ხუთი ზალპით მოგებული დერბი

AutoSharing Option

"კორნელია ელ-პრატი" არასოდეს ივიწყებს არც ცუდს და არც კარგს - ბარსელონური დერბის წინ, როცა ჯერი სტუმართა გუნდის წარდგენაზე და მის 8-იანზე, ანდრეს ინიესტაზე მიდგა, სტადიონი წამით გაირინდა, შემდეგ კი უკლებლივ ყველა გულშემატკივარი წამოდგა და ერთწუთიანი ოვაცია გაუმართა "მოსისხლე მტრის" ფეხბურთელს. მაშინ როცა, "ბარსელონას" სხვა ფეხბურთელებსა და მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას თავგამოდებით უსტვინეს. ალბათ, ყველას გახსოვთ, მუნდიალის ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ ინიესტამ მაისურზე წარწერით გოლი "ესპანიოლის" კაპიტან დანი ხარკეს ხსოვნას რომ უძღვნა. სწორედ ანდრეს

ის ეს ჟესტი ახსოვთ "ესპანიოლის" გულშემატკივრებს. სხვათა შორის, ის მაისური 11 ნოემბერს "ბარსელონამ" ოფიციალურად გადასცა "ესპანიოლს" სახსოვრად. 

ამ ამაღელვებელი მომენტიდან, ფეხბურთს რომ ასე ამშვენებს, თავად თამაშზე გადავიდეთ, მაგრამ რა ვთქვათ, აღარ ვიცით - ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საკლუბო ტურნირია, მაგრამ "ბარსელონასთვის" ის უკვე ვიწრო ასპარეზია, კატალონიურმა კლუბმა უკვე კარგა ხანია გაუსწრო ლა ლიგის სტანდარტებს. ვაგლახ, თვისობრივად უკეთესი ლიგა მსოფლიოში აღარ არსებობს. დერბიში გვარდიოლას ბიჭების მორიგი შოუ ვიხილეთ, მორიგი ხუთი გოლი მეტოქის კარში. პედროსა და დავიდ ვილიას დუბლებს, ჩავის გასროლას "ესპანიოლმა" მხოლოდ პაბლო ოსვალდოს დიდებული გოლით უპასუხა - 1:5.

 

"ბარსელონამ" 2010 წლის ბოლო მატჩი უმაღლეს დონეზე ითამაშა. 20 წუთიც კი არ იყო დერბიში გასული, რომ ჩემპიონი დაწინაურდა - პუიოლთან ორთაბრძოლაში შემტევი კალეხონი დაშავდა, მაგრამ თამაში არც მსაჯს და არც "ბარსელონას" არ გაუჩერებია, სწრაფ კონტრშეტევას კი ლეო მესისა და პედრო როდრიგესის "შვეული" კედელი მოჰყვა, რომელიც პედრომ შესანიშნავი დარტყმით დააგვირგვინა. ათიოდე წუთში ჩავიმ მეორე ცდაზე დაამწუხრა "ესპანიოლის" გოლკიპერი კარლოს კამენი და გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ დასასვენებლად.

პედრო როდრიგესი თვალსა და ხელს შუა გაიზარდა ნამდვილ მრისხანე ფორვარდად, ჯერ კიდევ შარშან მას ყველა პედრიტოს ეძახდა, არადა ახლა "ბარსას" შეუცვლელი წევრია. სწორედ მან დერბის სტარტიდან ერთი საათის თავზე დაუკარგა აზრი, ანგარიში 3:0 გახადა. მართალია, მასპინძელთა იტალიელმა შემტევმა ჩინებული გარღვევით ერთი გოლი მაშინვე გაქვითა, მაგრამ ცხადი იყო, "ესპანიოლი" ამ თამაშს ვეღარ გადაარჩენდა. ამის შემდეგ ორჯერ იყოჩაღა "ელ გუახემ", ვილიას გოლები წყლის წვეთებივით ჰგავდა ერთმანეთს. მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მაინც მესი იყო სამი საგოლე პასით. "ბარსელონამ" ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო სტუმრად, ეს კი ლიგის ახალი რეკორდია. "ბარსელონამ" წელიწადი პირველ ადგილზე დაასრულა.

 

ხოსეპ გვარდიოლა: "ჩვენ ახლახან ყველაზე მძიმე მატჩი მოვიგეთ ამ სეზონში სტუმრად. მოვუგეთ ძალიან კარგ გუნდს. დღეს დიდებული დღეა ჩვენთვის. მატჩის დინამიკა მუდამ ჩვენს ხელშია და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მოვუმატოთ. გამარჯვებების მიზეზი მარტივია - ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. ეს გუნდი აგრძელებს ჩემს სასიამოვნოდ გაკვირვებას. მე ამ ბიჭებით აღფრთოვანებული და ამაყი ვარ. მოხარული ვარ, ინიესტას ასე კარგად რომ დახვდნენ, ანდრესმა ეს დაიმსახურა".

2010 წელი მესამე ადგილზე ჩაამთავრა "ვილიარეალმა". "წყალქვეშა ყვითელმა ნავმა" შინ შანსი არ დაუტოვა "მალიორკას" - 3:1. ანგარიში სანტი კასორლამ გახსნა, რომელმაც ჯუზეპე როსის პასით საჯარიმოს ცენტრიდან ბალეარელთა კარის ცხრიანი დალაშქრა. მალე სტუმრებმა ჯონათან დე გუზმანის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს, ჰოლანდიელმა ვებოს ჩაწოდების შემდეგ გაიტანა გოლი. 35-ე წუთზე იმავე ვებომ უარყოფითი კუთხით გამოიჩინა თავი, საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტი კი როსიმ გაიტანა. დაიწყო მეორე ტაიმი და "ელ სუბმარინოს" სწრაფმა კონტრშეტევამ "ელ მადრიგალზე" ინტრიგა მოკლა - ბორხა ვალერომ მარჯვნივ ნილმარი მოძებნა და ბრაზილიელმაც არ დააღალატა თავისიანები.

ბასკებს ვალენსიაში გამარჯვება ძვირი დაუჯდათ - მართალია, "ბილბაომ" იგორ გაბილონდოს საუცხოო თამაშის წყალობით სტუმრად 2:1 დაამარცხა "ლევანტე", მაგრამ ბილბაოელთა ლიდერ ფერნანდო ლორენტეს ტრავმის გამო მოედნიდან გასვლა მოუხდა. ანგარიში გაბილონდომ გახსნა კარგად შესრულებული საჯარიმო დარტყმით, რასაც მასპინძლებმა კაისედოს გოლით უპასუხეს. "ატლეტიკმა" სამი ქულა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ მოიპოვა, გაბილონდოს თავური პასით ხავი მარტინესმა ივარგა. "დეპორტივო"-"სპორტინგის" გალისიურ-ასტურიული დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მასპინძელთა მექსიკელი ლიდერი ანდრეს გუარდადო შუშის ფეხბურთელია - წელიწადში მან მეხუთე სერიოზული ტრავმა მიიღო, არადა გუარდადო ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველად თამაშობდა. "ვალენსიამ" სასწაულებრივ მოიგო "ანოეტაზე", მატჩის 90 წუთი დასრულებული იყო, როცა "რეალ სოსიედადის" მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა, კლაუდიო ბრავომ ბურთი ხეირიანად ვერ მოიცილა, ის ფეხთ არიც ადურისმა მოიგო და ბასკმა ბასკთა კარი დალაშქრა - 2:1. 

უნაი ემერი (ვალენსია): "ძნელ მატჩს ველოდით და შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. თანაბარი თამაში იყო და ბურთს, როგორც მსურდა, ისე ვერ ვაკონტროლებდით, ბევრი შანსიც არ გვქონია. ასე რომ, პირველივე შესაძლებლობა უნდა გამოგვეყენებინა. სესარმა კვლავ ტრავმა მიიღო, თუმცა მისი გვჯერა და დაველოდებით. თუ ძველებურად თამაშს ვეღარ შეძლებს, მოია და გუაიტა გვყავს, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა".

ესპანურ თემას არა, მაგრამ ტურის მიმდინარეობას, რომ ოდნავ გავცდეთ, გეტყვით, რომ შაბათს "ატლეტიკომ" ოფიციალურად გამოაცხადა ბრაზილიელი ელიას მენდესის დამატების შესახებ. 25 წლის მენდესი "კორინთიანსში" თამაშობდა. ნახევარმცველი დღეს "ატლეტიკოსთან" 4,5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, თუ სამედიცინო შემოწმებას არ ჩააფლავებს.


გუშინ ყველაზე ბოლოს მოედანზე "რეალი" და "სევილია" გავიდნენ. ყველასთვის მოულოდნელად, გამოჯანმრთელება მოასწრო სერხიო რამოსმა და ამით მოურინიოს გუნდს დაცვაში მარსელოს არყოფნით შექმნილი პრობლემა მოუხსნა. პირველ ტაიმში "რეალი" სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა (ბურთის ფლობა - 65%), მაგრამ სევილიელთა იშვიათი კონტრშეტევები უფრო მწვავე იყო. თუნდაც ნავაროს თავური ან ტაიმის მიწურულს "სამეფო კლუბის" კარში შესრულებული საჯარიმო, რომელიც კასილიასმა და პეპემ საერთო ძალისხმევით მოიგერიეს.

ჯერ კიდევ შესვენებისას დაიძაბა მოწინააღმდეგე ბანაკთა შორის სიტუაცია, თუმცა მეორე ტაიმში ამ დაძაბულობამ აპოგეას მიაღწია - მეორე ტაიმში კლოს გომესმა ფეხბურთელებს 9 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა. "რეალმა" მაინც მოიგო, თანაც რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისას გაიტანა - ყველაფერი მაღალ დონეზე მადრიდელთაგან საუკეთესო ანხელ დი მარიამ შეასრულა, რომელმაც თავბრუ დაახვია ანდრეს პალოპს. წელიწადი "სამეფო კლუბმა" ლიდერთან 2-ქულიანი ჩამორჩენით დაასრულა.


მომდევნო ტური
2 იანვარი: ვილიარეალი-ალმერია, ხეტაფე-რეალი, სევილია-ოსასუნა, სარაგოსა-რეალ სოსიედადი, ვალენსია-ესპანიოლი, ბარსელონა-ლევანტე, ბილბაო-დეპორტივო, სპორტინგი-მალაგა, ატლეტიკო-რასინგი, მალიორკა-ერკულესი.

 

ლევანტე-ბილბაო 1:2
ლევანტე (4-2-3-1): მ. რეინა - ხ. ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, პალიარდო (75. სერხიო) - ნადალი (62. მუნიოსი), რ. სუარესი (73. სტუანი), ხუანლუ - ფ. კაისედო. 
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ოსიო, უსტარიცი, კასტილიო - გურპეგი, ორბაისი (86. იტურასპე), ხ. მარტინესი - დ. ლოპესი (52. სუსაეტა), ფ. ლორენტე (18. ტოკერო), გაბილონდო.
გოლები: 0:1 გაბოლონდო (9), 1:1 კაისედო (20), 1:2 ხ. მარტინესი (73)
გაფრთხილება: ხუანფრანი, ბალესტეროსი - ოსიო, ტოკერო, გურპეგი, სუსაეტა
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 15-9 (2-6); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 10 000


დეპორტივო-სპორტინგი 1:1
დეპორტივო (5-4-1): არანსუბია - მ. პაბლო, კოლოტო, აიტამი, ლოპო, რინდაროი - ხ. დომინგესი, ვალერონი (82. საული), რ. პერესი, გუარდადო (30. ხ. როდრიგესი) - ადრიანი (75. რიკი).
სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - ლორა, ბოტია, გრეგორი, ანხელი - რივერა, ეგურენი (79. დე ლას კუევასი) - ლ. მორანი (61. ბილიჩი), ნ. ნოვო (79. აიოსე), დ. კასტრო - ბარალი.
გოლები: 1:0 აიტამი (12), 1:1 დ. კასტრო (88)
გაფრთხილება: ლოპო, რ. პერესი, არანსუბია, ხ. როდრიგესი - ლ. მორანი, ბოტია
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-10 (6-3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 13 000


ვილიარეალი-მალიორკა 3:1
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, გონსალო, მუსაჩიო, კაპდევილა - კანი, ბ. ვალერო, ბრუნო, კასორლა (79. მ. სენა) - ნილმარი (75. მ. რუბენი), როსი (83. ალტიდორი). 
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რამისი, აიოსე - ხ. ვიქტორი, მარტი (61. ნსუე) - პერეირა, დე გუზმანი, კასტრო (75. ვიქტორი) - ვებო.
გოლები: 1:0 კასორლა (11), 1:1 დე გუზმანი (27), 2:1 როსი (35-პენ), 3:1 ნილმარი (51).
გაფრთხილება: მუსაჩიო - ნუნიეში, ვებო, ხ. ვიქტორი, რამისი, აიოსე
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 8-24; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 14-7 (7-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 20 000


ესპანიოლი-ბარსელონა 1:5
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ჩიკა (63. ამატი), ფორლინი, რუისი, დიდაცი (80. დ. გარსია) - ბაენა, ხ. მარკესი - ლ. გარსია (61. დატოლო), ვერდიუ, კალეხონი - ოსვალდო. 
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი (78. მასკერანო), ინიესტა (85. კეიტა) - მესი, ვილია, პედრო (88. კრკიჩი).
გოლები: 0:1 პედრო (18), 0:2 ჩავი (29), 0:3 პედრო (59), 1:3 ოსვალდო (62), 1:4 ვილია (75), 1:5 ვილია (83)
გაფრთხილება: კამენი, ბაენა, ოსვალდო, ხ. მარკესი, რუისი - ბუსკეტსი, პიკე, დ. ალვეში
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 5-8; კარში დარტყმა: 7-19 (5-10); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 40 000


რეალ სოსიედადი-ვალენსია 1:2
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - რივასი, არანბურუ - ჩ. პრიეტო, ზურუტუზა (83. სარპონგი), გრიზმანი - ხ. ლორენტე (71. ტამუდო). 
ვალენსია (4-4-2): სესარი (51. გუაიტა) - ბრუნო, რ. კოშტა, დ. ნავარო (53. სტანკევიჩიუსი), მატიო - ხოაკინი, მადურო, ტ. კოსტა, მატა (72. ვისენტე) - სოლდადო, ადურისი.
გოლები: 1:0 ჩ. პრიეტო (23-პენ), 1:1 ტ. კოსტა (45), 1:2 ადურისი (91)
გაფრთხილება: რივასი, ჩ. პრიეტო, დე ლა ბელა - დ. ნავარო, სოლდადო, ბრუნო, ტ. კოსტა
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12-15 (2-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 25 900


ოსასუნა-სარაგოსა 0:0
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - ნელსონი, სერხიო, ფლანიო, მონრეალი - ნეკუნამი, ვადოცი (68. ლოლო) - ხუანფრანი, სორიანო, მასუდი - ლეკიჩი (68. არანდა). 
სარაგოსა (4-2-3-1): ლეო ფრანკო - დიოგო, იაროშიკი, კონტინი, პარედესი - პონსიო, პინტერი - ლაფიტა, ანდერი (90. ედმილსონი), ბერტოლო (46. ხ. ლოპესი) - სინამა-პონგოლე (79. მ. პერესი). 
გაფრთხილება: ფლანიო, სერხიო - პინტერი, პონსიო
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 15-10 (5-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 18 000


ალმერია-ხეტაფე 2:3
ალმერია (4-4-2): დ. ალვეში - ხუანმა ორტისი, კ. გარსია, აკასიეტე (84. გოიტომი), იაკობსენი - პიატი, მბამი, კორონა (61. ვალერი), კრუსატი (72. ხოსე ორტისი) - ულოა, კ. უჩე. 
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - მ. ტორესი, რაფა, მარკანო, მანე - ბოატენგი, პარეხო (85. კასკერო) - პ. რიოსი (90. არისმენდი), მანუ, გავილანი (78. ვ. სანჩესი) - მიკუ.
გოლები: 1:0 კ. უჩე (7), 2:0 ულოა (24), 2:1 მანუ (29), 2:2 მიკუ (48), 2:3 ბოატენგი (70)
გაფრთხილება: ულოა, ხუანმა ორტისი, კრუსატი - მარკანო, გავილანი, პარეხო, ვ. სანჩესი
კუთხური: 9-9; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 16-22 (6-9); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 12 000


მალაგა-ატლეტიკო 0:3
მალაგა (4-4-2): რუბენი - ხ. გამესი, სტადსგაარდი, როსარიო, მ. ტორესი (46. პორტილიო) - ელიზეუ, ი. გონსალესი (46. ფერნანდო), ხუანიტო, დუდა - რონდონი, ს. ფერნანდესი (61. ქუინსი). 
ატლეტიკო (4-3-3): დე ხეა - უიფალუში, პერეა, დომინგესი, ფ. ლუიში - ტიაგო, ასუნსაო, რ. გარსია (86. ვალერა)- რეიესი (79. ფ. მერიდა), აგუერო (70. დ. კოშტა), სიმაო.
გოლები: 0:1 ტიაგო (22), 0:2 დომინგესი (66), 0:3 ტიაგო (69)
გაფრთხილება: მ. ტორესი, ხ. გამესი - ფ. ლუიში, რ. გარსია
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-11 (3-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 17 100


რეალი-სევილია 1:0
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, არბელოა - ხედირა (61. პ. ლეონი), ლ. დიარა - დი მარია, იოზილი (77. ალბიოლი), რონალდო - ბენზემა (60. გრანერო). 
სევილია (4-4-2): პალოპი - დაბო, კასერესი, ესკუდე, ფ. ნავარო - კონკო (87. აკოსტა), ზოკორა (84. ალფარო), რომარიკი, დ. კაპელი (84. ხოსე კარლოსი) - ლ. ფაბიანო, ნეგრედო.
გოლი: 1:0 დი მარია (77)
გაფრთხილება: რ. კარვალიო, დი მარია, ლ. დიარა, პეპე, იოზილი, პ. ლეონი, ს. რამოსი - ზოკორა, კასერესი, აკოსტა
გაძევება: რ. კარვალიო (63), დაბო (90)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 10-5 (5-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 68 000


რასინგი-ერკულესი დღეს


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 16 14 1 1 51-9 43
2. რეალი 16 13 2 1 39-12 41
3. ვილიარეალი 16 10 3 3 30-14 33
4. ვალენსია 16 8 4 4 24-19 28
5. ესპანიოლი 16 9 1 6 18-22 28
6. ატლეტიკო 16 8 2 6 27-19 26
7. ხეტაფე 16 8 2 6 26-22 26
8. ბილბაო 16 8 1 7 25-27 25
9. სოსიედადი 16 7 1 8 22-26 22
10. მალიორკა 16 6 3 7 16-20 21
11. სევილია 16 6 2 8 21-27 20
12. დეპორტივო 16 4 6 6 13-19 18
13. ერკულესი 15 5 3 7 18-22 18
14. რასინგი 15 5 2 8 13-23 17
15. ოსასუნა 16 4 5 7 15-20 17
16. ლევანტე 16 4 3 9 18-26 15
17. ალმერია 16 2 7 7 15-25 13
18. მალაგა 16 4 1 11 20-35 13
19. სპორტინგი 16 2 6 8 13-24 12
20. სარაგოსა 16 1 7 8 14-27 10


ბომბარდირები: 17 - რონალდო (რეალი), მესი (ბარსელონა); 11 - ვილია (ბარსელონა); 10 - ფ. ლორენტე (ბილბაო), ნილმარი (ვილიარეალი); 9 - როსი (ვილიარეალი); 8 - ტრეზეგე (ერკულესი); 7 - იგუაინი (რეალი), აგუერო (ატლეტიკო), კაისედო (ლევანტე).



სეგუნდადივიზიონი. XVII ტური

ხერესი-ხირონა 3:1
გოლები: 0:1 დესპოტოვიჩი (24), 1:1 მორენო (51), 2:1 მორენო (82), 3:1 კაპი (84)


ელჩე-რაიო ვალეკანო 1:1
გოლები: 0:1 აგანსო (29), 1:1 ხენერელო (66-პენ)
გაძევება: ალბაკარი (55. ელჩე), კოკე (65. რაიო ვალეკანო)


ალკორკონი-ვილიარეალი B 1:2
გოლები: 0:1 ბორდასი (6), 1:1 სალესი (32), 1:2 ბორდასი (78)

უესკა-გრანადა 0:0
გაძევება: ეჩაიდე (88. უესკა)


ხიმნასტიკი-უელვა 0:0


ტენერიფე-ბეტისი 0:3

გოლები: 0:1 ემანა (7), 0:2 რ. კასტრო (18), 0:3 ემანა (33)


კორდობა-ვალიადოლიდი 1:0
გოლი: 1:0 კალეხონი (81)


ნუმანსია-ალბასეტე 0:1
გოლი: 0:1 ა. ლოპესი (82)


სელტა-სალამანკა 1:0
გოლი: 1:0 ტრაშორასი (44)
გაძევება: მურილიო (48. სელტა), იუსტე (82. სალამანკა)


კარტახენა-ლას პალმასი 5:2
გოლები: 1:0 კალა (1), 2:0 ტ. მორალი (16), 3:0 ვიქტორი (19), 3:1 კარილი (44), 3:2 გერერო (57), 4:2 ლაფუენტე (61), 5:2 ტოჩე (66)


ბარსელონა B-პონფერადინა 1:1
გოლები: 1:0 საული (80), 1:1 ხ. ლოპესი (81)


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 17 12 3 2 41-16 39
2. ვალეკანო 17 10 4 3 28-16 34
3. სელტა 17 9 6 2 29-16 33
4. კარტახენა 17 8 4 5 27-21 28
5. ხერესი 17 8 3 6 27-24 27
6. ბარსელონა B 17 7 6 4 26-24 27
7. ელჩე 17 6 7 4 16-15 25
8. სალამანკა 17 7 3 7 19-20 24
9. ვილიარეალი B 17 7 3 7 21-27 24
10. გრანადა 16 6 5 5 30-20 23
11. ვალიადოლიდი 17 6 4 7 24-24 22
12. ნუმანსია 17 6 3 8 21-22 21
13. ლას პალმასი 17 5 6 6 27-32 21
14. კორდობა 17 4 8 5 22-23 20
15. უელვა 17 3 10 4 16-18 19
16. ხირონა 17 4 6 7 22-24 18
17. უესკა 17 3 9 5 12-17 18
18. ალკორკონი 17 5 3 9 20-26 18
19. ალბასეტე 17 3 8 6 15-19 17
20. პონფერადინა 17 3 6 8 13-29 15
21. ხიმნასტიკი 17 2 7 8 13-22 13
22. ტენერიფე 16 3 4 9 12-26 13


ბომბარდირები: 13 - გეიხო (გრანადა); 12 - რ. კასტრო (ბეტისი), ქუინი (ალკორკონი); 10 - არმენტეროსი (რაიო ვალეკანო), ხ. გუერა (ვალიადოლიდი); 9 - ემანა (ბეტისი), ტოჩე (კარტახენა); 8 - ხოსე მარი (ხერესი).

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული