ალმუნია მალაგაში ან ატლეტიკოში

AutoSharing Option
ცნობილია, რომ "არსენალის" 33 წლის ესპანელი გოლკიპერი მანუელ ალმუნია თავისუფალია და მას შეუძლია ლონდონური გუნდი იანვარშივე დატოვოს. სექტემბერში "ვესტ ბრომვიჩთან" ნათამაშები მატჩი, როცა ესპანელი საშინლად გაისარჯა და "არსენალი" ამის გამო 2:3 დამარცხდა, ალბათ ბოლოა ალმუნიასთვის "მეთოფეთა" რიგებში.

მას შემდეგ, რაც ლუკაშ ფაბიანსკის ტრავმის მიუხედავად, "არსენალის" კარში 20 წლის ვოიცეხ შჩესნი დააყენეს, ესპანელი აღშფოთდა, მაგრამ არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ალმუნიას 5,5 წლიან გარჯას უფასებენ და ახლა შეუძლია თავისუფლად
დატოვოს გუნდი.

მოკლედ, ჩიტივით თავისუფალი ხარო. ამ სიახლემ პრიმერადივიზიონის ორი გუნდი  - "ატლეტიკო" და "მალაგა" - დააინტერესა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული