ვალენსიას კარს მესამე მეკარე დაიცავს?

AutoSharing Option
"ვალენსიას" მეკარე სესარ სანჩესი სამედიცინო გამოკვლევას გაივლის, რომელიც აჩვენებს, შეძლებს თუ არა გოლკიპერი "რეალთან" ხვალინდელ მატჩში მოედანზე გამოსვლას. თუმცა, "ღამურების" ექიმებისა და მწვრთნელების პროგნოზებს ოპტიმისტურს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ფეხბურთელს აქვს შანსი, რომ ამ შეხვედრაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშოს.

ასე რომ, სანჩესისთვის ექიმების არადამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში "ვალენსიის" კარის დაცვა გუნდის მესამე მეკარეს, ვისენტე გუაიტას მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ვალენსიელთა მეორე მეკარე ანხელ მოია, ასევე გუნდის ლაზარეთში იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული