კრკიჩი საავადმყოფოში მოათავსეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი "რუბინთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. პირველ ტაიმსი კრკიჩმა თავში ძლიერი ტრავმა მიიღო რუსული გუნდის მცველ სალვატორე ბოკეტისთან შეჯახებისას. "ბარსას" მოთამაშემ მოედანი საკაცით დატოვა.

ფეხბურთელის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ექიმები ფრთხილობენ და ოთხშაბათამდე მისი საავადმყოფოში დატოვება გადაწყვიტეს. როდის შეძლებს კრკიჩი მოედანზე დაბრუნებას, უცნობია.

ამას გარდა, "რუბინთან" მატჩის დასაწყისში ტრავმის გამო "ბარსელონას" თავდამსხმელი ხეფრენიც შეცვალეს. მან მოედანი ფეხის კუნთის დაშავების გამო დატოვა. არაა გამორიცხული, რომ ფორვარდი მწყობრიდან დიდი ხნით გამოვიდა. ხეფრენის დაბრუნების ზუსტი ვადა მხოლოდ
სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული