მადრიდის "რეალის" ყოფილი ნახევარმცველი გუტი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, მას შემდეგ, რაც თურქეთში საკუთარი ავტომობილით ავტობუსს შეეჯახა. 34 წლის ფეხბურთელმა დილის 4 საათზე საჭე ვეღარ დაიმორჩილა, თუმცა უვნებელი გადარჩა, არ დაშავებულა არც ავტობუსის მძღოლი. გუტიმ პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად უარი განაცხადა ალკოჰოლის ტესტზე, რისთვისაც მას სერიოზული პრობლემები ელის სამართალდამცავებთან. გუტიმ 15 სეზონი "რეალში" გაატარა, ამ ზაფხულს კი მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა თურქულ "ბეშიქთაშთან", რომლის თანახმად ორ წელიწადში 2,7 მილიონ ევროს მიიღებს.
ნილმარი ყველაფრით კმაყოფილია
"ვილიარეალის" ბრაზილიელი ფორვარდი ნილმარი ყველაფრით კმაყოფილია ესპანეთში - მისი გუნდი
ფორლანი კიკეს მხარს უჭერს
მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელი ლიდერი დიეგო ფორლანი აცხადებს, რომ კრიზისულ სიტუაციაში გუნდის ფეხბურთელები უპირობოდ უჭერენ მხარს მწვრთნენ კიკე სანჩეს ფლორესს. "ჩვენ კარგად უნდა მოვუსმინოთ კრიტიკას, რადგან მწვრთნელი ძალიან გამოცდილი გვყავს და მისი თითოეული რჩევა ძვირფასია. პრესაში ათასი რამ იწერება, მაგრამ სინამდვილეში მწვრთნელთან ისევ ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, როგორც ადრე. ლიგაში ჩვენს სათქმელს მაინც ვიტყვით. ხანდახან ფანებს მოთმინება ღალატობთ, მაგრამ მე მათი ძალიან კარგად მესმის", - განაცხადა ფორლანმა.
"ლევანტესთან" 0:2 მარცხის შემდეგ "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გუნდს ასე ცუდად არასოდეს უთამაშია.
პირველი მერცხალი ატლეტიკოში
"კორინთიანსის" ნახევარმცველი ელიასი აცხადებს, რომ უკვე შეთანხმებულია მადრიდის "ატლეტიკოსთან" და იანვარში სათამაშოდ პრიმერადივიზიონში გადადის. ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ის ცრემლიანი დაემშვიდობა თანაგუნდელებს და საჯაროდ განაცხადა, რომ "ატლეტიკოში" 7 მილიონ ევროდ გადადის. სხვათა შორის, ელიასის შეძენა ლისაბონის "ბენფიკასაც" სურდა, მაგრამ "ატლეტიკომ" უკეთესი წინადადებით მოხიბლა 25 წლის ბრაზილიელი.
ელიას მენდეშ ტრინდადე ენერგიული ნახევარმცველია, კარგი პასით და ძლიერი შორეული დარტყმებით. ელიასმა "პალმეირასის" სკოლაში 8 წელიწადი გაატარა, მაგრამ ის პირველ გუნდში არ აიყვანეს. ამის შემდეგ ელიასმა უცნობი გუნდები მოიარა, სანამ 2008-ში "კორინთიანსში" შეამჩნიეს, სადაც 155 თამაშში 24 გოლი გაიტანა. ნოემბრის ბოლოს მანო მენეზესმა პირველად მიიწვია ელიასი ეროვნულ ნაკრებში, სადაც ჯერ დებიუტი არ ჰქონია.
ვის დარჩება სისე
"ვილიარეალი" სატრანსფერო ბაზარზე ტურინის "იუვენტუსს"მძაფრ წინააღმდეგობას გაუწევს "ფრაიბურგის" თავდამხმელ პაპის სისეს შეძენისთვის ბრძოლაში. 25 წლის სენეგალელი ზუსტად ერთი წელია "ფრაიბურგში". ამ სეზონში ბუნდესლიგის 15 მატჩში მან 11 გოლი გაიტანა. სისეს "ფრაიბურგთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში უსრულდება. სენეგალის ნაკრებში სისემ 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
რესინო ვალიადოლიდს უთავკაცებს
მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი თავკაცი აბელ რესინო, როგორც იქნა, დასაქმდა - ის სეგუნდადივიზიონში გავარდნილ "ვალიადოლიდს" გაწვრთნის. კონტრაქტის თანახმად, რესინო "ვალიადოლიდს" სეზონის ბოლომდე ჩაუდგება სათავეში, მაგრამ თუკი კლუბი პრიმერას საგზურს მოიპოვებს, რესინოს კონტრაქტი ავტომატურად 2012 წლამდე გაგრძელდება. გუშინ "ვალიადოლიდში" რესინოს პრეზენტაცია გაიმართა, დღეს კი ის გუნდში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.
აბელ რესინო 50 წლისაა, ის "ატლეტიკოს" მეკარე იყო 10 წლის განმავლობაში, ორჯერ ესპანეთის ნაკრების კარიც დაუცავს. მწვრთნელობისას მას "მურსიაში", "ლევანტეში", "კასტელონში" და "ატლეტიკოში" უმუშავია. რესინო 2009 წლის ოქტომბერში გაუშვეს "ატლეტიკოდან", მას მერე, რაც მადრიდული გუნდი "ჩელსისთან" 0:4 დამარცხდა.