეს ხილი (84)
ელჩე (4-3-2-1): მანუ ერერა - დ. სუარესი, ლომბანი, ბოტია, ედუ ალბაკარი - რუბენ პერესი, ხავი მარკესი - კრისტიან ერერა (82. რ. ბოაკი), მანუ დელ მორალი (75. გ. როდრიგესი), ფიდელი (60. კარლეს ხილი) - კორომინასი
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, კაბრალი, აურტენეჩე, ჯონი კასტრო - ფონტასი, კრონ-დელი, ა. ფერნანდესი (86. ველიტონი) - რაფინია, ფ. ორელიანა - სანტი მინა (68. შარლესი)
გაფრთხილება: ხავი მარკესი, რუბენ პერესი, ბოტია, დ. სუარესი, მანუ ერერა - აურტენეჩე, ჯონი კასტრო, კაბრალი
კუთხური: 3-12; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-12 (1-3); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 19 907

ვილიარეალი-ბეტისი 1:1
გოლები: 1:0 ბრუნო (71-პენ.), 1:1 რუბენ კასტრო (85)
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო, პანტიჩი (67. ტრიგეროსი), გ. პაულისტა, იოკიჩი - პინა, ბრუნო - ლეივა (46. ოლივერ ტორესი), დოს სანტოსი, მოიზესი - პერბერტი (46. იკეჩუკვუ უჩე)
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - ხუანფრანი (76. ხუან გარსია), ანტონიო ამაია, ხორდი ფიგერასი, დიდაკ ვილა - ა. ნდიაიე, ნონო (83. ბ. როდრიგესი) - ლეო ბაპტიშტაო (57. ხავი ჩიკა), სალვა სევილია, სედრიკ მაბვატი - რუბენ კასტრო
გაფრთხილება: იოკიში, იკეჩუკვუ უჩე, იკეჩუკვუ უჩე - დიდაკ ვილა, სალვა სევილია, Aნტონიო ამაია, ხავი ჩიკა
გაძევება: იკეჩუკვუ უჩე (80. ვილიარეალი)
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 4-11 (3-3); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 18 693

ატლეტიკო-რეალი 2:2
გოლები: 0:1 ბენზემა (3), 1:1 კოკე (28), 2:1 გაბი (45+1), 2:2 რონალდო (82)
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - მარიო სუარესი, გაბი - არდა თურანი (82. გ. როდრიგესი), კოკე, რაულ გარსია - დიეგო კოშტა
რეალი (4-3-2-1): დიეგო ლოპესი - არბელოა (71. კარვახალი), ს. რამოსი, პეპე, კოენტრაო (59. მარსელო) - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო (83. კაზემირო), დი მარია (72. ისკო) - ბეილი, რონალდო - ბენზემა
გაფრთხილება: არდა თურანი, გოდინი, დიეგო კოშტა - პეპე, არბელოა
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-15 (4-6); ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 54 600

სევილია-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 გამეირო (77)
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - კოკე, ფასიო, ფ. ნავარო, ა. მორენო - კარისო (73. გამეირო), ტროხოვსკი (46. კრისტოფორო) - დიოგო ფიგეირაში, რაკიტიჩი, რეიესი (69. კ. ფერნანდესი) - ბაკა
სოსიედადი (4-3-2-1): ბრავო - ხოსება სალდუა, ანსოტეგი (80. აგირეჩე), ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ბერგარა, ელუსტონდო, სურუტუსა (46. რუბენ პარდო) - კანალესი (69. ჩაბი პრიეტო), გრიზმანი - ველა
გაფრთხილება: ფასიო, ა. მორენო - სალდუა, ხოსე ანხელი, ი. მარტინესი, გრიზმანი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 10-11 (5-3); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 29 618

ბარსელონა-ალმერია 4:1
გოლები: 1:0 ა. სანჩესი (9), 2:0 მესი (24), 2:1 ანხელ ტრუხილიო (27), 3:1 პუიოლი (83), 4:1 ჩავი (89)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პუიოლი, ადრიანო - ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი (79. ინიესტა) - ა. სანჩესი (72. პედრო), მესი, ნეიმარი (88. ტელიო)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - რაფიტა, ტორსილიერი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა, კორონა (71. მარკოს ტებარი) - ალექს ვიდალი, აზიზი (79. სუსო), როდრი (62. ბარბოსა) - ზონგო
გაფრთხილება: ადრიანო - კორონა, ვერსა, აზიზი, მარკოს ტებარი
კუთხური: 13-4; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 29-6 (11-3); ბურთის ფლობა: 75%-25%
მაყურებელი: 58 930

ვალეკანო-ვალენსია 1:0
გოლი: 1:0 ლარივეი (60)
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო (59. არბილია), ზე კასტრო, გალვესი, რაცი -საული, ტრაშორასი - რუბენ როჩინა (87. რაულ ბაენა), იაგო ფალკე, ლარივეი (74. ლონგო) - ბუენო
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, სენდეროსი, მატიო, ხუან ბერნატი - პორტუ (70. ვინისიუსი), ს. კეიტა - ფეგული, პაკო ალკარესი, მიჩელი (57. ჟონასი) - ე. ვარგასი (86. ჟოაო Pერეირა)
გაფრთხილება: ტიტო, საული, ტრაშორასი - პორტუ, ბარაგანი, ბარაგანი
გაძევება: ბარაგანი (76. ვალენსია)
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 9-9 (1-2); ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 9 720

ბომბარდირები: 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 16 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა); 15 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა);

მომდევნო ტური
8 მარტი:
ვალიადოლიდი-ბარსელონა, ბეტისი-ხეტაფე, სელტა-ატლეტიკო, გრანადა-ვილიარეალი
9 მარტი:
ესპანიოლი-ელჩე, ალმერია-სევილია, რეალი-ლევანტე, ვალენსია-ბილბაო
10 მარტი:
ოსასუნა-მალაგა, სოსიედადი-რაიო ვალეკანო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული