პეროტის 2-3 კვირა გაუცდება

AutoSharing Option
"სევილიას" ნახევარმცველი დიეგო პეროტი, რომელმაც ევროპის ლიგაში დორტმუნდის "ბორუსიასთან" ტრავმა მიიღო, რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ჰავბეკს მუხლის ტრავმა დაუდგინეს. ასე რომ, პეროტა "რეალთან", "მალაგასთან" და "ოსასუნასთან" შეხვედრებს გამოტოვებს. ვარაუდობენ, რომ ის მოედანს იანვარში დაუბრუნდება. "რეალთან" შეხვედრას ალბათ სევილიელთა ფორვარდი ფრედერიკ კანუტეც გამოტოვებს. გამოვა თუ არა კანუტე "სამეფო კლუბთან" მატჩში მოედანზე, უშუალოდ თამაშის დაწყების წინ გადაწყდება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული