იგუაენი შესაძლოა სამ დღეში გამოჯანმრთელდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაენმა ბარსელონაში კიდევ ერთი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, რომელიც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. კატალონიელი ექიმის ენრიკე სასერესის თქმით, რომელიც ზურგის ტრავმების მკურნალობის დარგში მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტია, მოვლენების გარკვეული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, ფეხბურთელი ვარჯიშის განახლებას უკვე მომავალ კვირაშივე შეძლებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდება, ფეხბურთელს ჯანმრთელობის აღსადგენად თვენახევარზე მეტი არ დასჭირდება.

"დიახ, "ხერხემლის თიაქარის" დიაგნოზი დადასტურდა, მაგრამ მკურნალობის უახლოესი სამი დღის განმავლობაში მისი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ოპერაცია საჭირო აღარ იქნება და იგუაენი მომავალ კვირაში
ვარჯიშის დაწყებას შეძლებს. მაგრამ თუ ორშაბათისთვის უკეთესობა არ იქნა, მაშინ ქირურგიული ჩარევა  გახდება საჭირო, რომლის შემდეგაც ფეხბურთელი 6 კვირამდე ვადაში მწყობრში ჩადგება", -განაცხადა სასერესმა.

ენრიკე სასერესს ისეთ ცნობილ ფეხბურთელებთან უმუშავია, როგორებიც არიან ტიერი ანრი, იაია ტურე და სანტიაგო კასორლა. კატალონიელი ექიმი ყოველთვის მკურნალობის არაქირურგიულ საშუალებებს ემხრობოდა, რასაც იგუეანის შემთხვევაშიც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ანრიმ ამ სპეციალისტთან ზურგის მკურნალობის შემდეგ კარიერაში ერთერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა.

შესაძლოა "სამეფო კლუბის" თავდამსხმელი პარიზშიც გაემგზავროს კიდევ ერთ სპეციალისტთან გასასინჯად, რომელთან კონსულტაციები იმავე ანრისაც გაუვლია.


მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული