დონ ბალონის რჩეულნი და ყველაზე ერთგულები

AutoSharing Option

ესპანური ყოველკვირეული ჟურნალი "დონ ბალონი", რომელიც 1975 წლიდან ბარსელონაში გამოიცემა, პრიმერას ყოველ ტურში უწერს შეფასებებს ფეხბურთელებს. რაც სეზონი დაიწყო, ყველაზე მეტი ქულა "ბარსელონას" შემტევმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ დააგროვა (109), მაგრამ მან 15-ვე თამაშში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ ერთ მატჩში მიღებული შეფასებების მიხედვით კი უდავო ლიდერი მისი თანაკლუბელი ლეო მესია, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა (და 17 გოლი გაიტანა!). მესი "დონ ბალონის" შეფასებებით საშუალოდ 7,85 ქულას აგროვებს მატჩში.

აღსანიშნავია, რომ სულ ლა ლიგის 8 ვარსკვლავის საშუალო შეფასება სცდება 7-ქულიან ზღვარს

და მათ შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი (3) "ვილიარეალს" ჰყავს! მესისთან ყველაზე ახლოს "ელ სუბმარინოს" იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი გახლავთ - 7,43 ქულა. მესამე ადგილზე ანდრეს ინიესტაა (7,27).


ლა ლიგის ტოპ-20 ("დონ ბალონის" მიხედვით)

ფეხბურთელი კლუბი თ ქ საშ
1. ლეო მესი ბარსელონა 13 102 7,85
2. ჯუზეპე როსი ვილიარეალი 14 104 7,43
3. ანდრეს ინიესტა ბარსელონა 15 109 7,27
4. ბორხა ვალერო ვილიარეალი 13 94 7,23
5. ნელსონ ვალდესი ერკულესი 11 79 7,18
6. სანტი კასორლა ვილიარეალი 15 106 7,07
7. დიეგო ალვეში ალმერია 15 105 7,00
8. კრიშტიანო რონალდო რეალი 15 105 7,00
9. ნილმარი ვილიარეალი 15 104 6,93
10. დუდუ ავატე მალიორკა 14 96 6,86
11. დავიდ ვილია ბარსელონა 14 95 6,79
12. კარლოს კამენი ესპანიოლი 11 74 6,73
13. ჩავი ბარსელონა 13 87 6,69
14. დიეგო ლოპესი ვილიარეალი 15 100 6,67
15. დანი პარეხო ხეტაფე 14 93 6,64
16. კარლოს მარჩენა ვილიარეალი 13 86 6,62
17. დავიდ დე ხეა ატლეტიკო 15 99 6,60
18. დანი ალვეში ბარსელონა 15 99 6,60
19. ნოე პამარო ერკულესი 15 99 6,60
20. ჩაბი პრიერო სოსიედადი 15 99 6,60

"დონ ბალონი" შეფასებებს მწვრთნელებსაც უწერს. გთავაზობთ დღეისათვის ტოპ ხუთეულს.

1. გარიდო ვილიარეალი 6,93
2. გვარდიოლა ბარსელონა 6,80
3. პოჩეტინო ესპანიოლი 6,66
4. მოურინიო რეალი 6,60
5. ოლტრა ალმერია 6,33

15 ტურის გასვლის შემდეგ პრიმერაში სულ 13 ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში შეუცვლელად, სრული 1350 წუთი ითამაშა. ამ ჩამონათვალში ერთი ფეხბურთელიც არაა "ბარსელონადან", კატალონიური გრანდის ნებისმიერი ფეხბურთელი ერთხელ მაინც შეცვალეს ამ სეზონში. ჟოზე მოურინიოს გუნდში კი შეუცვლელი ორია, პორტუგალიელი ჯერჯერობით კრიშტიანო რონალდოსა და ჩაბი ალონსოს გარეშე ფონს ვერ გადის, მაგრამ მოუწევს - შემდეგი ტურისთვის ბასკი დისკვალიფიცირებულია. სხვა მარათონელები არიან: სან ხოსე და ირაოლა (ბილბაო), პამარო (ერკულესი), ბალესტეროსი (ლევანტე), ველიგტონი (მალაგა), მიკელ გონსალესი და კარლოს მარტინესი (რეალ სოსიედადი), ლორა (სპორტინგი), ბრუნო და ანხელი (ვილიარეალი) და გაბი (სარაგოსა).
პრიმერაში ყველაზე მეტი მაყურებელი "კამპ ნოუზე" კი დადის, მაგრამ სტადიონების შევსების მხრივ მადრდიდის "სანტიაგო ბერნაბეუ" ლიდერობს - ახალ სეზონში 80-ათასიან სტადიონს "რეალის" გულშემატკივარი 94,55 პროცენტით ავსებს. ასევე ერთგული გულშემატკივარი ჰყავს ბილბაოს "ატლეტიკსა" და "ვილიარეალს", ყველაზე მეტად კი "რიასორი" მოიკოჭლებს - "დეპორტივოს" თამაშებზე სტადიონი მხოლოდ 38,4%-ით ივსება. ეს გასაკვირიც არაა, წლეულს "დეპორტივო" ცუდად ასპარეზობს.

1. სანტიაგო ბერნაბეუ რეალი 80 000 94,5%
2. სან მამესი ბილბაო 40 000 89,7
3. ელ მადრიგალი ვილიარეალი 22 000 88,3
4. კამპ ნოუ ბარსელონა 98 800 82,0
5. ანოეტა სოსიედადი 32 000 81,0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული