მარესკა მალაგაში გადავიდა

AutoSharing Option
"მალაგამ" ოფიციალურად დაიმატა 30 წლის იტალიელი ნახევარმცველი ენცო მარესკა. ანდალუსიურმა კლუბმა მასთან კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე გააფორმა, თუმცა შეიძლება ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს.

"აქ დიდი იმედებით ჩამოვედი. მსურს გუნდს წარმატების მოპოვებაში დავეხმარო. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ პრიმერაში", - განუცხადა მარესკამ ესპანური კლუბის ოფიციალურ საიტს. ხუთშაბათს იტალიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მაგრამ 2011 წლის იანვრამდე ახალ კლუბში თამაშს ვერ შეძლებს. 

"მილანის" სკოლის აღზრდილი ენცო მარესკა პირველად ინგლისულ "ვესტ ბრომვიჩში" გამოჩნდა, შემდეგ იყო "იუვენტუსი", "ბოლონია", "პიაჩენცა" და "ფიორენტინა". 2005 წელს იგი
ესპანეთში გადაბარგდა, სადაც 4 სეზონი "სევილიაში" გაატარა. ენცო ბოლოს "ოლიმპიაკოსში" თამაშობდა, აგვისტოში კი საკუთარი კონტრაქტი გამოისყიდა და აქამდე უგუნდოდ იყო.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული