"რეალი" მცველ სერხიო რამოსს კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე შეუთანხმდა. ახალი შეთანხმების ვადა 2017 წლამდეა გათვლილი. ხელშეკრულება ფეხბურთელის 3 მილიონიანი ხელფასის 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდას ითვალისწინებს. ხელმოწერის პროცედურა უახლოეს თვეებში მოხდება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი "სამეფო კლუბში" "სევილიიდან" 2005 წელს გადავიდა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით