კატალონიურად "ელ დერბი ბარსელონი", "ესპანიოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ, "ბლანკიბლაუსა" და "ბლაუგრანას" ჯახი, ლეო მესი "კორნელია ელ-პრატზე" - აი, ასეთია ლა ლიგის XVI ტურის ცენტრალური მატჩის მთავარი "მესიჯები". ჩემპიონი და ლიდერი მე-4 ადგილზე დამკვიდრებულ, მასთან შედარებით 12 ქულით ჩამორჩენილ, მაგრამ ნამდვილ "კერკეტ კაკალს" სტუმრობს. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ლიდერობის დაკარგვის აშკარა საფრთხის წინაშეა.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ახალთახალი "კორნელია ელ-პრატი" ყველაზე ახლოსაა "კამპ ნოუსთან", გვარდიოლას გუნდს, მოკლე, მაგრამ ყველაზე ძნელი გზა ელის. ბოლოდროინდელი სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს. არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, იმავე სტატისტიკის მიხედვით,
"კარიერაში ძალიან ბევრ ისეთ სტადიონზე მითამაშია, სადაც "ბარსელონასთვის" ნამდვილი კოშმარი მოაწყვეს, მაგრამ შარშანდელი "კორნელია ელ-პრატი", რომ მახსენდება... თან ფანები ძალიან ახლოს სხედან გოლკიპერთან, ეს რა თქმა უნდა კარგია ფეხბურთელისთვის მეტი მოტივაციაა, მაგრამ - მეტი თავსატეხიც", - აცხადებს ვიქტორ ვალდესი, რომელსაც დღეს იოლი შეხვედრა არ ელის.
დერბიში მასპინძელთა მხრიდან საეჭვოა მანუ მოლინას, ხავი ლოპესის, რაულ როდრიგესისა და დავიდ ლოპესის თამაში. მწვრთნელიც შეუძლოდაა, მაურისიო პოჩეტინოს გრიპი აქვს. პეპ გვარდიოლას კი, ჟეფრენსა და გაბი მილიტოს თუ არ ჩავთვლით, სრული შემადგენლობა ჰყავს სრულ მზადყოფნაში.
არანაკლებ საინტერესო მატჩია ხვალ - "სანტიაგო ბერნაბეუ" "რეალისა" და "სევილიას" ჯახს მასპინძლობს. მედიის ერთმა ცნობამ "რეალის" ბანაკში არეულობა გამოიწვია, "კადენა სერი" ამტკიცებდა, რომ კრიშტიანო რონალდოს ძალიან უჭირს თანაგუნდელებთან ურთიერთობა. გუშინ იკერ კასილიასმა ეს ჭორი უარყო. "მე და რონალდო უკვე მერამდენეჯერ "გვაჩხუბეს". ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი. მედიის გარკვეული ნაწილი "სამეფო კლუბის" ირგვლივ ნეგატიური ატმოსფეროს შექმნას ცდილობს", - განაცხადა კასილიასმა.
სამი ხედირა და კრიშტიანო რონალდო გამოჯანმრთელდნენ და ანდალუსიელებთან ითამაშებენ. ჟოზე მოურინიოს ჯამში 8 ფეხბურთელი დააკლდება. სტუმრებს არ ეყოლებათ დიეგო პეროტი, საეჭვოა ფრედერიკ კანუტეს თამაში, ხესუს ნავასს შეუძლია დაბრუნდეს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.
დღეს
დეპორტივო-სპორტინგი 21:00
დისკვალიფიკაცია: კარმელო (სპო)
ტრავმა: მიჩელი - ხუან პაბლო (?)
ლევანტე-ბილბაო 21:00
დისკვალიფიკაცია: ამორებიეტა (ბილ)
ტრავმა: ხუანფრანი, როდასი, ნაჩო გონსალესი, მ. პერესი - ფ. ლორენტე (?), ირაოლა, კოიკილი
ვილიარეალი-მალიორკა 21:00
დისკვალიფიკაცია: მარჩენა (ვილ)
ტრავმა: აიოსე, სერხიო, გ. კასტრო (მალ)
ესპანიოლი-ბარსელონა 23:00
ტრავმა: მოლინა, ხავი ლოპესი, რაულ როდრიგესი, დავიდ ლოპესი - ჟეფრენი, გ. მილიტო
რეალ სოსიედადი-ვალენსია 01:00
ტრავმა: ბრავო (?) - ბანეგა, მეჰმეთ თოფალი, მოია
ხვალ
ალმერია-ხეტაფე 20:00
დისკვალიფიკაცია: ხ. ალბინი, დიასი (ხეტ)
ტრავმა: ხუანმა ორტისი, ბერნარდელო, მიჩელი, ნიეტო, პელერანო - მ. ალვარესი
ოსასუნა-სარაგოსა 20:00
დისკვალიფიკაცია: ლანსარო, გაბი (სარ)
ტრავმა: პანდიანი (?), დამია, რუპერი, კამუნიასი - სინამა-პონგოლე, ედმილსონი
მალაგა-ატლეტიკო 20:00
ტრავმა: აპონიო - რეიესი (?)
რეალი-სევილია 00:00
დისკვალიფიკაცია: ჩაბი ალონსი, მარსელო - ალექსისი
ტრავმა: დუდეკი, კანალესი, სერხიო რამოსი, იგუაინი, კაკა, გაგო - პეროტი, კანუტე, ნავასი (?), კონე, დრაგუტინოვიჩი, გუარენტე.
ზეგ
რასინგი-ერკულესი 00:00
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 15 13 1 1 46-8 40
2. რეალი 15 12 2 1 38-12 38
3. ვილიარეალი 15 9 3 3 27-13 30
4. ესპანიოლი 15 9 1 5 17-17 28
5. ვალენსია 15 7 4 4 22-18 25
6. ატლეტიკო 15 7 2 6 24-19 23
7. ხეტაფე 15 7 2 6 23-20 23
8. ბილბაო 15 7 1 7 23-26 22
9. სოსიედადი 15 7 1 7 21-25 22
10. მალიორკა 15 6 3 6 15-17 21
11. სევილია 15 6 2 7 21-26 20
12. ერკულესი 15 5 3 7 18-22 18
13. რასინგი 15 5 2 8 13-23 17
14. დეპორტივო 15 4 5 6 12-18 17
15. ოსასუნა 15 4 4 7 15-20 16
16. ლევანტე 15 4 3 8 17-24 15
17. ალმერია 15 2 7 6 13-22 13
18. მალაგა 15 4 1 10 20-32 13
19. სპორტინგი 15 2 5 8 12-23 11
20. სარაგოსა 15 1 6 8 14-27 9
ბომბარდირები: 17 - მესი (ბარსელონა), რონალდო (რეალი); 10 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 9 - ვილია (ბარსელონა), ნილმარი (ვილიარეალი); 8 - როსი (ვილიარეალი), ტრეზეგე (ერკულესი); 7 - იგუაინი (რეალი), აგუერო (ატლეტიკო).