კუნ შეუჩერებელი

AutoSharing Option

გახსოვთ ალბათ, ტურის წინათქმაში ვწუხდით - უქმეებზე მაინცდამაინც საინტერესო წყვილები არ "დაჯდაო". ჩვენი პესიმიზმი შაბათსვე გაქარწყლდა - სამივე მატჩმა ბევრი საინტერესო მომენტი გვაჩუქა: დაინიშნა ორი პენალტი და ორივე გოლკიპერთა საკბილო გახდა, მადრიდში ცოცხალი და საღსალამათი ალფონსო პერესის სახელობის სტადიონზე 9-კაციანმა "ხეტაფემ" "ვილიარეალს" შეურყია მესამე ადგილი, ანდალუსიური დერბი მოულოდნელი შედეგით დასრულდა - "ალმერიამ", რომელსაც 14 მატჩში 10 გოლი ჰქონდა გატანილი, ერთბაშად სამი შეაგდო "სანჩეს პისხუანზე", ხოლო "ატლეტიკომ" პირველივე ტაიმში კლასიკურად მოარბია "დეპორტივო", მეორეში კი უბრალოდ დაისვენა. იმ გადამწყვეტ 45-წუთეულაში მადრიდელთა ფორვარდმა

სერხიო "კუნ" აგუერომ დაუვიწყარი შოუ შემოგვთავაზა. სულ რომ ასე თამაშობდეს მარადონას სიძე, ვინ იცის, იქნებ სახელგანთქმულ სიმამრსაც გაჯიბრებოდა.

"ვისენტე კალდერონზე" მატჩს ერთი მოვლენა უძღვოდა წინ - პარასკევს "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს - 22 წლის აგუერომ გუნდთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა. არგენტინელს ხელშეკრულება 2012 წლის ზაფხულში უმთავრდებოდა, ახლა "კუნის" მსურველებმა "ატლეტიკოს" 60 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. თავად სერხიო კი "ატლეტიკოს" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა - წელიწადში 5,8 მილიონ ევროს მიიღებს. 

ლოგიკურიც იყო, რომ "კუნი" მოედანზე დამუხტული გავიდოდა, მაგრამ ასეთ "აფეთქებას" მაინც არ ველოდით. არგენტინელი I ტაიმში "დეპორის" ხუთივე მცველის (გუნდი ლიბეროთი თამაშობს!) და მეკარის სატკივარი იყო. მე-4 წუთზევე აგუერო დანიელ არანსუბიასთან პირისპირ გავიდა, გალისიელთა ბასკმა მეკარემ არგენტინელი მოცელა, მაგრამ შემდეგ თავადვე გამოასწორა შეცდომა - დიეგო ფორლანს პენალტი აუღო! სულ მალე აგუერომ ანგარიში გახსნა, მან ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, დიდებულად შეიჭრა საჯარიმოში და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა, მაგრამ იმას ვერსად წაუვა, რომ პასის მომენტში თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ფორლანი ბევრს ეცადა, ჯერ საჯარიმო დაარტყა კარგად, მაგრამ მეკარემ და ძელმა ერთდროულად იხსნეს გალისიელთა კარი, ორჯერ კი საჯარიმოში ბოლო მომენტში გადაეფარნენ ურუგვაელს "დეპორის" მცველები.

მოკლედ, შაბათს მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის დღე არ იყო. მეორე გოლიც "კუნმა" გაიტანა, მას შემდეგ, რაც რაულ გარსიამ დიდებული პასი მისცა - 2:0. აგუეროს ბომბარდირთა დავაში 7 გოლი (მხოლოდ ჩემპიონატში, ისე 13) გაუხდა და ფორლანს ერთით გაუსწრო. "ატლეტიკოს" ბოლო 12 მატჩში "კუნმა" 12-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე. მეორე ტაიმზე რა მოგახსენოთ, ქარიშხალი სახელად "კუნი" ჩადგა, მოედანზე კი საინტერესო ბევრიც აღარაფერი მოხდა. ასე დაასრულა "ატლეტიკომ" წაგებების სამმატჩიანი სერია.

სერხიო აგუერო: "ჩვენ გვჭირდებოდა ეს მოგება! გუნდი ძალიან ცუდად თამაშობდა. მწვრთნელი ძალიან ბევრს გვიხსნიდა მე და დიეგო ფორლანს, ვიდეომაგალითებითაც კი აღგვიწერა რა უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენ ეს ყველაფერი მოედანზე გადმოვიტანეთ. "ატლეტიკო" ის გუნდია, რომელიც თუ ცხრილის თავში არა, სადღაც სიახლოვეს უნდა იყოს".

სევილიაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ახლახან ზარ-ზეიმით მიღებულ გრეგორიო მანსანოს შეიძლება კარზე მიუთითონ. თავად მწვრთნელიც აღიარებს, რომ "სევილიაში" ყველაფერი ცუდადაა: "რაღაც რაღაცები კარგად გამოგვდიოდა, მოგების წყურვილიც გვეტყობოდა, მაგრამ რეალობა დღეს სხვანაირია. ახლა მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ". 

მაინც რა მოხდა დერბიში? "ალმერიას" აქამდე მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა სეზონში, გოლების რაოდენობაზე უკვე მოგიყევით. ლომის წილი ამ მატჩშიც არგენტინელმა დაიდო - "ალმერიას" ტანმორჩილმა, მაგრამ სხარტმა და ტექნიკურმა ნახევარმცველმა პაბლო პიატიმ, რომელმაც დუბლი შეასრულა. სანამ მის გოლებზე ვიტყვით (ერთი სულაც შედევრი იყო), დიეგო ალვეშის კართან მომხდარ ერთ ეპიზოდზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას - თამაში 20 წუთის დაწყებული იყო, როცა ფაბიან ვარგასმა ხელით ითამაშა საჯარიმოში და მსაჯმაც პენალტი დანიშნა სტუმართა კარში. მაგრამ როცა კარში დიეგო ალვეში დგას, პენალტი ავტომატურად გოლს სულაც არ ნიშნავს - ბრაზილიელმა მეკარემ სევილიელთა კაპიტან ფრედერიკ კანუტეს დარტყმა კუთხურზე მოიგერია. 

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა "ალმერიამ" ანგარიში გახსნა ვარგასის საქმეში ჩარევამ ისევ ალიაქოთი გამოიწვია, ამჯერად მსაჯთან იმას კამათობდნენ გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი, მას შემდეგ, რაც ვარგასმა თავით დაარტყა. გამეორებაზეც არ ჩანდა ეს კარგად, თუმცა მსაჯი შეუვალი იყო - 0:1. სხვათა შორის, თამაში ძალიან ცოცხალი და თვალსასეირო იყო, "სევილია" ბევრს და ლამაზად უტევდა, ოლტრას გუნდი კი მწარედ "იკბინებოდა". მოკლედ, ნამდვილი დერბი იყო და გაგრძელებაც შესანიშნავი გამოდგა - პაბლო პიატი ბრწყინვალედ შეიჭრა მეტოქის ნახევარზე, შემოტრიალდა და ცაციათი დიდებული დარტყმით გაიტანა, ბურთი ხარიხას მოხვდა და ისე შევარდა პალოპის კარში. კანუტემ საპასუხო შეტევაშივე გაიტანა, სიტუაციაც კვლავ დაიძაბა, მაგრამ მუჯლუგუნისთვის მასპინძლებს ალექსისი გაუძევეს, პიატიმ კი იქვე დასაჯა მეტოქე - კრუსატის ჩამოწოდებული ბურთი ქუსლით გადაგზავნა მასპინძელთა კარში - 1:3. 

"ხეტაფე"-"ვილიარეალის" მატჩზე მოკლედ ვიტყვით - ტაიმის მიწურულს ბრაზილიელმა ნილმარმა ისეთი სიჩქარე "ჩართო" ადგილიდან, რომ კატა დიასს სხვა გზა აღარ დაუტოვა და მცველმაც მხოლოდ წითელი ბარათის მიღების ხარჯზე შეაჩერა ბომაბრდირი. მეორე ტაიმში "ვილიარეალი" მეთოდურად უტევდა, ცდილობდა რიცხობრივი უპირატესობა აკადემიურად გამოეყენებინა და რა მიიღო? ბოლო წუთზე გამოხდა მასპინძელი ხუან ალბინი და "ხეტაფეს" 1:0 მოაგებინა. გახარებულმა მაისური წაიძრო, მაგრამ დაავიწყდა, რომ ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა.

გუშინ ბასკურმა "ატლეტიკმა" უმნიშვნელოვანესი თამაშის ბედის ჩარხი შემოატრიალა. "ესპანიოლი" იტალიელი ოსვალდოს გოლის წყალობით იგებდა, მაგრამ "სან მამესზე" ბასკებმა ბოლო 20 წუთში იყოჩაღეს - ჯერ ანდონი ირაოლას ჩაწოდებულს კართან ახლოს თავით შეწვდა გოლიათი ლორენტე და სეზონში მე-10 გოლი გაიტანა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა დავიდ ლოპესმა ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 2:1. 

მანუელ პელეგრინის "მალაგა" ალიკანტეში შერცხვა - 1:4. არადა თავიდან ანდალუსიელები დაწინაურდნენ სება ფერნანდესის გოლის წყალობით. თამაშის ბედი მეორე ტაიმის ხუთწუთიან მონაკვეთში გადაწყდა, როცა ჯერ ტრეზეგემ გაიტანა, ერთ წუთში კი დრენტემ პენალტით შეაგდო, ბოლოს აბრამ პასმა თავით დაამატა ნელსონ ვალდესის დარტყმულს. მატჩის მიწურულს ბოლო გოლი კიკომ გაიტანა. ასეთი დაცვით "მალაგას" პელეგრინი კი არა მამაზეციერი ვერ უშველის.

"ბარსელონასთან" არ გამოსდის თორემ "სამეფო კლუბი" სხვებს მასტერკლასებს უტარებს. ამჯერად, ჟოზე მოურინიოს გუნდის ლექციას აუტსაიდერმა "სარაგოსამ" "უსმინა".  ანგარიში მესუთ იოზილმა გახსნა, როცა მარსელოს პასით ფეხებს შორის გაუტანა ლეო ფრანკოს. ტაიმის მიწურულს კრიშტიანო რონალდომ საფირმო საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი თავი ანხელ დი მარიამ გამოიჩინა. "სარაგოსა" მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდა ნიკოლას ბერტოლოს აქტიურობას კარვალიოს უხეშობა და გაბის პენალტი მოჰყვა - 1:3. "რეალს" ამის შემდეგაც შეეძლო გატანა (ბენზემა, ლასანა), მაგრამ "სამეფო კლუბმა" სამი გოლი იკმარა.

”ბარსელონა" უკვე მე-8 წუთზე დაწინაურდა "რეალ სოსიედადთან" მატჩში, თავი დავიდ ვილიამ გამოიჩინა. მატჩის ბედი სტარტიდან ნახევარი საათის გასვლის შემდეგ გადაწყდა, როცა "ოქროს ბურთის" მოპოვების მთავარმა კანდიდატმა ანდრეს ინიესტამ გაიტანა. მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდოს წამოეწია. მათ 17-17 გოლი აქვთ გატანილი.

მომდევნო ტური
19 დეკემბერი: ალმერია-ხეტაფე, დეპორტივო-სპორტინგი, ესპანიოლი-ბარსელონა, ლევანტე-ბილბაო, მალაგა-ატლეტიკო, ოსასუნა-სარაგოსა, რასინგი-ერკულესი, რეალი-სევილია, რეალ სოსიედადი-ვალენსია, ვილიარეალი-მალიორკა.

 


ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური
ხეტაფე-ვილიარეალი 1:0

ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - მ. ტორესი, კ. დიასი, მარკანო, მანე - ვ. სანჩესი, პარეხო (83. კასკერო) - პ. რიოსი, მანუ (68. ალბინი), გავილანი (46. რაფა) - მიკუ. 
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, მარჩენა (70. კატალა), მუსაჩიო, კაპდევილა - მ. სენა, ბრუნო - კასორლა (77. მონტერო), ბ. ვალერო, კანი (53. მ. რუბენი) - ნილმარი. 
გოლი: 1:0 ალბინი (88)
გაფრთხილება: მანე, ვ. სანჩესი, მიკუ, ალბინი - ბრუნო
გაძევება: კ. დიასი (41), ალბინი (90)
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 9-14 (3-7); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 10 000

სევილია-ალმერია 1:3
სევილია (4-4-2): პალოპი - დაბო, კასერესი, ალექსისი, ფ. ნავარო - ხ. კარლოსი (66. ალფარო), რენატო (64. რომარიკი), ზოკორა, კაპელი - კანუტე, ნეგრედო (77. აკოსტა). 
ალმერია (4-2-3-1): დ. ალვეში - ხუანმა ორტისი (64. ლილიო), კ. გარსია, აკასიეტე, იაკობსენი - მბამი, კორონა (72. ვალერი) - ვარგასი, პიატი, კრუსატი - კ. უჩე (87. ულოა).

გოლები: 0:1 ვარგასი (48), 0:2 პიატი (81), 1:2 კანუტე (84), 1:3 პიატი (90)
შენიშვნა: კანუტემ ვერ გაიტანა პენალტი (21)
გაფრთხილება: ზოკორა, პალოპი, ალექსისი - ვარგასი, ხუანმა ორტისი, იაკობსენი
გაძევება: ალექსისი (89)
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 19-16 (8-9); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 43 200


ატლეტიკო-დეპორტივო 2:0
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, პერეა, დომინგესი, ფ. ლუიში - რეიესი (85. დ. კოშტა), რ. გარსია (82. მ. სუარესი), ტიაგო, სიმაო - ფორლანი (78. ფ. მერიდა), აგუერო. 
დეპორტივო (5-4-1): არანსუბია - მ. პაბლო, კოლოტო, აიტამი (46. ხ. დომინგესი), ლოპო, სეოანე - საული, ხ. როდრიგესი (81. ვალერონი), ტომასი, ურეტა (65. ადრიანი) - ლასადი.
გოლები: 1:0 აგუერო (8), 2:0 აგუერო (35)
შენიშვნა: ფორლანმა ვერ გაიტანა პენალტი (5)
გაფრთხილება: პერეა - არანსუბია, მ. პაბლო, ხ. როდრიგესი
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 20-5 (7-0); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 35 600

სპორტინგი-ლევანტე 1:1

სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - ლორა, ბოტია, გრეგორი, ანხელი - რივერა, ეგურენი - დე ლას კუევასი (70. ნ. ნოვო), ს. ალვარესი (46. კარმელო), დ. კასტრო - სანგოი (59. ბარალი).
ლევანტე (4-2-3-1): მ. რეინა - ხ. ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - პალიარდო, ხ. ტორესი - ნადალი (80. მუნიოსი), რ. სუარესი (58. სერხიო), ხუანლუ - ფ. კაისედო (76. რაფა ხორდა).
გოლები: 0:1 კაისედო (72), 1:1 ეგურენი (80)
გაფრთხილება: ს. ალვარესი, სერხიო - რეინა, რ. სუარესი, ხუანფრანი, რაფა ხორდა, ნანო
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 15-4 (5-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 20 000


ერკულესი-მალაგა 4:1
ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პასი, პამარო, პენია - აგილარი (60. კიკო),  ტ. გომეში - ტოტე (83. პორტილიო), ვალდესი, დრენტე - ტრეზეგე (77. კრისტიანი). 
მალაგა (4-4-2): რუბენი - გამესი, სტადსგაარდი (59. ი. გონსალესი), ველიგტონი, მტილიგა - ელიზეუ, ს. სილვა, რესიო (71. ქუინსი), დუდა (52. ფერნანდო) - რონდონი, ს. ფერნანდესი.
გოლები: 0:1 ს. ფერნანდესი (11), 1:1 ტრეზეგე (67), 2:1 დრენტე (68-პენ), 3:1 პასი (71), 4:1 კიკო (81)
გაფრთხილება: დრენტე, პასი, პამარო, ტ. გომეში, ტრეზეგე, ვალდესი - დუდა, ს. სილვა, ველიგტონი, მტილიგა
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 19-8 (7-5); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 22 000


მალიორკა-რასინგი 0:1
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რამისი, კორალესი - ვიქტორი, მარტი - კასტრო (66. ვიქტორი), დე გუზმანი (61. ნსუე), პერეირა - ვებო.
რასინგი (4-4-2): ტონიო - პინილიოსი, ენრიკე, ტორეხონი, კრისტიანი - კენედი (88. სერანო), კოლსა, ლასენი, ადრიანი (77. ნაუელპანი) - როზენბერგი (83. ი. ბოლადო), მუნიტისი.
გოლი: 0:1 სერანო (90)
გაფრთხილება: რამისი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-10 (4-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 13 000


ბილბაო-ესპანიოლი 2:1
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ამორებიეტა, კოიკილი - სუსაეტა (55. დ. ლოპესი), გურპეგი, ხ. მარტინესი (46. ორბაისი), მუნიაინი (81. გაბილონდო) - ფ. ლორენტე, ტოკერო.
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ჩიკა, ფორლინი, რუისი, დიდაცი - დუშერი (79. ალვარო), ვერდიუ - კალეხონი (86. ს. გარსია), ლ. გარსია, დატოლო (65. დ. ლოპესი) - ოსვალდო.
გოლები: 0:1 ოსვალდო (33), 1:1 ფ. ლორენტე (73), 2:1 დ. ლოპესი (78)
გაფრთხილება: ამორებიეტა, გურპეგი, ორბაისი - ჩიკა, ოსვალდო, დიდაცი, ვერდიუ
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 16-11 (7-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 35 000


სარაგოსა-რეალი 1:3
სარაგოსა (4-2-3-1): ლ. ფრანკო - დიოგო, ლანსარო, იაროშიკი, პარედესი (84. პინტერი) - გაბი, ედმილსონი (52. პონსიო) - ლაფიტა, ანდერი, ბერტოლო - სინამა-პონგოლე (52. მ. პერესი). 
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ლ. დიარა, ჩაბი ალონსო - დი მარია (89. მორატა), იოზილი (84. მ. დიარა), რონალდო - ბენზემა (78. გრანერო).
გოლები: 0:1 იოზილი (14), 0:2 რონალდო (44), 0:3 დი მარია (46), 1:3 გაბი (53-პენ)
გაფრთხილება: გაბი, ლანსარო, ბერტოლო - არბელოა, მარსელო, რ. კარვალიო, ჩაბი ალონსო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 6-20 (3-7); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 29 300


ბარსელონა-რეალ სოსიედადი 5:0
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, აბიდალი, მაქსველი - ჩავი (66. კეიტა), მასკერანო (51. ბუსკეტსი), ინიესტა - პედრო (60. კრკიჩი), მესი, ვილია. 
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - რივასი, ელუსტონდო - ჩ. პრიეტო (79. სარპონგი), არანბურუ (55. ზურუტუზა), გრიზმანი - ხ. ლორენტე (68. რ. ტამუდო).
გოლები: 1:0 ვილია (8), 2:0 ინიესტა (32), 3:0 მესი (46), 4:0 მესი (86), 5:0 კრკიჩი (89)
გაფრთხილება: მასკერანო
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 21-2 (9-0); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 74 900

ვალენსია-ოსასუნა დღეს


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 15 13 1 1 46-8 40
2. რეალი 15 12 2 1 38-12 38
3. ვილიარეალი 15 9 3 3 27-13 30
4. ესპანიოლი 15 9 1 5 17-17 28
5. ვალენსია  14 7 3 4 19-15 24
6. ატლეტიკო 15 7 2 6 24-19 23
7. ხეტაფე 15 7 2 6 23-20 23
8. ბილბაო 15 7 1 7 23-26 22
9. სოსიედადი 15 7 1 7 21-25 22
10. მალიორკა 15 6 3 6 15-17 21
11. სევილია 15 6 2 7 21-26 20
12. ერკულესი 15 5 3 7 18-22 18
13. რასინგი 15 5 2 8 13-23 17
14. დეპორტივო 15 4 5 6 12-18 17
15. ოსასუნა 14 4 3 7 12-17 15
16. ლევანტე 15 4 3 8 17-24 15
17. ალმერია 15 2 7 6 13-22 13
18. მალაგა 15 4 1 10 20-32 13
19. სპორტინგი 15 2 5 8 12-23 11
20. სარაგოსა 15 1 6 8 14-27 9


ბომბარდირები: 17 - რონალდო (რეალი), მესი (ბარსელონა); 10 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 9 - ნილმარი (ვილიარეალი), ვილია (ბარსელონა); 8 - როსი (ვილიარეალი), ტრეზეგე (ერკულესი); 7 - აგუერო (ატლეტიკო), იგუაინი (რეალი).



სეგუნდადივიზიონი. XVI ტური

პონფერადინა-კარტახენა 1:2
გოლები: 0:1 ვიქტორი (43), 1:1 ოსკარი (80), 1:2 მუნიოსი (83)

ვალიადოლიდი-ნუმანსია 4:5
გოლები: 1:0 გუერა (22), 1:1 სედრიკი (27), 2:1 გუერა (33), 2:2 ინიგო (45), 2:3 ბარკერო (67), 3:3 გუერა (70), 3:4 ბარკერო (72), არსო (84), 4:5 ბარკერო (90)

ვილიარეალი B-უესკა 1:1
გოლები: 1:0 ნილსენი (57), 1:1 დერვიტი (64 ს.კ.)

ბეტისი-კორდობა 3:1
გოლები: 1:0 მოლინა (30), 2:0 ირინეი (33), 2:1 კალეხონი (52), 3:1 რ. კასტრო (73)

ალკორკონი-ელჩე 0:1
გოლი: 0:1 მანტეკონი (53)

ლას პალმასი-ხერესი 0:3
გოლები: 0:1 რ. ლორენტე (52), 0:2 რედონდო (66), 0:3 ხოსე მარი (79)

ხირონა-სელტა 1:1
გოლები: 0:1 კატალა (32), 1:1 ლუსო (64)

სალამანკა-რაიო ვალეკანო 0:1
გოლი: 0:1 მარკესი (17 ს.კ.)

ალბასეტე-ბარსელონა B 2:2
გოლები: 1:0 ასენი (30), 2:0 ტატო (51), 2:1 ნოლიტო (68), 2:2 სორიანო (72)

გრანადა-ხიმნასტიკი 6:1
გოლები: 1:0 ორელანა (13), 2:0 კოლანტესი (29-პენ), 3:0 ა. გეიხო (30), 3:1 კამპოსი (55), 4:1 ლოპესი (68), 5:1 ა. გეიხო (70), 6:1 აბელი (83)

უელვა-ტენერიფე 3:0
გოლები: 1:0 პ. სანჩესი (45), 2:0 მარტინი (59), 3:0 ვასკესი (90)


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 16 11 3 2 38-16 36
2. ვალეკანო 16 10 3 3 27-15 33
3. სელტა 16 8 6 2 28-16 30
4. ბარსელონა B 16 7 5 4 25-23 26
5. კარტახენა 16 7 4 5 22-19 25
6. ხერესი 16 7 3 6 24-23 24
7. ელჩე 16 6 6 4 15-14 24
8. სალამანკა 16 7 3 6 19-19 24
9. გრანადა 15 6 4 5 30-20 22
10. ვალიადოლიდი 16 6 4 6 24-23 22
11. ნუმანსია 16 6 3 7 21-21 21
12. ლას პალმასი 16 5 6 5 25-27 21
13. ვილიარეალი B 16 6 3 7 19-26 21
14. ხირონა 16 4 6 6 21-21 18
15. უელვა 16 3 9 4 16-18 18
16. ალკორკონი 16 5 3 8 19-24 18
17. კორდობა 16 3 8 5 21-23 17
18. უესკა 16 3 8 5 12-17 17
19. პონფერადინა 16 3 5 8 12-28 14
20. ალბასეტე 16 2 8 6 14-19 14
21. ტენერიფე 15 3 4 8 12-23 13
22. ხიმნასტიკი 16 2 6 8 13-22 12


ბომბარდირები: 13 - ა. გეიხო (გრანადა); 12 - ქუინი (ალკორკონი); 11 - რ. კასტრო (ბეტისი); 10 - გუერა (ვალიადოლიდი), არმენტეროსი (რაიო ვალეკანო); 8 - ტოჩე (კარტახენა), ხოსე მარი (ხერესი).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული