გასულ ტურში ესპანურ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჟოზე მოურინიოს გამონაქთვამმა ძაღლებსა და კატებზე. პორტუგალიელი თავკაცის ნათქვამი ყველამ თავისებურად გაიგო - ბევრმა ის ტაქტიკას დაუკავშირა - ძაღლები - 4-3-3, კატები - 4-4-2, ზოგმა კი მიიჩნია, რომ "განსაკუთრებულმა" იგუაინი მოიხსენია ძაღლად, ხოლო ბენზემა - კატად, აქა-იქ ცხოველთა დამცველებიც აღშფოთდნენ. "რეალის" თავკაცმა კი ეს თქვა: "ყველაფერს წყვეტს ტაქტიკა და არა ფეხბურთელი. სანადიროდ თუ ძაღლებით წახვალ მოინადირებ კიდეც. თუკი სანადიროდ კატებით წახვალ, ნანადირევი ნაკლები იქნება". თუმცა მოურინიოს კატებზე და ძაღლებზე მეტად კონკრეტულ თამაშზე მოუწევს
გუშინ "სამეფო კლუბმა" ვარჯიში განაახლა, მაგრამ მოედანზე კრიშტიანო რონალდოს ვერ ნახავდით. პორტუგალიელმა ვარსკლავმა ტრენაჟორების დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. ჯერ უცნობია რით იყო ეს განპირობებული. სავარაუდოდ, "რეალის" ლიდერი "სევილიას" წინააღმდეგ ჩვეულებრივად ითამაშებს. მოურინიოსთვის ყველაზე სასიხარულო სიახლე სამი ხედირას გამოჯანმრთელებაა. ხედირა წინა ტურს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა, მაგრამ მაინც ვერ ითამაშებდა, კუნთის პრობლემის გამო. ახლა კი ხედირას გამოჩენა ორმაგად მნიშვნელოვანია - "სარაგოსასთან" ყვითელი ბარათი ჩაბი ალონსომ მიიღო და ის, როგორც მარსელო, ანდალუსიელებთან დაპირისპირებას გამოტოვებს.
გუშინ ინდივიდუალურად ივარჯიშეს რაულ ალბიოლმა და მაჰამადუ დიარამაც, თუმცა მათ ტრავმები არ აქვთ - უბრალოდ, წინა დღით რონალდოსა და ზიდანის მეგობრების ნაკრებში ითამაშეს ათენში საქველმოქმედო მატჩში. შეგახსენებთ, რომ იგუაინი, დუდეკი, გაგო, რამოსი და კაკა ტრავმირებულნი არიან და მათი იმედი ჟოზეს არ უნდა ჰქონდეს. თავსატეხი გააჩინა მარსელოს დისკვალიფიკაციამაც. რეალურად "რეალს" სამი განაპირა მცველი ჰყავს, სერხიო რამოსი ტრავმირებულია, ალვარო არბელოას კი შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, მაგრამ არა ერთდროულად. "დიარიო ასი" მიიჩნევს, რომ ლასანა დიარას თავისუფლად შეუძლია მარჯვენა მცველად თამაში, ამ შემთხვევაში არბელოა მარცხნივ გადავა, ხედირას კი შუახაზში მაჰამადუ დიარა შეუწყვილდება.
ვარჯიში იმით დაიწყო, რომ კასილიასმა ბაზაზე მუნდიალის "ოქროს ხელთათმანი" მიიტანა და თანაგუნდელებმა იკერს ეს აღიარება კიდევ ერთხელ მიულოცეს. ჟოზემ სარეზერვო გუნდიდან "სევილიასთან" მატჩისთვის მეკარე ფერნანდო პაჩეკო, ალექს ფერნანდესი, პაბლო სარაბია, ხუანფრანი და ალვარო მორატა გადაიყვანა. აქედან ბოლო ორს თითქმის ას-პროცენტიანი შანსი აქვს "სევილიასთან" მატჩის განაცხადში მოხვედრის. ხუანფრანს მარსელოს სავარაუდო შემცვლელადაც კი განიხილავენ.