გვარდიოლა: ლეო, დაბრუნდი მაშინ, როცა მოისურვებ!

AutoSharing Option
აბეზარმა ფოტორეპორტიორებმა ლეო მესი მეგობარ გოგონა ანტონელა როკუცოსთან ერთად რიო დე ჟანეიროს პლაჟზე გამოიჭირეს. მაგრამ, მოდით ვთქვათ, რომ არგენტინელი ვარსკვლავი დამსახურებულ შვებულებაშია და არავის ემალება. მომქანცველი სეზონის შემდეგ ასეთი რელაქსაცია ყოველმხრივ სასარგებლოა და ლაპარაკი იმაზე, რომ არგენტინის ნაკრების სამუნდიალო კრახის შემდეგ გუნდის ლიდერი თავს გარეთ არ უნდა ჰყოფდეს, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა.
სააგენტოებით გავრცელებულ ფოტოებს უმალ გამოეხმაურა "ბარსელონას" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, რომელმაც ყოჩაღ შეგირდს შეუთვალა - როცა მოისურვებ, მაშინ დაბრუნდიო. პეპმა ურჩია ლეოს, ახლა საერთოდ დაივიწყოს ფეხბურთი და როგორც საჭიროა,
ისე დაისვენოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული