ევროპის სპორტულ ჟურნალთა (ესმ) ასოციაციამ გასულ კვირაში დაასახელა კონტინენტის ნოემბრის თვის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ესპანურ ლა ლიგას ჰყავს - 5. უფრო ზუსტები რომ ვიყოთ - "ბარსელონას". თვის რჩეულთა შორის ოთხი ფეხბურთელი ინგლისური პრემიერლიგიდან მოხვდა, თითო სერია ა და ბუნდესლიგიდან. შეგახსენებთ, რომ ესმ-ში გაერთიანებულნი არიან ევროპის ყველაზე ავტორიტეტული სპორტული ჟურნალები: "ა ბოლა" (პორტუგალია), "დონ ბალონი" (ესპანეთი), "კიკერი" (გერმანია), "ლა გაძეტა დელო სპორტი" (იტალია), "ფანატიკი" (თურქეთი), "სპორტ ექსპრესი" (რუსეთი), "ვორლდ სოკერი" (დიდი ბრიტანეთი) და სხვები.
თვის გუნდის გამოკითხვაში 11-მა
მოკლედ, ნოემბრის თვის ნაკრები ასე გამოიყურება:
რომან ვაიდენფელერი ("დორტმუნდი", ბუნდესლიგა, გერმანია) - დანი ალვეში ("ბარსელონა", ლა ლიგა, ბრაზილია), კარლეს პუიოლი ("ბარსელონა", ლა ლიგა, ესპანეთი), ნემანია ვიდიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი", პრემიერლიგა, სერბეთი), პატრის ევრა ("მანჩესტერ იუნაიტედი", პრემიერლიგა, საფრანგეთი) - ჩავი ერნანდესი ("ბარსელონა", ლა ლიგა, ესპანეთი), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ლა ლიგა, ესპანეთი), გარეთ ბეილი ("ტოტენჰემი", პრემიერლიგა, უელსი) - დიმიტარ ბერბატოვი ("მანჩესტერ იუნაიტედი", პრემიერლიგა, ბულგარეთი), ლიონელ მესი ("ბარსელონა", ლა ლიგა, არგენტინა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მილანი", სერია ა, შვედეთი).