ოსასუნა-ბარსელონა შესაძლოა გადაიდოს

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 14-ე ტურის მატჩი "ოსასუნასა" და "ბარსელონას" შორის პამპლონაში ძლიერი თოვის გამო  შესაძლოა გადაიდოს. ხვალინდელი შეხვედრის დაწყება თბილისის დროით საღამოს თერთმეტ საათზეა დაგეგმილი, მაგრამ ნალექის გამო, რომელიც დღეს არ შემწყდარა, სტადიონი "რეინო დე ნავარა" თოვლის სქელი ფენითაა დაფარული.

"ოსასუნაში" იმედოვნებენ, რომ ხვალისთვის სიტუაცია გამოსწორდება. საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩის ჩატარების ან გადადების შესახებ შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული