ვინ იქნება რეალის იანვრის ყველაზე დიდი შენაძენი

AutoSharing Option

ჟოზე მოურინიომ გუშინ ამ კითხვაზე უპასუხა - კაკა. დიახ, პორტუგალიელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ტრავმამოშუშებული ბრაზილიელი სულ სხვაგვარად აათამაშებს "სამეფო კლუბს". კაკას მოურინიოს ხელმძღვანელობით ხეირიანად არც უთამაშია, ტრავმის გამო ისვენებდა. ამასობაში მესუთ იოზილი ისე მოერგო გუნდს, "რეალიც" ისე ათამაშდა, რომ ბევრი კაკას შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა, მაგრამ "განსაკუთრებული" სულ სხვა აზრისაა: "კაკა შეიძლება გახდეს იანვრის საუკეთესო შენაძენი, რადგან ბაზარზე არ არის თუნდაც ერთი ფეხბურთელი კაკას დონის. კაკა ჩვენი პრობლემების მალამოა". როგორც ჩანს, მოურინიო კაკას წინ წაწევს და თავდასხმაში ათამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელების

სატრანსფერო ინტერესებს შემდეგ ფეხბურთელებს უკავშირებენ: ედინ ჯეკოს, ემანუელ ადებაიორს, დიეგო მილიტოს და სხვებს.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული