იაპონელი ლა ლიგაში?

AutoSharing Option
"მალიორკა" თითქმის შეუთანხმდა იაპონური ჯეი ლიგის კლუბ "სერესო ოსაკას" 24 წლის ნახევარმცველ ახირო იენაგას ტრანსფერზე. ეს ის იენაგაა, რომლის ტრანსფერიც ინგლისურ "პლიმუთში" 2008 წელს ჩაიშალა, ბრიტანეთში მას შრომის უფლება არ მისცეს.

იენაგას იაპონიის ნაკრებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა პერუს ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა მას შემდეგ ის ეროვნულ გუნდში აღარ მიუწვევიათ. მიქაელ ლაუდრუპის გუნდი, რომელიც სეზონის დასაწყისში გაკოტრებას ძვლივს გადაურჩა, თუმცა ევროთასების ლიცენზია ვერ მიიღო, ახლაც ფინანსურ კრიზისშია. ამბობენ, რომ კლუბის თითოეული ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული