ლა ლიგა: გზა სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე

AutoSharing Option

პრიმერადივიზიონში ახალი ფაზა დაიწყო - "კლასიკოდან" "კლასიკომდე" - როგორც ჩანს, ეს ორი გუნდი ("ბარსელონა" და "რეალი") სხვებს ახლოს არც მერე გაიკარებს, ამიტომ ჩემპიონატში უმნიშვნელოვანესი მატჩი გაზაფხულზე გველის. შეხვედრა, რომელმაც შეიძლება მართლა გადაწყვიტოს ტურნირის ბედი. ნაელკლასიკოევს, ორივე გრანდმა მოიგო, მათმა მთავარმა დარტყმელმა ძალებმა (ლეო მესი, კრიშტიანო რონალდო) ამჯერად დუბლები იკმარეს, მაგრამ ყველაფერი მთლად ასე მარტივადაც არ ყოფილა - "ბარსას" მოულოდნელად დაატყდა თავს აეროპორტების მუშაკთა გაფიცვა და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო სიტუაცია, რის გამოც ფეხბურთელებმა პირდაპირ... ავტობუსში გამოიცვალეს, ხოლო "რეალი" მინიკრიზისიდან ერთმა კაცმა

გამოიყვანა, რომლის სახელია პერეს ლასა...  

დილით აეროპორტში გამოცხადებულ "ბარსელონას" უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა - გაფიცვა! კატალონიელები მორჩილად ელოდნენ სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, აეროპორტიდან "კამპ ნოუზე" დაბრუნდნენ. ისეთი პირი უჩანდა, რომ თამაშს გადადებდნენ (როგორც სეგუნდადივიზიონის ერთი მატჩი გადადეს კანარის კუნძულებზე), მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა, ჩემპიონს კი არაგონში მატარებლით ჩასვლა და იქიდან ავტობუსით ნავარაში გამგზავრება მოუწია.

მოკლედ, "ბარსელონას" "ჯარისკაცის მამის" პერსონაჟივით ცხენის გარდა ყველა ტრანსპორტის დაგემოვნება მოუწია. "ბარსელონას" ავტობუსი "რეინო დე ნავარას" 20:02-ზე მიადგა, თამაში კი 20:50-ზე დაიწყო. დაიწყო და დაიწყო - ნავარელთა ყიჟინით გამხნევებულმა "ოსასუნამ" ნამგზავრებ "ბარსელონას" შეუტია. განსაკუთრებით აქტიურობდა ხუანფრანი, რომელიც ფლანგზე აშკარად სჯობდა ერიკ აბიდალს. სწორედ ხუანფრანთან ორთაბრძოლაში წესებს არღვევდა პედრო, მაგრამ რეფერიმ პენალტი არ დადო. ამ ინციდენტმა კი საბოლოდ გამოაფხიზლა კატალონიური გრანდი - 25-ე წუთზე მესიმ ისეთივე პასი მისცა პედროს, როგორც "კლასიკოზე" - ვილიას, პედროსაც არ გასჭირვებია რიკარდოს კარის დალაშქვრა.

სტუმრებმა 3 ქულა მეორე ტაიმში გაინაღდეს, როცა მესიმ კონტრშეტევაზე დაიჭირა მასპინძლები. შემდეგ კი მან თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გაიტანა (პირველი პენალტი სეზონში) - 0:3. ლეოს ანგრიშზე უკვე 15 გოლია პრიმერაში.

არგენტინელს ჯერ ერთი გოლიც არ ჰქონდა გატანილი, როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ტურის ცენტრალური მატჩი დაიწყო - "რეალი" "ვალენსიას" მასპინძლობდა. უნაი ემერის გუნდი და მათი მესამე მეკარე გუაიტა ბრწყინვალედ იგერიებდა "ლოს ბლანკოს" შეტევებს. იგუაინის ტრავმის მიუხედავად, მოურინიო ბენზემას არ ენდო და შეტევაში რონალდო-დი მარიას დუეტი გაამწესა. დრო გადიოდა და გოლი არ ჩანდა, მაგრამ თანდათან უფრო უცნაურად იქცეოდა ბასკი რეფერი პერეს ლასა - 65-ე წუთზე კი მან "ვალენსია" 10 კაცით დატოვა, დავიდ ალბელდა მხრით თამაშისთვის გააძევა, არადა ჯერჯერობით ფეხბურთში ეს წესებით დაშვებულია.

ამის შემდეგ "ღამურები" უკვე განწირულები იყვნენ წაგებისთვის (თუმცა ერთი საგოლე მომენტი მაინც ჰქონდათ) - კრიშტიანო რონალდომ ორი შენსანიშნავი დარტყმით "რეალს" სამი ქულა მოუტანა - 2:0.

"ძალიან გაბრაზებული მივდივარ აქედან, ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ მას რეფერიმ მოუგო. ალბელდა უნდა გაეგდო? თან რამდენი აპატია "რეალის" ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი ლასანა დიარას", - განაცხადა მანუელ ლორენტემ, "ვალენსიას" პრეზიდენტმა.

ახლა ისევ კრიშტიანო რონალდოს დავუბრუნდეთ - "ბერნაბეუზე" დუბლი გაიტანა და პორტუგალიელმა დაიბრუნა ბომბარდირთა დავაში ლიდერობა - ოღონდ რამდენი გოლით, მიდი და არკვიე! "მარკამ" გვამცნო, რომ 14 მატჩში 17 გოლი "რეალის" ახალი რეკორდია. ბოლო 75 წელიწადია, ასეთი რამ "რეალის" ფეხბურთელს არ ჩაუდენია. მოკლედ, "მარკა" და ბევრი სხვა წყაროც მიიჩნევს, რომ რონალდომ 17 გოლი გაიტანა, თუმცა ესპანეთის პროფესიული ლიგის საიტი (ოფიციალური წყარო) ჯიუტად 16 გოლს წერს. ყველაფერი "სამეფო კლუბის" სან სებასტიანში გატანილმა ერთმა გოლმა არია, როცა კრიშტიანომ საჯარიმო შეასრულა, ბურთი ზურგში პეპეს მოხვდა და ისე გავიდა. სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ ვიცით, რა დავწეროთ, ამიტომ ორივე ვარიანტს შემოგთავაზებთ ხოლმე.

ჟოზე მოურინიო: "ყველაზე მთავარი სასტიკი მარცხის შემდეგ სამი ქულის მოპოვება იყო. გუნდს საკუთარი ძალების რწმენა აკლდა, ამიტომ ეგრევე წელში მეტოქის გატეხვა არც დამისახავს, სწორედ ამიტომ შევცვალე შემადგენლობაც. შუახაზი მეტად დავტვირთე და თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით".

დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - მადრიდის "ატლეტიკო" და განსაკუთრებით მისი მწვრთნელი კიკე ფლორესი, კრიზისშია. მადრიდელებმა ვალენსიაში ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლევანტესთან" დაცვის უსუსური თამაშის "წყალობით" წააგეს - 0:2. მცველ ნანოსა და ფორვარდ კაისედოს გოლებმა "ატლეტიკოს" ზედიზედ სამი მარცხი მოუტანა ყველა სახის ტურნირში. "პირველმა გოლმა მიწაზე დაგვცა, მეორემ კი გაგვანადგურა. ჩვენ ახლა ცუდ დროში ვართ, კრიზისს კი თავი ჭკვიანური პოლიტიკით უნდა დავაღწიოთ. ერთ კვირაში სამოთხიდან ჯოჯოხეთში მოვხვდით", - აღიარა კიკემ.

"ესპანიოლი" შინ 100%-იან შედეგს ინარჩუნებს - "კორნელია ელ პრატზე" ზედიზედ 7 მატჩია მაურისიო პოჩეტინოს გუნდი იმარჯვებს. გუშინ ბარსელონელებს ძალიან გაუჭირდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსაჯმა მეორე ტაიმის დასაწყისში მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა რაულ ბაენას. გამარჯვების გოლი კაპიტანმა ლუის გარსიამ გაიტანა. "სევილიას" დამარცხებას ბრაზილიელი ნილმარის გოლიც ეყო - "ვილიარეალი" კვლავ მესამეა. სხვათა შორის, ამ მატჩში "ელ სუბმარინოს" დაუბრუნდა მსოფლიოს ჩემპიონი მცველი ხოან კაპდევილა, რომელიც მატჩის მიწურულს გამოჩნდა, არადა, წესით, კიდევ 2-3 კვირა უნდა ეუქმა. 

მომდევნო ტური - 11 დეკემბერი: ხეტაფე-ვილიარეალი, სევილია-ალმერია, ატლეტიკო-დეპორტივო; 12 დეკემბერი: ბილბაო-ესპანიოლი, ერკულესი-მალაგა, მალიორკა-რასინგი, სპორტინგი-ლევანტე, სარაგოსა-რეალი, ბარსელონა-რეალ სოსიედადი; 13 დეკემბერი: ვალენსია-ოსასუნა.


ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური


ლევანტე-ატლეტიკო 2:0
ლევანტე (4-2-3-1): რეინა - ხ. ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, პალიარდო - ნადალი (70. ლარეა), რ. სუარესი (83. რობუსტე), ხუანლუ - ფ. კაისედო (76. რაფა ხორდა).
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, პერეა, გოდინი (82. ფ. მერიდა), ა. ლოპესი - რეიესი, ასუნსაო (31. მ. სუარესი), რ. გარსია, სიმაო (79. დ. კოშტა) - ფორლანი, აგუერო.
გოლები: 1:0 ნანო (2), 2:0 ფ. კაისედო (58)
გაფრთხილება: ნანო, რ. სუარესი, ხ. ვენტა, ხ. ტორესი, რობუსტე - ასუნსაო, უიფალუში, პერეა, სიმაო, ფ. მერიდა
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 18-15 (8-5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 11 800

ოსასუნა-ბარსელონა 0:3

ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - ნელსონი, სერხიო, მ. ფლანიო, მონრეალი - პუნიალი (76. ლოლო), ნეკუნამი - ხუანფრანი, სორიანო (61. ლეკიჩი), მასუდი - კამუნიასი (40. პანდიანი). 
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი - ჩავი (81. კეიტა), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ვილია (87. კრკიჩი), პედრო (87. ჟეფრენი).
გოლები: 0:1 პედრო (25), 0:2 მესი (64), 0:3 მესი (82-პენ)
გაფრთხილება: სორიანო, პუნიალი, ლოლო
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-7; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 4-15 (2-8); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 19 600


რეალი-ვალენსია 2:0
რეალი (4-4-2): კასილიასი - არბელოა, პეპე, ალბიოლი, მარსელო - ხედირა (53. ბენზემა), ლ. დიარა, იოზილი (75. გრანერო), ჩაბი ალონსო - რონალდო, დი მარია (82. მ. დიარა). 
ვალენსია (4-1-4-1): გუაიტა - ბრუნო, სტანკევიჩიუსი, რ. კოშტა, ხ. ალბა (60. მიგელი) - ალბელდა - ხოაკინი (80. ადურისი), ტ. კოსტა, მადურო, მატა (68. ბანეგა) - სოლდადო.
გოლები: 1:0 რონალდო (72), 2:0 რონალდო (86)
გაფრთხილება: პეპე, ხედირა, გრანერო - ხ. ალბა, ალბელდა, ბრუნო, ტ. კოსტა, ხოაკინი
გაძევება: ალბელდა (65)
კუთხური: 12-7; ჯარიმა: 22-21; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19-15 (11-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 75 000


მალაგა-რასინგი 4:1
მალაგა (4-2-3-1): რუბენი - გამესი, კრისი, ველიგტონი, მტილიგა - რესიო, ს. სილვა (61. ი. ლოპესი) - ელიზეუ, ს. ფერნანდესი, დუდა (74. ფერნანდო) - რონდონი (88. ხუანმი).
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი (60. ი. ბოლადო), ენრიკე, ტორეხონი, სისმა - კოლსა, დიოპი (60. ადრიანი) - კენედი, მუნიტისი, ლასენი - როზენბერგი (70. ნაუელპანი).
გოლები: 1:0 ელიზეუ (28), 2:0 რესიო (43), 2:1 როზენბერგი (45), 3:1 რონდონი (52), 4:1 რონდონი (54)
გაფრთხილება: ს. სილვა
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 18-11 (6-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 23 000


ხეტაფე-მალიორკა 3:0
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - მ. ტორესი, დიასი, მარკანო, მანე - ბოატენგი, პარეხო - პ. რიოსი, მანუ (62. ვ. სანჩესი), გავილანი (77. მოსკერა) - მიკუ (81. კოლუნგა). 
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რამისი, კევინი (52. კორალესი) - ხ. ვიქტორი, მარტი (68. ნსუე) - პერეირა (80. ვიქტორი), დე გუზმანი, კასტრო - ვებო.
გოლები: 1:0 პ. რიოსი (19), 2:0 პ. რიოსი (27), 3:0 პარეხო (78)
გაფრთხილება: ბოატენგი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12-17 (7-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 9 000


ესპანიოლი-სპორტინგი 1:0
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ჩიკა, ფორლინი, რუისი, დიდაცი - ბაენა, ხ. მარკესი - ლ. გარსია, ს. გარსია (57. დუშერი), კალეხონი (90. რუი ფონტე) - ოსვალდო (84. ი. ალონსო).
სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - ლორა, ბოტია, გრეგორი, ანხელი - რივერა, ეგურენი (74. აიოსე) - ლ. მორანი, დე ლას კუევასი, ს. ალვარესი (63. კარმელო) - სანგოი (58. ბარალი).
გოლი: 1:0 ლ. გარსია (69)
გაფრთხილება: ბაენა, კალეხონი, ხ. მარკესი - ანხელი, ბოტია, სანგოი, ს. ალვარესი, ლორა
გაძევება: ბაენა (52)
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 4-8; კარში დარტყმა: 7-13 (2-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 26 000


ალმერია-სარაგოსა 1:1
ალმერია (4-3-3): დ. ალვეში - ლილიო, კ. გარსია, რიგო, იაკობსენი - მბამი (67. ულოა), ბერნარდელო (46. ვარგასი), კორონა - უჩე, გოიტომი (61. კრუსატი), პიატი. 
სარაგოსა (4-2-3-1): ლ. ფრანკო - დიოგო, იაროშიკი, ლანსარო, პარედესი - ედმილსონი, გაბი - ლაფიტა, ხ. ლოპესი (47. პონსიო), ბერტოლო (74. ბუტაჰარი) - ბრაულიო (50. მ. პერესი).
გოლები: 0:1 გაბი (67-პენ), 1:1 პიატი (77)
გაფრთხილება: რიგო, ლილიო
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-17 (5-6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 11 000


ვილიარეალი-სევილია 1:0
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, გონსალო, მუსაჩიო, კატალი - კანი (81. კაპდევილა), მ. სენა, ბრუნო, კასორლა (66. ბ. ვალერო) - ნილმარი, როსი (84. მ. რუბენი).
სევილია (4-4-2): პალოპი - დაბო, კასერესი, ალექსისი, ფ. ნავარო - ზოკორა (85. ალფარო), ჩიგარინი, რომარიკი (54. ნეგრედო), პეროტი - კანუტე, ხ. კარლოსი (54. კაპელი).
გოლი: 1:0 ნილმარი (29)
გაფრთხილება: მუსაჩიო, გონსალო, ბრუნო - ზოკორა, კანუტე, კასერესი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 18-22; თამაშგარე: 6-7; კარში დარტყმა: 11-8 (4-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 19 500


დეპორტივო-ერკულესი დღეს


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 14 12 1 1 41-8 37
2. რეალი 14 11 2 1 35-11 35
3. ვილიარეალი 14 9 3 2 27-12 30
4. ესპანიოლი 14 9 1 4 16-15 28
5. ვალენსია 14 7 3 4 19-15 24
6. მალიორკა 14 6 3 5 15-16 21
7. სევილია 14 6 2 6 20-23 20
8. ატლეტიკო 14 6 2 6 22-19 20
9. ხეტაფეF 14 6 2 6 22-20 20
10. სოსიედადი 13 6 1 6 19-19 19
11. ბილბაო 13 6 1 6 21-23 19
12. ოსასუნა 14 4 3 7 12-17 15
13. ერკულესი 13 4 3 6 14-20 15
14. ლევანტე UD 14 4 2 8 16-23 14
15. დეპორტივო 13 3 5 5 11-16 14
16. რასინგი 14 4 2 8 12-23 14
17. მალაგა 14 4 1 9 19-28 13
18. სპორტინგი 14 2 4 8 11-22 10
19. ალმერია 14 1 7 6 10-21 10
20. სარაგოსა 14 1 6 7 13-24 9


ბომბარდირები: 16 (ზოგიერთი მონაცემით 17) - რონალდო (რეალი); 15 - მესი (ბარსელონა); 9 - ფ. ლორენტე (ბილბაო), ნილმარი (ვილიარეალი); 8 - ვილია (ბარსელონა), როსი (ვილიარეალი); 7 - იგუაინი (რეალი), ტრეზეგე (ერკულესი); 6 - ფორლანი (ატლეტიკო), ვალდესი (ერკულესი).



სეგუნდადივიზიონი. XV ტური


ხერესი-პონფერადინა 0:0


ნუმანსია-ბეტისი 1:2
გოლები: 1:0 ნანო (10), 1:1 ემანა (22-პენ), 1:2 რ. კასტრო (28)
გაძევება: პავონი (20. ნუმანსია)


უესკა-ალკორკონი 3:1
გოლები: 1:0 კამაჩო (18-პენ), 2:0 კამაჩო (23), 3:0 გომესი (25), 3:1 სანსი (30)
გაძევება: ბერმუდესი (18. ალკორკონი)


ხიმნასტიკი-ვილიარეალი B 1:2
გოლები: 0:1 გულონი (58-პენ), 1:1 ხიმენო (62), 1:2 პერესი (63)


კორდობა-უელვა 3:3
გოლები: 0:1 ნიგუესი (8), 1:1 დიასი (10), 2:1 რიერა (19), 2:2 რაფიტა (63), 2:3 კეპა (71), 3:3 რიერა (75)


კარტახენა-ალბასეტე 1:1
გოლები: 0:1 ვერსა (2-პენ), 1:1 ლონგას ფერერი (24)


ბარსელონა B-ვალიადოლიდი 0:0


სელტა-ლას პალმასი 2:0
გოლები: 1:0 აიტამი (15 ს.კ.), 2:0 ტომასი (87)


რაიო ვალეკანო-ხირონა 2:0
გოლები: 1:0 ტრეხო (48), 2:0 ტრეხო (49)


ელჩე-სალამანკა 3:1
გოლები: 0:1 ხუანხო (27), 1:1 პალანკა (36), 2:1 ლინარესი (54), 3:1 ხენერელო (57)


ტენერიფე-გრანადა  გადაიდო


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 14 10 2 2 33-13 32
2. ვალეკანო 15 9 3 3 26-15 30
3. სელტა 15 8 5 2 27-15 29
4. ბარსელონა B 14 7 3 4 21-19 24
5. სალამანკა 15 7 3 5 19-18 24
6. კარტახენა 15 6 4 5 20-18 22
6. ვალიადოლიდი 15 6 4 5 20-18 22
8. ლას პალმასი UD 15 5 6 4 25-24 21
9. ელჩე 15 5 6 4 14-14 21
10. ხერესიD 15 6 3 6 21-23 21
11. ვილიარეალი BB 15 6 2 7 18-25 20
12. გრანადა 14 5 4 5 24-19 19
13. ნუმანსიაD 15 5 3 7 16-17 18
14. ალკორკონი AD 15 5 3 7 19-23 18
15. კორდობაF 15 3 8 4 20-20 17
15. ხირონა 15 4 5 6 20-20 17
17. უესკა 15 3 7 5 11-16 16
18. უელვა 15 2 9 4 13-18 15
19. პონფერადინა 15 3 5 7 11-26 14
20. ალბასეტე 15 2 7 6 12-17 13
21. ტენერიფეD 14 3 4 7 12-20 13
22. ხიმნასტიკი 15 2 6 7 12-16 12


ბომბარდირები: 12 - ქუინი (ალკორკონი); 11 - ალექს გეიხო (გრანადა); 10 - არმენტეროსი (რაიო ვალეკანო); 9 - რ. კასტრო (ბეტისი); 8 - ტოჩე (კარტახენა).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული