ლამაზი გოლი, საოცნებო დებიუტი და განსაკუთრებული არჩევანი

AutoSharing Option

კრიშტიანო რონალდო მიიჩნევს, რომ კვირას "სარაგოსას" კარში კარიერის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა. 44-ე წუთზე პორტუგალიელმა აუტსაიდერის კარში ყუმბარისებური დარტყმით გაიტანა. "ჩემი გოლი "რეალის"კარგი  გუნდური თამაშის დაგვირგვინება იყო. მიხარია, რომ ის ასეთი ლამაზი გამოვიდა. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და ეს რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა გაგრძელდეს. "სარაგოსასთან" თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ პირველი გოლის შემდეგ გაგვიიოლდა. ქებათაქება მესუთს ამისთვის", - განაცხადა "რეალის" ბომბარდირმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

კვირას "რეალის" შემადგენლობაში 18 წლის ალვარო მორატას დებიუტი შედგა. ის მეორე ტაიმში შევიდა "სარაგოსას" წინააღმდეგ მატჩში,

თამაშის შემდეგ კი მორატა სიხარულისგან ლამის ჭკუიდან გადავიდა: "ამ დებიუტზე ვოცნებობდი. არ მეგონა თუ ასე მალე ამიხდებოდა ოცნება. ახლა ამ მაისურას სათუთად შევინახავ სახლში და სულ რომ 20 მილიონი ევრო გადამიხადონ არ გავყიდი. პირველივე წუთზე შემეძლო გატანა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მატჩის შემდეგ მოურინიო ჩემთან მოვიდა და წარმატებული დებიუტი მომილოცა. ამ ღამეს ცხოვრებაში არ დავივიწყებ".

ამ თამაშში "რეალის" კარი მე-400-ედ დაიცვა იკერ კასილიასმა. მატჩის შემდეგ იკერმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი მიღწევა და პატივია: "400 მატჩი "რეალში" არ არის იოლი მისაღწევი, მე ამით ვიამაყებ".

თამაშის შემდეგ ჟოზე მოურინიომ საუკეთესო ფეხბურთელად მის გუნდში არც კრიშტიანო რონალდო დაასახელა, არც ანხელ დი მარია და არც ჩაბი ალონსო, თუმცა კი სამივე თანაბრად იმსახურებდა ამას. პორტუგალიელმა სპეციალსტმა ფრანგი ლასანა დიარა გამოჰყო.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული