ბენზემამ, რომელიც "რეალმა" 2009 წელს "ლიონისგან" შეიძინა, ბოლო დროს მადრიდელთა თავკაცის ჟოზე მოურინიოს ნდობა დაკარგა და შესაძლოა გუნდი უკვე იანვარში დატოვოს.
თავიდან "რეალი" ბენზემას გაყიდვას და "ტოტენჰემიდან" გარეთ ბეილის გადმობირებას გეგმავდა, მაგრამ უარის მიღების შემდეგ, მზერა კლიშის მიაპყრო, რომელიც მარსელოს შესანიშნავი შემცვლელი შეიძლება გახდეს.